მსოფლიო
სამართალი

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სხვა პრობლემას ვერ ხედავთ? წამოდით ნავთლუღის ბაზარში, 5 ლარის საშოვნელად ხალხი ქუჩაშია გამოსული... შემოგვყურებენ, იქნებ რაღაც გააკეთონო" - ელისაშვილი უმრავლესობას
"სხვა პრობლემას ვერ ხედავთ? წამოდით ნავთლუღის ბაზარში, 5 ლარის საშოვნელად ხალხი ქუჩაშია გამოსული... შემოგვყურებენ, იქნებ რაღაც გააკეთონო" - ელისაშვილი უმრავლესობას

სხვა პრობ­ლე­მას ვერ ხე­დავთ? შე­იძ­ლე­ბა "ჯი­პე­ბი­დან" არ ჩანს, მაგ­რამ წა­მო­დით აბა, ნავ­თლუ­ღის ბა­ზარ­ში გა­ვი­ა­როთ, - ასე მი­მარ­თა პარ­ტია „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დერ­მა, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებს, სა­დაც ე.წ. აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც მან გა­ნა­ცხა­და, ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი რუ­სე­თის წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს და სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თი არ გახ­დე­ბა.

"ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა პრობ­ლე­მა ვერ და­ვი­ნა­ხეთ? თან ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი რომ გვე­უბ­ნე­ბი­ან, ვი­საც 30 წე­ლია ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ხე­ლის გულ­ზე უჭი­რავს, რუ­სე­თის ტან­კი რომ თბი­ლის­ში არ შე­მო­ვი­და მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. აფხა­ზე­თი და სა­მა­ჩაბ­ლო რომ არ უც­ნი­ათ, მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ჩვე­ნი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის კი არა, აშშ-ის სა­ელ­ჩოს ეში­ნი­ათ. ახ­ლაც რომ გვე­უბ­ნე­ბი­ან, ნუ აკე­თებთ ამას, ეს არის ის, რაც ერთი-ერ­თში გა­ა­კე­თა პუ­ტინ­მა და რუ­სეთ­მა. გვე­უბ­ნე­ბი­ან, გინ­დათ ჩვენ­თან? გინ­დათ, რომ ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს ნა­წი­ლი იყოთ? მა­შინ ამას ნუ აკე­თებთ. სხვა დარ­დი ქვე­ყა­ნა­ში არ არის? სხვა პრობ­ლე­მას ვერ ხე­დავთ? შე­იძ­ლე­ბა „ჯი­პე­ბი­დან“ არ ჩანს, მაგ­რამ წა­მო­დით აბა, ნავ­თლუ­ღის ბა­ზარ­ში გა­ვი­ა­როთ“,-მი­მარ­თა ელი­საშ­ვილ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბას.

მან გა­ნა­ცხა­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ პერ­სპექ­ტი­ვას უკ­ლავს.

ასევე დაგაინტერესებთ
18:44 / 02-03-2023

რა ვითარებაა პარლამენტთან, სადაც აქციის მონაწილეები იკრიბებიან - ხმაური საკანონმდებლო ორგანოს შიდა და გარე ტერიტორიაზე

19:05 / 02-03-2023

"ძირითადი შფოთვა არის დასახელებაზე - "უცხოური გავლენის აგენტი" - მივიღოთ იმ დათქმით, რომ არ მოახდინოს უამრავი კეთილსინდისიერი ადამიანის დისკრედიტაცია" - წილოსანი

19:25 / 02-03-2023

სხდომიდან გამოძევებული ქალი დეპუტატები, დაძაბულობა პარლამენტის ფოეიში და აქცია, შეძახილებით - რა ხდება საკანონმდებლო ორგანოში?

19:50 / 02-03-2023

"მე არ მინდა ისეთი ევროპა, რომელიც უკანონობას მაძალებს - დიახაც, არ მინდა ასეთი ევროპა" - ყაველაშვილი

21:44 / 02-03-2023

პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ წარდგენილ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა

"ამ ქვე­ყა­ნას პერ­სპექ­ტი­ვას უკ­ლავთ. მა­შინ ალა­ლად მი­თხა­რით და უფრო პა­ტი­ო­სა­ნი კაცი იქ­ნე­ბით თუ მე­ტყვით, ასე­თი „ხოში“ გვაქვს, რომ ეს ქვე­ყა­ნა რუ­სეთ­ში უნდა შე­ვიყ­ვა­ნო­თო. ეს არის სა­ქარ­თვე­ლო და რუ­სე­თი არ გახ­დე­ბა!“,-გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ ქვე­ყა­ნა­ში მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა.

"თუ ვინ­მეს ეჭვი ეპა­რე­ბა იმა­ში, რომ ხალ­ხს უჭირს, ნავ­თლუ­ღის ბა­ზარ­ში მთე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით წა­ვი­დეთ და ვნა­ხოთ ტა­ლახ­ში, თოვლში, წვი­მა­ში, უბე­დუ­რე­ბა­ში 5 ლა­რის სა­შოვ­ნე­ლად ხალ­ხი ქუ­ჩა­ში რომ ზის, შვილს რა­ღაც ორი ლუკ­მა მი­უ­ტა­ნოს. ჩა­ვი­დეთ მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში, ხალ­ხი დღეს და ღა­მეს რომ ათე­ნებს. შე­მოგ­ვყუ­რე­ბენ, ეს ხალ­ხი რომ ავირ­ჩი­ეთ და ჰალ­სტუ­ხე­ბი გა­უ­კე­თე­ბი­ათ, იქ­ნებ ქვეყ­ნის­თვის სა­სი­კე­თო რა­ღაც გა­ა­კე­თო­ნო“,-გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემიდა
5

მიუნჰაუზენი!კოდაკა ცუდი მსაციობი ხარ და დაყენდი რა!

 

საქმე ნახე!
7

უაზროდ აჟიტირებული პოპულისტი! - უცხოეთიდან მრავალმილიონიანი ბიუჯეტით დაფინანსებული ენჯეოების შემოსავლები თუ გამჭვირვალე გახდება, ეს ნავთლუღის ბაზარში 5 ლარად მომუშავეთა ჯიბეს დაარტამს?!. შენ რისთვის ზიხარ მანდ?! - რომელი კანონის ინიცირება მოახდინე, იმ გაჭირვებულ ხალხს რომ წაადგებოდა და მხარი არ დაგიჭირა პარლამენტმა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"სხვა პრობლემას ვერ ხედავთ? წამოდით ნავთლუღის ბაზარში, 5 ლარის საშოვნელად ხალხი ქუჩაშია გამოსული... შემოგვყურებენ, იქნებ რაღაც გააკეთონო" - ელისაშვილი უმრავლესობას

"სხვა პრობლემას ვერ ხედავთ? წამოდით ნავთლუღის ბაზარში, 5 ლარის საშოვნელად ხალხი ქუჩაშია გამოსული... შემოგვყურებენ, იქნებ რაღაც გააკეთონო" - ელისაშვილი უმრავლესობას

სხვა პრობლემას ვერ ხედავთ? შეიძლება "ჯიპებიდან" არ ჩანს, მაგრამ წამოდით აბა, ნავთლუღის ბაზარში გავიაროთ, - ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც მან განაცხადა, ეს კანონპროექტი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და საქართველო რუსეთი არ გახდება.

"ამდენი ხნის განმავლობაში სხვა პრობლემა ვერ დავინახეთ? თან ჩვენი მეგობრები რომ გვეუბნებიან, ვისაც 30 წელია ჩვენი ქვეყანა ხელის გულზე უჭირავს, რუსეთის ტანკი რომ თბილისში არ შემოვიდა მათი დამსახურებაა. აფხაზეთი და სამაჩაბლო რომ არ უცნიათ, მათი დამსახურებაა. ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის კი არა, აშშ-ის საელჩოს ეშინიათ. ახლაც რომ გვეუბნებიან, ნუ აკეთებთ ამას, ეს არის ის, რაც ერთი-ერთში გააკეთა პუტინმა და რუსეთმა. გვეუბნებიან, გინდათ ჩვენთან? გინდათ, რომ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოთ? მაშინ ამას ნუ აკეთებთ. სხვა დარდი ქვეყანაში არ არის? სხვა პრობლემას ვერ ხედავთ? შეიძლება „ჯიპებიდან“ არ ჩანს, მაგრამ წამოდით აბა, ნავთლუღის ბაზარში გავიაროთ“,-მიმართა ელისაშვილმა უმრავლესობას.

მან განაცხადა, რომ ხელისუფლება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას უკლავს.

"ამ ქვეყანას პერსპექტივას უკლავთ. მაშინ ალალად მითხარით და უფრო პატიოსანი კაცი იქნებით თუ მეტყვით, ასეთი „ხოში“ გვაქვს, რომ ეს ქვეყანა რუსეთში უნდა შევიყვანოთო. ეს არის საქართველო და რუსეთი არ გახდება!“,-განაცხადა ელისაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაა.

"თუ ვინმეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ხალხს უჭირს, ნავთლუღის ბაზარში მთელი შემადგენლობით წავიდეთ და ვნახოთ ტალახში, თოვლში, წვიმაში, უბედურებაში 5 ლარის საშოვნელად ხალხი ქუჩაში რომ ზის, შვილს რაღაც ორი ლუკმა მიუტანოს. ჩავიდეთ მიწისქვეშა გადასასვლელში, ხალხი დღეს და ღამეს რომ ათენებს. შემოგვყურებენ, ეს ხალხი რომ ავირჩიეთ და ჰალსტუხები გაუკეთებიათ, იქნებ ქვეყნისთვის სასიკეთო რაღაც გააკეთონო“,-განაცხადა ელისაშვილმა.