პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჟიული შარტავას ნამდვილად არ მოეწონებოდა ის, რაც ამ დარბაზში ხდება" - გურამ მაჭარაშვილი
"ჟიული შარტავას ნამდვილად არ მოეწონებოდა ის, რაც ამ დარბაზში ხდება" - გურამ მაჭარაშვილი

შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას ნამ­დვი­ლად არ მო­ე­წო­ნე­ბო­და ის, რაც ამ დარ­ბაზ­ში ხდე­ბა, - ასე შე­ა­ფა­სა „ხალ­ხის ძა­ლის“ ერთ-ერ­თმა წევ­რმა, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვილ­მა ის ხმა­უ­რი და პრო­ტეს­ტი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში, ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას სა­ხე­ლო­ბის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში ხდე­ბო­და.

აღ­ნიშ­ნულ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი კო­მი­ტე­ტე­ბის სხდო­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­დაც გა­ნი­ხი­ლა­ვენ „ხალ­ხის ძა­ლის“ მიერ ინი­ცი­რე­ბულ კა­ნონპ­რო­ექტს „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის“ შე­სა­ხებ. ოპო­ზი­ცია და მე­სა­მე სექ­ტო­რი ამ სხდო­მის და­წყე­ბი­სა და სა­ერ­თოდ ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, რა­საც რამ­დენ­ჯერ­მე მოჰ­ყვა მათ­სა და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა. სწო­რედ ამ დროს პარ­ლა­მენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტა­ტი სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­იყ­ვა­ნეს, რა დრო­საც აყი­რავ­და სკა­მე­ბი და მა­გი­დე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად და­პი­რის­პი­რე­ბი­სა, „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ე.წ. აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა მა­ინც და­ი­წყო.

"ხალ­ხის ძა­ლის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც და­ა­რე­გის­ტრი­რეს აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტში, ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტი ამე­რი­კუ­ლია და არა, რუ­სუ­ლი.

სხდო­მა­ზე მათ გა­მო­ეხ­მა­უ­რა ერთ-ერთი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი თე­ო­ნა აქუ­ბარ­დია. მისი თქმით, ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბით მმარ­თვე­ლი პარ­ტია სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. ამას­თან მან, სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძეს შე­ახ­სე­ნა ის წე­რი­ლი, რო­მე­ლიც სამ­ხა­რა­ძეს მის­სა­ვე სტუ­დენ­ტებ­მა მის­წე­რეს. სტუ­დენ­ტე­ბი თხოვ­ნით მი­მარ­თა­ვენ სამ­ხა­რა­ძეს, და­არ­წმუ­ნოს მისი კო­ლე­გე­ბი იმა­ში, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტი „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის“ შე­სა­ხებ არ მი­ი­ღონ.

„რუ­სე­თი აგ­რძე­ლებს ოკუ­პა­ცი­ას და რას აკე­თებთ თქვენ ამ დროს, აკე­თებთ იმას, რომ ფი­ან­და­ზე­ბით დახ­ვდეთ“, - მი­მარ­თა აქუ­ბარ­დი­ამ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტებს და აღ­ნიშ­ნა, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტია რუ­სე­თის სა­სარ­გებ­ლო საქ­მეს აკე­თებს.

აქუ­ბარ­დი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა „ხალ­ხის ძა­ლის“ ერთ-ერთი წევ­რი, ირაკ­ლი-დაჩი ბე­რა­ია და აღ­ნიშ­ნა, რომ მათ მიერ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი სი­ნამ­დვი­ლე­ში არის ამე­რი­კუ­ლი და არა რუ­სუ­ლი, რა­ზეც თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ამ მას უპა­სუ­ხა: „გა­ჩერ­დი ერთი, რა, წიგ­ნი არ წა­გი­კი­თხავს ცხოვ­რე­ბა­ში“, - აღ­ნიშ­ნა აქუ­ბარ­დი­ამ.

თა­ვის მხრივ, დაჩი ბე­რა­ია ამ­ტკი­ცებ­და იმას, რომ „ეს კა­ნო­ნი არ ეხე­ბა ჯა­შუ­შებს“.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, სა­დაც უნდა გა­ნე­ხი­ლათ კა­ნონპ­რო­ექ­ტი „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის“ შე­სა­ხებ ხმა­უ­რი და და­პი­რის­პი­რე­ბა ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი კო­მი­ტე­ტე­ბის სხდო­მა­ზე ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას სა­ხე­ლო­ბის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში უნდა გა­ნე­ხი­ლათ. კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვის და სა­ერ­თოდ სხდო­მის ჩა­ტა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არი­ან ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ად­გი­ლი ჰქონ­და სი­ტყვი­ერ და ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას, რა დრო­საც პარ­ლა­მენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით დარ­ბა­ზი­დან გა­იყ­ვა­ნა ოპო­ზი­ცი­ის დე­პუ­ტა­ტე­ბი: და­ვით კირ­კი­ტა­ძე, და­ვით ხა­ჯიშ­ვი­ლი, ნი­კო­ლოზ მა­ჭუ­ტა­ძე, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი.

ამ ფონ­ზე ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას სა­ხე­ლო­ბის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში აყი­რა­ვე­ბუ­ლია სკა­მე­ბი და მა­გი­დე­ბი, გრძელ­დე­ბა შე­ძა­ხი­ლე­ბი „არა, რუ­სულ კა­ნონს“. ხმა­უ­რის და და­პი­რის­პი­რე­ბის გამო ამ დრომ­დე არ და­წყე­ბუ­ლა სხდო­მა, დარ­ბაზ­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ მე­დი­ას და მე­სა­მე სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს.

პა­რა­ლე­ლუ­რად პარ­ლა­მენ­ტის ფო­ი­ე­ში პრო­ტეტს გა­მო­ხა­ტა­ვენ ის არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რო­მე­ლებ­საც „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბა შე­ე­ხე­ბათ. ისი­ნი აღ­ნიშ­ნულ კა­ნონპ­რო­ექტს რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის ანა­ლოგს უწო­დე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინტერესი
0

ამ დაჯგუფებამ და მისმა მხარდამჭერებმა უნდა იცოდეს, რომ მოღალატეობრივ დანაშაულს ხანდაზმულობა არ აქვს

პასუხი
0

ეს ჯგუფი დამნაშავეა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჟიული შარტავას ნამდვილად არ მოეწონებოდა ის, რაც ამ დარბაზში ხდება" - გურამ მაჭარაშვილი

"ჟიული შარტავას ნამდვილად არ მოეწონებოდა ის, რაც ამ დარბაზში ხდება" - გურამ მაჭარაშვილი

შემიძლია ვთქვა, რომ ჟიული შარტავას ნამდვილად არ მოეწონებოდა ის, რაც ამ დარბაზში ხდება, - ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ის ხმაური და პროტესტი, რომელიც პარლამენტში, ჟიული შარტავას სახელობის სხდომათა დარბაზში ხდებოდა.

აღნიშნულ სხდომათა დარბაზში გაერთიანებული კომიტეტების სხდომა მიმდინარეობს, სადაც განიხილავენ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ. ოპოზიცია და მესამე სექტორი ამ სხდომის დაწყებისა და საერთოდ ამ კანონპროექტის განხილვის წინააღმდეგი იყო, რასაც რამდენჯერმე მოჰყვა მათსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის დაპირისპირება. სწორედ ამ დროს პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა რამდენიმე დეპუტატი სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს, რა დროსაც აყირავდა სკამები და მაგიდები. მიუხედავად დაპირისპირებისა, „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მაინც დაიწყო.

"ხალხის ძალის“ წარმომადგენლები, რომლებმაც დაარეგისტრირეს აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში, ირწმუნებიან, რომ კანონპროექტი ამერიკულია და არა, რუსული.

სხდომაზე მათ გამოეხმაურა ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია. მისი თქმით, ამ კანონპროექტის მიღებით მმართველი პარტია საქართველოს ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგება. ამასთან მან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს შეახსენა ის წერილი, რომელიც სამხარაძეს მისსავე სტუდენტებმა მისწერეს. სტუდენტები თხოვნით მიმართავენ სამხარაძეს, დაარწმუნოს მისი კოლეგები იმაში, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ არ მიიღონ.

„რუსეთი აგრძელებს ოკუპაციას და რას აკეთებთ თქვენ ამ დროს, აკეთებთ იმას, რომ ფიანდაზებით დახვდეთ“, - მიმართა აქუბარდიამ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს და აღნიშნა, რომ მმართველი პარტია რუსეთის სასარგებლო საქმეს აკეთებს.

აქუბარდიას გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი წევრი, ირაკლი-დაჩი ბერაია და აღნიშნა, რომ მათ მიერ ინფიცირებული კანონპროექტი სინამდვილეში არის ამერიკული და არა რუსული, რაზეც თეონა აქუბარდიამ მას უპასუხა: „გაჩერდი ერთი, რა, წიგნი არ წაგიკითხავს ცხოვრებაში“, - აღნიშნა აქუბარდიამ.

თავის მხრივ, დაჩი ბერაია ამტკიცებდა იმას, რომ „ეს კანონი არ ეხება ჯაშუშებს“.

საქართველოს პარლამენტში, სადაც უნდა განეხილათ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ ხმაური და დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. აღნიშნული კანონპროექტი გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ჟიული შარტავას სახელობის სხდომათა დარბაზში უნდა განეხილათ. კანონპროექტის განხილვის და საერთოდ სხდომის ჩატარების წინააღმდეგ არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას, რა დროსაც პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა ძალის გამოყენებით დარბაზიდან გაიყვანა ოპოზიციის დეპუტატები: დავით კირკიტაძე, დავით ხაჯიშვილი, ნიკოლოზ მაჭუტაძე, ლევან ხაბეიშვილი.

ამ ფონზე ჟიული შარტავას სახელობის სხდომათა დარბაზში აყირავებულია სკამები და მაგიდები, გრძელდება შეძახილები „არა, რუსულ კანონს“. ხმაურის და დაპირისპირების გამო ამ დრომდე არ დაწყებულა სხდომა, დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევენ მედიას და მესამე სექტორის წარმომადგენლებს.

პარალელურად პარლამენტის ფოიეში პროტეტს გამოხატავენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელებსაც „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღება შეეხებათ. ისინი აღნიშნულ კანონპროექტს რუსული კანონის ანალოგს უწოდებენ.