ავტორი:

მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ოდნავ ეჭვი რომ ჰქონდეს, მიხეილ სააკაშვილი "ამას განგებ აკეთებს“, ზიარების უფლებას არ მისცემდა

მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ოდნავ ეჭვი რომ ჰქონდეს, მიხეილ სააკაშვილი "ამას განგებ აკეთებს“, ზიარების უფლებას არ მისცემდა

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ოდნავ ეჭვი რომ ჰქონდეს, მიხეილ სააკაშვილი "ამას განგებ აკეთებს”, მას ზიარების უფლებას არ მისცემდა.

როგორც მან კლინიკა ,,ვივამედში” ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ აღნიშნა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ გაუარესებულია.

"მე განვაცხადე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, მე ოდნავ მაინც ეჭვი რომ მქონდეს, ის ამას განგებ აკეთებს, არავითარ შემთხვევაში მას ზიარების უფლებას არ მივცემდი. კვირაში ერთხელ მოვდივარ და მას ვხვდები, კარგს ვერაფერს გეტყვით. ორი კვირის წინ რომ ვიყავი, მაშინ წინა შეხვედრასთან შედარებით ძალიან დიდი სხვაობა იყო და ახლაც ძალიან დიდია სხვაობა, თან ძალიან ცუდისკენ”, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.