პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდი საკადრო წმენდა" წულუკიანის უწყებაში - სამსახურიდან "ჩამოლაბორანტებული" მუზეუმის ყოფილი მმართველის საქმე და წაგებული სასამართლო პროცესები
"დიდი საკადრო წმენდა" წულუკიანის უწყებაში - სამსახურიდან "ჩამოლაბორანტებული" მუზეუმის ყოფილი მმართველის საქმე და წაგებული სასამართლო პროცესები

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პოსტზე და­ნიშ­ვნი­დან დღემ­დე, მისი უშუ­ა­ლო ბრძა­ნე­ბით, სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა სტრუქ­ტუ­რი­დან სულ 100-მდე თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლდა. მათ შო­რის არი­ან: კუ­რა­ტო­რე­ბი, მკვლე­ვა­რე­ბი, მე­ნე­ჯე­რე­ბი - მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხის მქო­ნე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი.

"დიდი სა­კად­რო წმენ­და“ წუ­ლუ­კი­ან­მა რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ით ახ­სნა.

სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა.

მათ ინ­ტე­რე­სებს ოთხი ორ­გა­ნი­ზა­ცია - "სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ცენ­ტრი“, სო­ლი­და­რო­ბის ქსე­ლი“, საია და "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი“ იცავს.

რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მელ­მა გა­მარ­ჯვე­ბა პირ­ველ და მე­ო­რე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო­ებ­ში უკვე მო­ი­პო­ვა, თუმ­ცა წინ არის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოც.

მა­გა­ლი­თად, დი­ნა­რა ვაჩ­ნა­ძემ რო­გორც სა­ქა­ლა­ქო, ისე სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში და­ამ­ტკი­ცა, რომ მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა უკა­ნო­ნო იყო და თუ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოც იმა­ვეს გა­და­წყვეტს, სა­ხელ­მწი­ფოს მის­თვის გა­ნაც­დუ­რი­სა და კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­და მო­უ­წევს.

დი­ნა­რა ვაჩ­ნა­ძე
დი­ნა­რა ვაჩ­ნა­ძე

გა­და­სახ­დე­ლი თან­ხა სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის დღი­დან სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის და­წყე­ბამ­დე ყო­ველ­თვი­უ­რად იზ­რდე­ბა. ასე რომ, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, რა თან­ხის გა­ღე­ბა მო­უ­წევს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­კომ­პენ­სა­ცი­ოდ.

  • რო­გორ ჩა­მო­ა­ლა­ბო­რან­ტეს ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მი­სა და ეროვ­ნუ­ლი გა­ლე­რე­ის მმარ­თვე­ლი?

ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ეკა კიკ­ნა­ძე დი­მიტ­რი შე­ვარ­დნა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი გა­ლე­რე­ი­სა და შალ­ვა ამი­რა­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მის მმარ­თვე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას 2016-2021 წლებ­ში იკა­ვებ­და.

ის არის არა­ერ­თი ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­გა­მო­ფე­ნო პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მო­ნა­წი­ლე, მისი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და.

წუ­ლუ­კი­ა­ნის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნი­დან მა­ლე­ვე ეკა კიკ­ნა­ძე ჩა­მო­ა­ლა­ბო­რან­ტეს, ამ სი­ტყვის პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, ანუ მმარ­თვე­ლის პო­ზი­ცი­ი­დან ლა­ბო­რან­ტად გა­და­იყ­ვა­ნეს.

ეკა კიკ­ნა­ძე ამ­ბობს, რომ, რო­გორც ჩანს, წუ­ლუ­კი­ა­ნის მიერ ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რად და­ნიშ­ნულ ნიკა ახ­ლა­ბე­დაშ­ვილს გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის შე­დევ­რი წა­კი­თხუ­ლი არ ჰქონ­და და მი­ნის­ტრის მი­თი­თე­ბა მისი ჩა­მო­ლა­ბო­რან­ტე­ბის თა­ო­ბა­ზე, პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით გა­ი­გო.

ეკა კიკ­ნა­ძე
ეკა კიკ­ნა­ძე

"წუ­ლუ­კი­ა­ნის მოს­ვლის დღი­დან ისე წა­რი­მარ­თა მოვ­ლე­ნე­ბი, თით­ქოს მე არ ვარ­სე­ბობ­დი, ვი­თომ მოვ­კვდი, არა­ფე­რი მე­კი­თხე­ბო­და... ჩემი კუ­რა­ტო­რო­ბით მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ფე­ნის და­ხურ­ვი­სა და ჩა­მოხ­სნის ბრძა­ნე­ბა­შიც კი არ ვი­ყა­ვი მი­თი­თე­ბუ­ლი.

ასე გა­ვი­და 2-3 თვე, ავი­ღე შვე­ბუ­ლე­ბა და ამ დროს შე­მა­ტყო­ბი­ნეს, რომ ნიკა ახალ­ბე­დაშ­ვილ­მა შეკ­რი­ბა თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და გა­მო­უ­ცხა­და, რომ ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მის შე­ნო­ბა ავა­რი­უ­ლია, სა­ხელ­მწი­ფოს მისი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს და უნდა გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვით სხვა შე­ნო­ბა­ში. ეს იყო ჩემ­თვის წი­თე­ლი ხაზი, ამით დამ­ტკიც­და, რომ მუ­ზე­უ­მის შე­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მარ­თლაც არ­სე­ბობ­და კერ­ძო პი­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი. ცხა­დია, გა­მოვ­თქვი შეშ­ფო­თე­ბა, რა­საც კი­დევ უფრო დიდი "სი­ურპრი­ზი“ მოჰ­ყვა - შვე­ბუ­ლე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბულს დამ­ხვდა წუ­ლუ­კი­ა­ნის ბრძნე­ბა, 5 ივ­ლი­სით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი. რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, 2021 წლის სექ­ტემ­ბერ­ში უნდა და­წყე­ბულ­ყო სა­მუ­ზე­უ­მო კო­ლექ­ცი­ე­ბის ევა­კუ­ა­ცია. სა­ერ­თოდ, ეს არის ურ­თუ­ლე­სი პრო­ცე­სი, რო­მელ­საც დიდი პრო­ფე­სი­უ­ლი რე­სურ­სი სჭირ­დე­ბა. მივ­წე­რე ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლი ნიკა ახ­ლა­ბე­დაშ­ვილს და ვთხო­ვე, გა­ეც­ნო ჩემ­თვის კო­ლექ­ცი­ე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის სქე­მა. წე­რილ­ზე პა­სუ­ხად ერთი კვი­რის თავ­ზე, მი­ვი­ღე ბრძნე­ბა, ჩემი მმარ­თვე­ლის პო­ზი­ცი­ი­დან ლა­ბო­რან­ტად გა­დაყ­ვა­ნის თა­ო­ბა­ზე,“ - იხ­სე­ნებს AMBEBI.GE-სთან ეკა კიკ­ნა­ძე.

ლა­ბო­რან­ტად გა­დაყ­ვა­ნი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში ეკა კიკ­ნა­ძე სამ­სა­ხუ­რი­დან სა­ერ­თოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, კიკ­ნა­ძის გუნ­დმა მი­ი­ღო შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ გა­ი­მარ­ჯვეს რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის ფუნ­და­მენ­ტუ­რი კვლე­ვე­ბის კონ­კურ­სში და სამ­წლი­ა­ნი გრან­ტი მო­ი­გეს, თუმ­ცა მი­ნის­ტრის ძა­ლის­ხმე­ვით, პრო­ექ­ტი გა­უქ­მდა.

"წუ­ლუ­კი­ან­მა მე­ო­რე დღეს­ვე შე­ი­ტა­ნა ცვლი­ლე­ბა ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის დე­ბუ­ლე­ბა­ში, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შე­ზღუ­და სა­მუ­ზე­უ­მო კო­ლექ­ცი­ებ­თან მეც­ნი­ე­რე­ბის დაშ­ვე­ბის წესი და შე­ი­მუ­შა­ვა ახა­ლი წესი დო­ნორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან მუ­ზე­უ­მის ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ. შექ­მნა ახა­ლი სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭო და ამ საბ­ჭომ მი­ი­ღო ჩვე­ნი პრო­ექ­ტის შე­ჩე­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ამით კულ­ტუ­რულ­მა მემ­კვიდ­რე­ო­ბამ და­კარ­გა 100 000 ლარ­ზე მეტი თან­ხა.

მივ­მარ­თეთ სა­ხალ­ხო დამ­ცველს, ომ­ბუდსმენ­მა ჩა­ა­ტა­რა გა­მო­ძი­ე­ბა და მისი დას­კვნით დას­ტურ­დე­ბა დის­კრი­მი­ნა­ცია, ეს იყო პი­როვ­ნუ­ლი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა ჩვენ­ზე“, - გვე­უბ­ნე­ბა ეკა კიკ­ნა­ძე.

მისი თმით, წუ­ლუ­კი­ან­მა ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მი­დან და­საქ­მე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხის მქო­ნე კად­რე­ბის 80% გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

  • რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა წუ­ლუ­კი­ა­ნის მიერ და­წყე­ბუ­ლი დიდი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­საც "ბოლ­შე­ვი­კურ წმენ­დად“ მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ?

სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ წუ­ლუ­კი­ა­ნის მი­ზა­ნია სა­მი­ნის­ტროს დაც­ლა კრი­ტი­კუ­ლად მო­აზ­როვ­ნე ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან და ერ­თა­დერ­თი, რაც ე.წ. რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სას ფას­დე­ბა, არის ლო­ი­ა­ლუ­რო­ბა და მო­ნუ­რი მორ­ჩი­ლე­ბა ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მი­მართ.

"გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ კადრთა აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ამა თუ იმ ფორ­მით გა­აპ­რო­ტეს­ტეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბე­ბი, იყ­ვნენ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე, ხელი მო­ა­წე­რეს პე­ტი­ცი­ებს ან გა­მო­ხა­ტეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა სა­მი­ნის­ტრო­ში მიმ­დი­ნა­რე გარ­კვე­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ“, - ამ­ბობს ეკა კიკ­ნა­ძე.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­თან გა­სუ­ლი წლის მა­ის­ში
საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­თან გა­სუ­ლი წლის მა­ის­ში

რო­გორც ის ამ­ბობს, წუ­ლუ­კი­ანს სურს, მისი მა­ა­მე­ბე­ლი ახა­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ფე­ნის შექ­მნა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მის­თვის მი­სა­ღე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბით და­კომ­პლექტდე­ბა და ეს მი­სა­ღე­ბო­ბა მხო­ლოდ მორ­ჩი­ლე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა.

"წუ­ლუ­კი­ან­მა ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის გუნ­დი მი­წას­თან გა­ას­წო­რა და მო­შა­ლა სტრუქ­ტუ­რა, რო­მელ­საც დღეს მარ­თა­ვენ: სა­მარ­თალმცოდ­ნე ნიკა ახალ­ბე­დაშ­ვი­ლი, იუ­რის­ტი ნინო ჭი­პაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ადრე პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და და ასე­ვე სპორ­ტსმე­ნი ნინო სა­ლუქ­ვა­ძე.

შე­დე­გად, დღეს ჩვენ გვაქვს ასე­თი მო­ცე­მუ­ლო­ბა: უზარ­მა­ზა­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სა­კად­რო რე­სურ­სის­გან დაც­ლი­ლი ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი, ერთ დროს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მის და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, შე­ნო­ბის გა­ურ­კვე­ვე­ლი ბედი, კო­ლექ­ცი­ე­ბის ბუნ­დო­ვა­ნი მო­მა­ვა­ლი და ნული რე­სურ­სი იმის­თვის, რომ შე­იქ­მნას მო­მა­ვა­ლი მუ­ზე­უ­მის ახა­ლი კონ­ცეფ­ცია.

წუ­ლუ­კი­ა­ნის მი­ზა­ნი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პოსტზე მოს­ვლის დღი­დან ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის გა­ნად­გუ­რე­ბა იყო, რად­გან იგი წი­ნა­აღ­მდე­გია პროგ­რე­სის, ნაფ­ტა­ლი­ნი­ზა­ცი­ის მომ­ხრეა. მისი მარ­თვის და ხედ­ვის მო­დე­ლი არის პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის დევ­ნა. ეს მისი ნა­ტუ­რის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია, რი­თაც ძა­ლი­ან ჰგავს საბ­ჭო­თა კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრებს.

თუ კარ­გად და­ვაკ­ვირ­დე­ბით ამ პრო­ცე­სებს, ეს ძა­ლი­ან ლო­გი­კუ­რად ეწე­რე­ბა სა­ერ­თო სუ­რათ­ში, იმ მოვ­ლე­ნებ­ში, რაც ხდე­ბა მთელს ქვე­ყა­ნა­ში. ეს არის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა, და­სავ­ლე­თის­კენ სვლის შე­ფერ­ხე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­რუ­ნე­ბა საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, უფრო სწო­რად, პუ­ტი­ნის რუ­სეთ­ში,“ - ამ­ბობს ეკა კიკ­ნა­ძე.

ეკა კიკ­ნა­ძის საქ­მის გან­ხილ­ვა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, პირ­ვე­ლი სხდო­მა ოქ­ტომ­ბერ­ში ჩა­ტარ­და, ხოლო მე­ო­რე - 22 მარტსაა ჩა­ნიშ­ნუ­ლი.

  • რო­გორ ხდე­ბა, რომ წუ­ლუ­კი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო და­ვებს ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით აგებს?

სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ცენ­ტრი წუ­ლუ­კი­ა­ნის მიერ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი სულ 9 ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­რე­სებს იცავს (მათ შო­რის არი­ან ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი), თუმ­ცა მო­სარ­ჩე­ლე­ებს სამ­სა­ხურ­ში აღ­დგე­ნის მო­თხოვ­ნა არ აქვთ - მათ აღარ სურთ ძველ ად­გი­ლას დაბ­რუ­ნე­ბა.

ამ საქ­მე­ე­ბი­დან სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ცენ­ტრმა ყვე­ლა საქ­მე მო­ი­გო, რო­მელ­საც გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბა მო­უ­წია - ორი საქ­მე სა­ა­პე­ლა­ცი­ო­ში, ერთი კი სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში. და­ნარ­ჩენ­ზე სხდო­მე­ბი ან ჩა­ნიშ­ნუ­ლია, ან ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ცენ­ტრის სო­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის პროგ­რა­მე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი სა­ლო­მე შუბ­ლა­ძე ამ­ბობს, რომ დო­კუ­მენ­ტებ­ში იმ­დე­ნად ნათ­ლად იკი­თხე­ბა სამ­სა­ხუ­რი­დან თა­ნამ­შრო­მელ­თა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო­ბა, რომ ძნე­ლია სხვაგ­ვა­რი გა­ნა­ჩე­ნი დად­გეს.

სამ­სა­ხუ­რი­დან კად­რის გაშ­ვე­ბის პრო­ცე­სის კა­ნო­ნი­ერ ჩარ­ჩო­ებ­ში მო­საქ­ცე­ვად სა­მი­ნის­ტროს ასე­თი სქე­მა აქვს:

ინიშ­ნე­ბა კო­მი­სია, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ოთხკომ­პო­ნენ­ტი­ან გა­მოც­და­ზე, რაც მო­ი­ცავს სამ წე­რით გა­მოც­დას (ქარ­თუ­ლი ენა, უნა­რე­ბი, უცხო ენა) და ბო­ლოს გა­სა­უბ­რე­ბას. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ თა­ნამ­შრო­მელ­თა დიდი ნა­წი­ლი სა­ბო­ლოო ეტაპ­ზე, გა­სა­უბ­რე­ბა­ზე "ჩა­იჭ­რა“. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­საქ­მე­ბუ­ლებ­მა სხვა ეტა­პებ­ზე უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რეს, ისი­ნი სამ­სა­ხუ­რი­დან მა­ინც გა­უშ­ვეს.

სა­ლო­მე შუბ­ლა­ძე
სა­ლო­მე შუბ­ლა­ძე

"იმას, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბი სა­სა­მარ­თლო და­ვებს იგე­ბენ, გა­აჩ­ნია რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი:

  • ეს არის შრო­მი­თი დავა და ჩვენს სა­სა­მარ­თლოს აქვს კარ­გი პრაქ­ტი­კა შრო­მის და­ვებ­ზე, რო­გორც წესი, და­საქ­მე­ბუ­ლის სა­სარ­გებ­ლოდ იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბაც ისე­თია, რომ მტკი­ცე­ბის ტვირ­თი ეკის­რე­ბა დამ­საქ­მე­ბელს;
  • ძა­ლი­ან რთუ­ლია ამ საქ­მე­ებ­ში სა­პი­რის­პი­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი, ვი­ნა­ი­დან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ში ნათ­ლად ჩანს, რომ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბო­და არა­სა­სურ­ვე­ლი კად­რე­ბის მო­შო­რე­ბის მი­ზანს.

ეს მტკიც­დე­ბა შემ­დეგ­ნა­ი­რად: მუ­შა­ო­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი პრაქ­ტი­კის გან­მავ­ლო­ბა­ში, მათ არა­სო­დეს მი­უ­ღი­ათ შე­ნიშ­ვნა, გაფრ­თხი­ლე­ბა ან საყ­ვე­დუ­რი. თუ თა­ნამ­შრო­მე­ლი არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რია, მა­შინ დამ­საქ­მე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, რომ მა­ნამ­დე გა­აფრ­თხი­ლოს თა­ნამ­შრო­მე­ლი, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა არის უკი­დუ­რე­სი ზომა.

მა­გა­ლი­თის­თვის გე­ტყვით, ერთ-ერ­თმა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა პირ­მა გვი­თხრა, რომ გა­სა­უბ­რე­ბა­ზე და­უს­ვეს არა კომ­პე­ტენ­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი კი­თხვე­ბი, არა­მედ მა­გა­ლი­თად, ასე­თი - რო­გორ მოგ­წონთ ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია? კი­თხვე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბო­და იმის გა­მორ­კვე­ვას, რო­გო­რი იყო ამ ადა­მი­ა­ნე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი. ეს და­დას­ტურ­და შე­სა­ბა­მი­სი ოქ­მე­ბით.

გა­სა­უბ­რე­ბამ­დე არ არ­სე­ბობ­და რა­ი­მე წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავ­და, რას ითხოვ­და სა­მი­ნის­ტრო თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­გან და რა ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს მათ," - გვე­უბ­ნე­ბა სა­ლო­მე შუბ­ლა­ძე.

მისი თქმით, მა­შინ რო­დე­საც კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო მი­ყო­ლე­ბით აგებს სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მე­ებს და მტკიც­დე­ბა, რომ სა­მი­ნის­ტრომ უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღო, აუ­ცი­ლე­ბე­ლია დად­გეს კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი.

"რო­დე­საც სა­სა­მარ­თლო ამ­ბობს, რომ ეს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი იყო უკა­ნო­ნო, რა­ტომ არ დგე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი, რომ­ლებ­მაც ეს უკა­ნო­ნო­ბა ჩა­ი­დი­ნეს და ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნეს რო­გორც კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებს, ისე სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს. სამ­წუ­ხა­როდ, არ არ­სე­ბობს სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხს გან­სა­ზღვრავ­და, თუმ­ცა ყვე­ლა ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში დად­გე­ბო­და მი­ნის­ტრის პო­ზი­ცი­ა­ზე ყოფ­ნის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის სა­კი­თხი და მი­ნისტრს სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე თა­ვის მარ­თლე­ბა მო­უ­წევ­და".

  • AMBEBI.GE - მ კი­თხვე­ბით მი­მარ­თა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს. უწყე­ბა­ში ზუს­ტად ვერ გვე­უბ­ნე­ბი­ან, რო­დის შეძ­ლე­ბენ პა­სუ­ხის გა­ცე­მას. პა­სუ­ხე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, მა­სა­ლა გა­ნახ­ლდე­ბა.
მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ერთი ორი
8

ძალიან შეეშალა წულუკიანს დანერგილი პრაქტიკა რომ არ გააგრძელა: მაღალი თანამდებობის პირების საყვარლების პირველხელმძღვანელად დანიშვნის, მითუმეტეს, მოხსნის...

ანი
8

წულუკიანი თუ მაგარია, მიზეუმიდან გატანილი საგანძურის შესახებ თქვას, ფეოდალური ეპოქის განყოფილება რატომ არ იხსნება????? გაიყიდა 2004-2012 წლებში.

ავტორი:

"დიდი საკადრო წმენდა" წულუკიანის უწყებაში - სამსახურიდან "ჩამოლაბორანტებული" მუზეუმის ყოფილი მმართველის საქმე და წაგებული სასამართლო პროცესები

"დიდი საკადრო წმენდა" წულუკიანის უწყებაში - სამსახურიდან "ჩამოლაბორანტებული" მუზეუმის ყოფილი მმართველის საქმე და წაგებული სასამართლო პროცესები

თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის პოსტზე დანიშვნიდან დღემდე, მისი უშუალო ბრძანებით, სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურიდან სულ 100-მდე თანამშრომელი გათავისუფლდა. მათ შორის არიან: კურატორები, მკვლევარები, მენეჯერები - მრავალწლიანი გამოცდილებისა და სამეცნიერო ხარისხის მქონე სპეციალისტები.

"დიდი საკადრო წმენდა“ წულუკიანმა რეორგანიზაციით ახსნა.

სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების დიდმა ნაწილმა სასამართლოს მიმართა.

მათ ინტერესებს ოთხი ორგანიზაცია - "სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, სოლიდარობის ქსელი“, საია და "სამართლიანი არჩევნები“ იცავს.

რამდენიმე თანამშრომელმა გამარჯვება პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში უკვე მოიპოვა, თუმცა წინ არის უზენაესი სასამართლოც.

მაგალითად, დინარა ვაჩნაძემ როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოში დაამტკიცა, რომ მისი გათავისუფლება უკანონო იყო და თუ უზენაესი სასამართლოც იმავეს გადაწყვეტს, სახელმწიფოს მისთვის განაცდურისა და კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

დინარა ვაჩნაძე
დინარა ვაჩნაძე

გადასახდელი თანხა სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებამდე ყოველთვიურად იზრდება. ასე რომ, რთული სათქმელია, რა თანხის გაღება მოუწევს სახელმწიფო ბიუჯეტს თეა წულუკიანის გადაწყვეტილების საკომპენსაციოდ.

  • როგორ ჩამოალაბორანტეს ხელოვნების მუზეუმისა და ეროვნული გალერეის მმართველი?

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ეკა კიკნაძე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეისა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის მმართველის თანამდებობას 2016-2021 წლებში იკავებდა.

ის არის არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საგამოფენო პროექტის ავტორი და მონაწილე, მისი მმართველობის პერიოდში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.

წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნიდან მალევე ეკა კიკნაძე ჩამოალაბორანტეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ანუ მმართველის პოზიციიდან ლაბორანტად გადაიყვანეს.

ეკა კიკნაძე ამბობს, რომ, როგორც ჩანს, წულუკიანის მიერ ხელოვნების მუზეუმის დირექტორად დანიშნულ ნიკა ახლაბედაშვილს გურამ დოჩანაშვილის შედევრი წაკითხული არ ჰქონდა და მინისტრის მითითება მისი ჩამოლაბორანტების თაობაზე, პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო.

ეკა კიკნაძე
ეკა კიკნაძე

"წულუკიანის მოსვლის დღიდან ისე წარიმართა მოვლენები, თითქოს მე არ ვარსებობდი, ვითომ მოვკვდი, არაფერი მეკითხებოდა... ჩემი კურატორობით მიმდინარე გამოფენის დახურვისა და ჩამოხსნის ბრძანებაშიც კი არ ვიყავი მითითებული.

ასე გავიდა 2-3 თვე, ავიღე შვებულება და ამ დროს შემატყობინეს, რომ ნიკა ახალბედაშვილმა შეკრიბა თანამშრომლები და გამოუცხადა, რომ ხელოვნების მუზეუმის შენობა ავარიულია, სახელმწიფოს მისი რეაბილიტაციის საშუალება არ აქვს და უნდა გადავსულიყავით სხვა შენობაში. ეს იყო ჩემთვის წითელი ხაზი, ამით დამტკიცდა, რომ მუზეუმის შენობასთან დაკავშირებით მართლაც არსებობდა კერძო პირების ინტერესები. ცხადია, გამოვთქვი შეშფოთება, რასაც კიდევ უფრო დიდი "სიურპრიზი“ მოჰყვა - შვებულებიდან დაბრუნებულს დამხვდა წულუკიანის ბრძნება, 5 ივლისით დათარიღებული. რომლის მიხედვითაც, 2021 წლის სექტემბერში უნდა დაწყებულყო სამუზეუმო კოლექციების ევაკუაცია. საერთოდ, ეს არის ურთულესი პროცესი, რომელსაც დიდი პროფესიული რესურსი სჭირდება. მივწერე ოფიციალური წერილი ნიკა ახლაბედაშვილს და ვთხოვე, გაეცნო ჩემთვის კოლექციების ევაკუაციის სქემა. წერილზე პასუხად ერთი კვირის თავზე, მივიღე ბრძნება, ჩემი მმართველის პოზიციიდან ლაბორანტად გადაყვანის თაობაზე,“ - იხსენებს AMBEBI.GE-სთან ეკა კიკნაძე.

ლაბორანტად გადაყვანიდან რამდენიმე თვეში ეკა კიკნაძე სამსახურიდან საერთოდ გაათავისუფლეს.

გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში, კიკნაძის გუნდმა მიიღო შეტყობინება, რომ გაიმარჯვეს რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების კონკურსში და სამწლიანი გრანტი მოიგეს, თუმცა მინისტრის ძალისხმევით, პროექტი გაუქმდა.

"წულუკიანმა მეორე დღესვე შეიტანა ცვლილება ეროვნული მუზეუმის დებულებაში, რომლის მიხედვითაც შეზღუდა სამუზეუმო კოლექციებთან მეცნიერების დაშვების წესი და შეიმუშავა ახალი წესი დონორ ორგანიზაციებთან მუზეუმის ურთიერთობის შესახებ. შექმნა ახალი სამეცნიერო საბჭო და ამ საბჭომ მიიღო ჩვენი პროექტის შეჩერების გადაწყვეტილება. ამით კულტურულმა მემკვიდრეობამ დაკარგა 100 000 ლარზე მეტი თანხა.

მივმართეთ სახალხო დამცველს, ომბუდსმენმა ჩაატარა გამოძიება და მისი დასკვნით დასტურდება დისკრიმინაცია, ეს იყო პიროვნული ანგარიშსწორება ჩვენზე“, - გვეუბნება ეკა კიკნაძე.

მისი თმით, წულუკიანმა ხელოვნების მუზეუმიდან დასაქმებული სამეცნიერო ხარისხის მქონე კადრების 80% გაათავისუფლა.

  • რა მიზანს ემსახურება წულუკიანის მიერ დაწყებული დიდი რეორგანიზაცია, რომელსაც "ბოლშევიკურ წმენდად“ მოიხსენიებენ?

სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ წულუკიანის მიზანია სამინისტროს დაცლა კრიტიკულად მოაზროვნე ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისგან და ერთადერთი, რაც ე.წ. რეორგანიზაციისას ფასდება, არის ლოიალურობა და მონური მორჩილება ახალი ადმინისტრაციის მიმართ.

"გათავისუფლებულ კადრთა აბსოლუტური უმრავლესობა არიან ის ადამიანები, რომლებმაც ამა თუ იმ ფორმით გააპროტესტეს ხელისუფლების ქმედებები, იყვნენ საპროტესტო აქციებზე, ხელი მოაწერეს პეტიციებს ან გამოხატეს წინააღმდეგობა სამინისტროში მიმდინარე გარკვეული პროცესების წინააღმდეგ“, - ამბობს ეკა კიკნაძე.

საპროტესტო აქცია ეროვნულ მუზეუმთან გასული წლის მაისში
საპროტესტო აქცია ეროვნულ მუზეუმთან გასული წლის მაისში

როგორც ის ამბობს, წულუკიანს სურს, მისი მაამებელი ახალი კულტურული ფენის შექმნა, რომელიც მხოლოდ მისთვის მისაღები ადამიანებით დაკომპლექტდება და ეს მისაღებობა მხოლოდ მორჩილებაში გამოიხატება.

"წულუკიანმა ეროვნული მუზეუმის გუნდი მიწასთან გაასწორა და მოშალა სტრუქტურა, რომელსაც დღეს მართავენ: სამართალმცოდნე ნიკა ახალბედაშვილი, იურისტი ნინო ჭიპაშვილი, რომელიც ადრე პენიტენციურ სამსახურში მუშაობდა და ასევე სპორტსმენი ნინო სალუქვაძე.

შედეგად, დღეს ჩვენ გვაქვს ასეთი მოცემულობა: უზარმაზარი პროფესიონალი საკადრო რესურსისგან დაცლილი ეროვნული მუზეუმი, ერთ დროს წარმატებული ორგანიზაცია, ხელოვნების მუზეუმის დაკონსერვებული რეაბილიტაცია, შენობის გაურკვეველი ბედი, კოლექციების ბუნდოვანი მომავალი და ნული რესურსი იმისთვის, რომ შეიქმნას მომავალი მუზეუმის ახალი კონცეფცია.

წულუკიანის მიზანი კულტურის მინისტრის პოსტზე მოსვლის დღიდან ეროვნული მუზეუმის განადგურება იყო, რადგან იგი წინააღმდეგია პროგრესის, ნაფტალინიზაციის მომხრეა. მისი მართვის და ხედვის მოდელი არის პენიტენციური სამსახური და განსხვავებული აზრის დევნა. ეს მისი ნატურისთვის დამახასიათებელია, რითაც ძალიან ჰგავს საბჭოთა კულტურის მინისტრებს.

თუ კარგად დავაკვირდებით ამ პროცესებს, ეს ძალიან ლოგიკურად ეწერება საერთო სურათში, იმ მოვლენებში, რაც ხდება მთელს ქვეყანაში. ეს არის მოდერნიზაციის შეჩერება, დასავლეთისკენ სვლის შეფერხება და საქართველოს დაბრუნება საბჭოთა კავშირში, უფრო სწორად, პუტინის რუსეთში,“ - ამბობს ეკა კიკნაძე.

ეკა კიკნაძის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, პირველი სხდომა ოქტომბერში ჩატარდა, ხოლო მეორე - 22 მარტსაა ჩანიშნული.

  • როგორ ხდება, რომ წულუკიანი სასამართლო დავებს ერთმანეთის მიყოლებით აგებს?

სოციალური სამართლიანობის ცენტრი წულუკიანის მიერ გათავისუფლებული სულ 9 ადამიანის ინტერესებს იცავს (მათ შორის არიან ეროვნული მუზეუმის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები), თუმცა მოსარჩელეებს სამსახურში აღდგენის მოთხოვნა არ აქვთ - მათ აღარ სურთ ძველ ადგილას დაბრუნება.

ამ საქმეებიდან სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ყველა საქმე მოიგო, რომელსაც განაჩენის გამოცხადება მოუწია - ორი საქმე სააპელაციოში, ერთი კი საქალაქო სასამართლოში. დანარჩენზე სხდომები ან ჩანიშნულია, ან ამ დრომდე მიმდინარეობს.

ცენტრის სოციალური პოლიტიკის პროგრამების ხელმძღვანელი სალომე შუბლაძე ამბობს, რომ დოკუმენტებში იმდენად ნათლად იკითხება სამსახურიდან თანამშრომელთა გათავისუფლების უკანონობა, რომ ძნელია სხვაგვარი განაჩენი დადგეს.

სამსახურიდან კადრის გაშვების პროცესის კანონიერ ჩარჩოებში მოსაქცევად სამინისტროს ასეთი სქემა აქვს:

ინიშნება კომისია, რომელიც პასუხისმგებელია ოთხკომპონენტიან გამოცდაზე, რაც მოიცავს სამ წერით გამოცდას (ქართული ენა, უნარები, უცხო ენა) და ბოლოს გასაუბრებას. გათავისუფლებულ თანამშრომელთა დიდი ნაწილი საბოლოო ეტაპზე, გასაუბრებაზე "ჩაიჭრა“. მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულებმა სხვა ეტაპებზე უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს, ისინი სამსახურიდან მაინც გაუშვეს.

სალომე შუბლაძე
სალომე შუბლაძე

"იმას, რომ გათავისუფლებული კადრები სასამართლო დავებს იგებენ, გააჩნია რამდენიმე ფაქტორი:

  • ეს არის შრომითი დავა და ჩვენს სასამართლოს აქვს კარგი პრაქტიკა შრომის დავებზე, როგორც წესი, დასაქმებულის სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას და ჩვენი კანონმდებლობაც ისეთია, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს;
  • ძალიან რთულია ამ საქმეებში საპირისპირო გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, ვინაიდან მტკიცებულებებში ნათლად ჩანს, რომ რეორგანიზაციის ჩატარება ემსახურებოდა არასასურველი კადრების მოშორების მიზანს.

ეს მტკიცდება შემდეგნაირად: მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში, მათ არასოდეს მიუღიათ შენიშვნა, გაფრთხილება ან საყვედური. თუ თანამშრომელი არაკომპეტენტურია, მაშინ დამსაქმებელი ვალდებულია, რომ მანამდე გააფრთხილოს თანამშრომელი, გათავისუფლება არის უკიდურესი ზომა.

მაგალითისთვის გეტყვით, ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა პირმა გვითხრა, რომ გასაუბრებაზე დაუსვეს არა კომპეტენციის დამადასტურებელი კითხვები, არამედ მაგალითად, ასეთი - როგორ მოგწონთ ახალი ადმინისტრაცია? კითხვები ემსახურებოდა იმის გამორკვევას, როგორი იყო ამ ადამიანების პოლიტიკური შეხედულებები. ეს დადასტურდა შესაბამისი ოქმებით.

გასაუბრებამდე არ არსებობდა რაიმე წინასწარ შემუშავებული მექანიზმი, რომელიც განსაზღვრავდა, რას ითხოვდა სამინისტრო თანამშრომლებისგან და რა ვერ დააკმაყოფილეს მათ," - გვეუბნება სალომე შუბლაძე.

მისი თქმით, მაშინ როდესაც კულტურის სამინისტრო მიყოლებით აგებს სასამართლოში საქმეებს და მტკიცდება, რომ სამინისტრომ უკანონო გადაწყვეტილებები მიიღო, აუცილებელია დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

"როდესაც სასამართლო ამბობს, რომ ეს გათავისუფლებები იყო უკანონო, რატომ არ დგება იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ეს უკანონობა ჩაიდინეს და ზიანი მიაყენეს როგორც კონკრეტულ ადამიანებს, ისე სახელმწიფო ბიუჯეტს. სამწუხაროდ, არ არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პასუხისმგებლობის საკითხს განსაზღვრავდა, თუმცა ყველა ნორმალურ ქვეყანაში დადგებოდა მინისტრის პოზიციაზე ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხი და მინისტრს საზოგადოების წინაშე თავის მართლება მოუწევდა".

  • AMBEBI.GE - მ კითხვებით მიმართა კულტურის სამინისტროს. უწყებაში ზუსტად ვერ გვეუბნებიან, როდის შეძლებენ პასუხის გაცემას. პასუხების მიღებისთანავე, მასალა განახლდება.