ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა ისმოდა. ინფორმაციას ამის შესახებ "უნიანი" ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ოკუპირებული ყირიმის სამხრეთის მაცხოვრებლებმა 1-ლი მარტის საღამოს გაავრცელეს ინფორმაცია ხმების შესახებ, რომლებიც აფერთქებებს ჰგავდა. აფეთქებების ხმები იალტის, ბახჩისარაისა და გურზუფის მცხოვრებლებს ესმოდათ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ საოკუპაციო “ხელისუფლებას” ვითარების შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.