უკრაინაში ოკუპანტების ბომბებს 23 წლის ქართველი მებრძოლი, გიორგი ნარმანია ემსხვერპლა. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, 1 მარტის დილას, დონეცკის ოლქის ქალაქ ვუჰლედარის მიმართულებაზე (ბახმუტთან) უკრაინელებმა რუსულ შეიარაღებულ ძალებზე შტურმი განახორციელეს, რა დროსაც უკრაინული ბატალიონის მებრძოლები ჩასაფრებაში მოჰყვნენ.
უკრაინული მხარიდან დაიღუპა 43 მებრძოლი, რომელთა შორის იყო ქართველი, უკრაინაში გაზრდილი გიორგი ნარმანია. როგორც მისმა თანამებრძოლებმა გვითხრეს, გარდაცვლილების ცხედრები ფრონტის ხაზიდან ჯერ არ გამოუყვანიათ.
AMBEBI.GE მწუხარებას გამოთქვამს უკრაინაში ომის დროს დაღუპული რიგით 39-ე ქართველი ჯარისჯაცის დაღუპვის გამო.
სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა!!! სამწუხაროა, რომ ორი მონათესავე სლავური ქვეყნისა და ერის დაუნდობელ ომს ჩვენი თანამემამულეებიც ეწირებიან.
კარგად გადაამოწმეთ ინფორმაცია და მერე გამოაქვეყნეთ. ადამიანი ცოცხალია და თქვენ მოკალით? სირცხვილია. წაშალეთ ეს უაზრო "სასიხარულო" ამბავი