პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეალობას არ შეესაბამებოდა ინფორმაცია, თითქოს ბადრი ესებუა შეყვარებულის გამო იყო გადმოსული აფხაზეთის ტერიტორიიდან და დაქორწინება უნდოდა" - ადვოკატი
"რეალობას არ შეესაბამებოდა ინფორმაცია, თითქოს ბადრი ესებუა შეყვარებულის გამო იყო გადმოსული აფხაზეთის ტერიტორიიდან და დაქორწინება უნდოდა" - ადვოკატი

ბად­რი ესე­ბუ­ას ად­ვო­კატ ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძის­თვის არა­ნა­ი­რი წე­რი­ლი არ გა­და­უ­ცია, - ამის შე­სა­ხებ "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ და­ყა­ჩა­ღე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუ­ას ად­ვო­კატ­მა იო­სებ ჯა­ნა­ში­ამ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ად­ვო­კა­ტებ­მა ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძემ და ნიკა მე­მა­ნიშ­ვილ­მა გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, რაც რე­ა­ლო­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

ჯა­ნა­შია თქმით, თით­ქოს ბად­რი ესე­ბუ­ას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და და ამის გამო გად­მო­ვი­და აფხა­ზე­თი­დან, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"რაც შე­ე­ხე­ბა ად­ვო­კატ ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძეს, ცოტა რთუ­ლი სა­კი­თხია, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ორი პრო­ცე­სია კო­მენ­ტა­რი არ გა­მი­კე­თე­ბია, თუმ­ცა გა­უ­გე­ბა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გრძელ­დე­ბო­და. გუ­შინ, როცა სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვის­თვის ნი­მუ­შებს იღებ­დნენ, ვი­ყა­ვით ესე­ბუ­ას­თან და ბუ­ნებ­რი­ვია გვქონ­და ამა­ზე სა­უ­ბა­რი. ანუ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტი, რაც ად­ვო­კატ­მა ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძემ და ასე­ვე, ჩემ­თვის უც­ნობ­მა მე­ო­რე ად­ვო­კატ­მა, რო­მე­ლიც უც­ნო­ბი იყო ბად­რი ესე­ბუ­ას­თვი­საც, გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, რაც რე­ა­ლო­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. არა­ნა­ი­რი წე­რი­ლი ბად­რი ესე­ბუ­ას ად­ვო­კა­ტის­თვის არ გა­და­უ­ცია და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და და შეყ­ვა­რე­ბუ­ლის გამო იყო გად­მო­სუ­ლი აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ი­დან და უნ­დო­და და­ქორ­წი­ნე­ბა, შემ­დეგ მისი და­კა­ვე­ბა სხვა ად­გი­ლას მოხ­და. თით­ქოს ბა­თუმ­სა და თბი­ლის­ში იყო. ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია რო­გორც გა­ვი­გეთ ბად­რი ესე­ბუ­ას არ მი­უ­ცია, არც იმის უფ­ლე­ბა მი­უ­ცია ად­ვო­კა­ტის­თვის ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია გა­ევ­რცე­ლე­ბი­ნა, მისი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე.

ესე­ბუ­ას ინ­ტე­რე­სებს დამ­ცვე­ლის თქმით, ად­ვო­კა­ტი ჭო­რა­ო­ბით არ უნდა იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი . მი­სი­ვე თქმით, ესე­ბუ­ამ კო­ბა­ი­ძის აცი­ლე­ბით სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

"ორი პრო­ცე­სი ვი­ცავ­დი კო­ლე­გი­ა­ლო­ბას, არ მინ­დო­და კო­ლე­გის მი­მართ ზედ­მე­ტად რა­დი­კა­ლუ­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ დღეს ვამ­ბობ, რომ ად­ვო­კა­ტი ჭო­რა­ო­ბით კი არ უნდა იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი, არა­მედ თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას უნდა ას­რუ­ლებ­დეს და უნდა იცავ­დეს პი­რის ინ­ტე­რე­სებს. ბად­რიმ დღეს მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა თა­ვი­სი დაც­ვის მო­ვა­ლე­ო­ბის­გან “, - აღ­ნიშ­ნა იო­სებ ჯა­ნა­ში­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე მო­სა­მარ­თლემ წა­ი­კი­თხა ბად­რი ესე­ბუ­ას გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც ის უარს ამ­ბობს მისი ინ­ტე­რე­სე­ბი ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძემ და­იც­ვას.

მსაჯული
0

ეს ვერსია კობაიძემ შეთხზა, რომ ტელევიზიით გამოსულიყო ცნობადობის მიზნით. მას იმდენი ჭკუა არ აქვს, რომ პარქტიკულად ბრალი წაუყენა უდანაშაულო ადამიანს. თუმცა, ოპოზიციურმა ტელეარხებმა სახელმწიფო ორგანოების დაკნინების მიზნით გამოიყენეს ამ უგუნური კაცის ლაყაფი, თუ ეძებდნენ, აგერ ცხვირწინ როგორ დადიოდაო.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"რეალობას არ შეესაბამებოდა ინფორმაცია, თითქოს ბადრი ესებუა შეყვარებულის გამო იყო გადმოსული აფხაზეთის ტერიტორიიდან და დაქორწინება უნდოდა" - ადვოკატი

"რეალობას არ შეესაბამებოდა ინფორმაცია, თითქოს ბადრი ესებუა შეყვარებულის გამო იყო გადმოსული აფხაზეთის ტერიტორიიდან და დაქორწინება უნდოდა" - ადვოკატი

ბადრი ესებუას ადვოკატ ალექსანდრე კობაიძისთვის არანაირი წერილი არ გადაუცია, - ამის შესახებ ,,საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განაცხადა.

მისი თქმით, ადვოკატებმა ალექსანდრე კობაიძემ და ნიკა მემანიშვილმა გაავრცელეს ინფორმაცია, რაც რეალობას არ შეესაბამება.

ჯანაშია თქმით, თითქოს ბადრი ესებუას შეყვარებული ჰყავდა და ამის გამო გადმოვიდა აფხაზეთიდან, სიმართლეს არ შეესაბამება.

"რაც შეეხება ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს, ცოტა რთული საკითხია, ამასთან დაკავშირებით ორი პროცესია კომენტარი არ გამიკეთებია, თუმცა გაუგებარი მდგომარეობა გრძელდებოდა. გუშინ, როცა საექსპერტო კვლევისთვის ნიმუშებს იღებდნენ, ვიყავით ესებუასთან და ბუნებრივია გვქონდა ამაზე საუბარი. ანუ გავრცელებული სიუჟეტი, რაც ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ და ასევე, ჩემთვის უცნობმა მეორე ადვოკატმა, რომელიც უცნობი იყო ბადრი ესებუასთვისაც, გაავრცელეს ინფორმაცია, რაც რეალობას არ შეესაბამებოდა. არანაირი წერილი ბადრი ესებუას ადვოკატისთვის არ გადაუცია და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შეყვარებული ჰყავდა და შეყვარებულის გამო იყო გადმოსული აფხაზეთის ტერიტორიიდან და უნდოდა დაქორწინება, შემდეგ მისი დაკავება სხვა ადგილას მოხდა. თითქოს ბათუმსა და თბილისში იყო. ასეთი ინფორმაცია როგორც გავიგეთ ბადრი ესებუას არ მიუცია, არც იმის უფლება მიუცია ადვოკატისთვის ასეთი ინფორმაცია გაევრცელებინა, მისი ნებართვის გარეშე.

ესებუას ინტერესებს დამცველის თქმით, ადვოკატი ჭორაობით არ უნდა იყოს დაკავებული . მისივე თქმით, ესებუამ კობაიძის აცილებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

"ორი პროცესი ვიცავდი კოლეგიალობას, არ მინდოდა კოლეგის მიმართ ზედმეტად რადიკალური ვყოფილიყავი, მაგრამ დღეს ვამბობ, რომ ადვოკატი ჭორაობით კი არ უნდა იყოს დაკავებული, არამედ თავის მოვალეობას უნდა ასრულებდეს და უნდა იცავდეს პირის ინტერესებს. ბადრიმ დღეს მიიღო გადაწყვეტილება და ალექსანდრე კობაიძე გაათავისუფლა თავისი დაცვის მოვალეობისგან “, - აღნიშნა იოსებ ჯანაშიამ.

შეგახსენებთ, დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ წაიკითხა ბადრი ესებუას განცხადება, სადაც ის უარს ამბობს მისი ინტერესები ალექსანდრე კობაიძემ დაიცვას.