მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ცხოვრობს აჩი არველაძის ვაჟი ამერიკაში: ცნობილი ოჯახის უცნობი შვილის წარმატებული კარიერა და ფილმები - "თავდაპირველად მინდოდა,  კარდიოქირურგი გავმხდარიყავი"
როგორ ცხოვრობს აჩი არველაძის ვაჟი ამერიკაში: ცნობილი ოჯახის უცნობი შვილის წარმატებული კარიერა და ფილმები - "თავდაპირველად მინდოდა,  კარდიოქირურგი გავმხდარიყავი"

არ­ვე­ლა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის თით­ქმის ყვე­ლა წევ­რი წლე­ბია პო­პუ­ლა­რუ­ლია. ეს ის იშ­ვი­ა­თი ოჯა­ხია, სა­დაც სა­მი­ვე დედ­მა­მიშ­ვი­ლი თა­ნაბ­რად პო­პუ­ლა­რუ­ლია სამ­შობ­ლო­ში. სა­ზო­გა­დო­ე­ბა იც­ნობს მათ მე­უღ­ლე­ებს, თუმ­ცა შვი­ლებს - ნაკ­ლე­ბად, თუ არ ჩავ­თვლით რე­ზის ვაჟს ვატო არ­ვე­ლა­ძეს, რო­მელ­მაც მა­მი­სა და ბი­ძე­ბის გზა აირ­ჩია.

ამ­ჯე­რად აჩი არ­ვე­ლა­ძის უფ­როს შვილ­ზე რე­ვაზ-გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძე­ზე მო­გიყ­ვე­ბით, რო­მე­ლიც წლე­ბია ამე­რი­კა­ში, ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ცხოვ­რობს და კი­ნო­გა­და­ღე­ბე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. აჩის მე­უღ­ლე თინი კო­ბა­ლა­ძე პრო­ფე­სი­ით ექი­მია, თუმ­ცა წლე­ბის მან­ძილ­ზე მე­უღ­ლის გვერ­დით გა­ა­ტა­რა და მისი პი­რა­დი ექი­მი იყო. აჩი არ­ვე­ლა­ძეს არა­ერ­თი სპორ­ტუ­ლი ტრამ­ვა აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

წყვილს სამი შვი­ლი ჰყავს. აჩი რამ­დე­ნი­მე თვის წინ, გორ­გი­ლა­ძის გა­და­ცე­მა­ში ამ­ბობ­და:

"ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი ამე­რი­კა­ში სწავ­ლობს, ექ­ვსი წლის წინ წა­ვი­და, დე­ნი­სო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კი­ნოპ­რო­დი­უ­სინგს ამ­თავ­რებს, ლოს - ან­ჯე­ლეს­ში ცხოვ­რობს. ქა­ლიშ­ვი­ლი მად­რიდ­შია და პა­ტა­რა, ლიზა თბი­ლის­შია. მას უნდა ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში, მაგ­რამ მე ვცდი­ლობ, რომ არ ითა­მა­შოს".

რე­ვაზ-გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძის კა­რი­ე­რა ამე­რი­კა­ში სა­ინ­ტე­რე­სოდ ვი­თარ­დე­ბა. მის ან­გა­რიშ­ზე უკვე ოთხი ფილ­მია. მას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ებს წე­რენ უცხო­უ­რი ონ­ლა­ინ ჟურ­ნა­ლე­ბი.

Movie Marker Magazin-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სო­რი სა­კუ­თარ თავ­ზე გვიყ­ვე­ბა:

- მე ვარ რე­ვაზ-გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძე, და­ვი­ბა­დე თურ­ქეთ­ში, ტრა­პი­ზონ­ში. 4 წლამ­დე ნი­დერ­ლან­დებ­ში, შემ­დეგ კი გერ­მა­ნი­ა­ში გა­ვი­ზარ­დე, შემ­დეგ სამ­შობ­ლო­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­დაც სა­ბო­ლო­ოდ ჩა­ვა­ბა­რე დე­და­ქა­ლაქ­ში, გივი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ამე­რი­კულ აკა­დე­მი­ა­ში.

დებ­თან ერ­თად

2015 წელს გა­და­ვე­დი გრან­ვილ­ში, ოჰა­იო დე­ნი­სო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სას­წავ­ლებ­ლად. თა­ვი­დან გა­ნათ­ლე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო კუ­თხით უნდა მი­მე­ღო, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ არ­ჩე­ვა­ნი კი­ნო­ზე გა­ვა­კე­თე.

2018 წელს, რე­ზის პირ­ვე­ლი წიგ­ნი გა­მო­ვი­და, რო­მე­ლიც ქარ­თულ მი­თებ­სა და ლე­გენ­დებ­ზე გვიყ­ვე­ბო­და. წიგ­ნის შე­სა­ვალ­ში წე­რია: ის­ტო­რი­ი­სა და უხ­სო­ვა­რი დრო­ის მან­ძილ­ზე კავ­კა­სი­ის მთებ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე პა­ტა­რა ქვე­ყა­ნას მრა­ვა­ლი უც­ნა­უ­რო­ბა აწუ­ხებ­და. ეს სა­ში­ნე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი შემ­თხვე­ვი­თია, თუ ისი­ნი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია რა­ი­მე ბო­რო­ტი ძა­ფით? მიჰ­ყე­ვით გმი­რებს და, ისი­ნი აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან მი­თი­უ­რი და სა­ში­ნე­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის სე­რი­ა­ში!

2019 წელს ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, გა­და­ვე­დი ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, რათა ამეხ­დი­ნა ჩემი ოც­ნე­ბე­ბი. ჩა­ვა­ბა­რე ნიუ-იორ­კის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ა­ში, მა­გის­ტრის ხა­რის­ხი 2021 წლის ბო­ლოს მო­ვი­პო­ვე".

  • პირ­ვე­ლი ფილ­მი, The Silver Case 2020 წელს გა­და­ი­ღო. 2021 წელს რეზი იღებს კი­დევ ერთ ფილ­მს, „მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცია...“ 2022 წელს რე­ჟი­სო­რის ან­გა­რიშ­ზე უკვე ორი ფილ­მი გაჩ­ნდა, The Fourth Is of a Devil და Red Hollow, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცის ამ­ბავს გვიყ­ვე­ბა.

„ცხოვ­რე­ბის ვი­ზუ­ა­ლუ­რი ას­პექ­ტი ყო­ველ­თვის მხიბ­ლავ­და, რის გა­მოც, ასე მი­ზი­დავს ვი­ზუ­ა­ლუ­რი მე­დი­უ­მი. ბო­ლოს და ბო­ლოს, სწო­რედ ეს არის ფილ­მე­ბი - წარ­მო­ად­გი­ნოს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, ვი­ზუ­ა­ლუ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ.

დე­დას­თან ერ­თად ნიუ-იორკში

თი­თო­ე­უ­ლი ჩემი ფილ­მი უნი­კა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ის­ტო­რი­აა. მო­თხრო­ბე­ბის წერა ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაა, რის გა­მოც მუდ­მი­ვად ვწერ, რათა გა­ვა­ფარ­თო­ვო ჩემი ჰო­რი­ზონ­ტი და გა­ვი­უმ­ჯო­ბე­სო წე­რის უნა­რი" - ამ­ბობს რეზი უცხო­ურ მე­დი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

თა­ვი­სუ­ფალ დროს ფოტო და ვი­დეო გა­და­ღე­ბით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი, თუმ­ცა მონ­ტა­ჟით მას შემ­დეგ და­ინ­ტე­რეს­და, რო­დე­საც დე­ნი­სო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა. სწო­რედ მა­შინ მო­უ­წია 10 წუ­თი­ა­ნი ფილ­მის გა­და­ღე­ბა. იდეა კარ­გი იყო, მაგ­რამ გა­მო­უც­დელ­მა სტუ­დენ­ტმა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ კარ­გად არ იყო გა­და­ღე­ბუ­ლი. თუმ­ცა მონ­ტა­ჟი იმ­დე­ნად კარ­გად გა­მო­უ­ვი­და, რომ რე­ა­ლუ­რად ეს იქცა მის პირ­ველ კომ­პა­ნი­ო­ნად კი­ნო­ში.

რეზი-გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძე, ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, ოპე­რა­ტორ­თა და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე

რეზი მის ბოლო ფილმზე Red Hollow ამ­ბობს:

"არის სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მი უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც გან­მე­ო­რე­ბა­დი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე დგას. მე არა­მარ­ტო ვა­კე­თებ­დი ამ პრო­ექტს, არა­მედ ვა­მონ­ტა­ჟებ­დი კი­დეც მას. გა­და­ღე­ბე­ბი ლოს ან­ჯე­ლეს­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ბი­უ­ჯე­ტი და­ბა­ლი იყო, ამი­ტომ მო­მი­წია რომ ჩემი ბინა და ეზო უკ­რა­ი­ნის ომის ზო­ნად გა­და­მექ­ცია. ცოტა სა­სა­ცი­ლო ამ­ბა­ვია ის, რომ მე მთა­ვარ ურჩხულს ვთა­მა­შობ­დი და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფილმში ჩემი სახე არ ჩანს, რად­გან შე­სა­ნიშ­ნა­ვი მონ­ტა­ჟი გა­ვა­კე­თე...

არ­ვე­ლა­ძის გა­და­ღე­ბულ­მა ფილ­მა უკ­რა­ი­ნელ ჯა­რის­კაც­ზე Independent Short Film Awards-ზე ერთი ოქ­როს და ერ­თიც ვერ­ცხლის ჯილ­დო მო­ი­პო­ვა. ასე­ვე გა­ი­მარ­ჯვა Indie X Film Fest-ზე.

- რომ არა რე­ჟი­სო­რო­ბა და მო­ტა­ჟი, რას გა­ა­კე­თებ­დით ცხოვ­რე­ბა­ში?

- ჩემი თავ­და­პირ­ვე­ლი სურ­ვი­ლი იყო გავმხდა­რი­ყა­ვი კარ­დი­ო­ქი­რურ­გი...

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
11

კარდიოქირურგი უნდა გამხდარიყავი პროფესია მაინც გექნებოდა, კინოში ფეხის მოკიდება ძალიან რთულია

ეთერი
10

მაგარი მამის მაგარი ბიჭი ხარ.გაიხარე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

როგორ ცხოვრობს აჩი არველაძის ვაჟი ამერიკაში: ცნობილი ოჯახის უცნობი შვილის წარმატებული კარიერა და ფილმები - "თავდაპირველად მინდოდა,  კარდიოქირურგი გავმხდარიყავი"

როგორ ცხოვრობს აჩი არველაძის ვაჟი ამერიკაში: ცნობილი ოჯახის უცნობი შვილის წარმატებული კარიერა და ფილმები - "თავდაპირველად მინდოდა,  კარდიოქირურგი გავმხდარიყავი"

არველაძეების ოჯახის თითქმის ყველა წევრი წლებია პოპულარულია. ეს ის იშვიათი ოჯახია, სადაც სამივე დედმამიშვილი თანაბრად პოპულარულია სამშობლოში. საზოგადოება იცნობს მათ მეუღლეებს, თუმცა შვილებს - ნაკლებად, თუ არ ჩავთვლით რეზის ვაჟს ვატო არველაძეს, რომელმაც მამისა და ბიძების გზა აირჩია.

ამჯერად აჩი არველაძის უფროს შვილზე რევაზ-გიორგი არველაძეზე მოგიყვებით, რომელიც წლებია ამერიკაში, ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და კინოგადაღებებით არის დაკავებული. აჩის მეუღლე თინი კობალაძე პროფესიით ექიმია, თუმცა წლების მანძილზე მეუღლის გვერდით გაატარა და მისი პირადი ექიმი იყო. აჩი არველაძეს არაერთი სპორტული ტრამვა აქვს მიღებული.

წყვილს სამი შვილი ჰყავს. აჩი რამდენიმე თვის წინ, გორგილაძის გადაცემაში ამბობდა:

"ჩემი უფროსი შვილი ამერიკაში სწავლობს, ექვსი წლის წინ წავიდა, დენისონის უნივერსიტეტში კინოპროდიუსინგს ამთავრებს, ლოს - ანჯელესში ცხოვრობს. ქალიშვილი მადრიდშია და პატარა, ლიზა თბილისშია. მას უნდა ფეხბურთის თამაში, მაგრამ მე ვცდილობ, რომ არ ითამაშოს".

რევაზ-გიორგი არველაძის კარიერა ამერიკაში საინტერესოდ ვითარდება. მის ანგარიშზე უკვე ოთხი ფილმია. მასთან ინტერვიუებს წერენ უცხოური ონლაინ ჟურნალები.

Movie Marker Magazin-თან ინტერვიუში ახალგაზრდა რეჟისორი საკუთარ თავზე გვიყვება:

- მე ვარ რევაზ-გიორგი არველაძე, დავიბადე თურქეთში, ტრაპიზონში. 4 წლამდე ნიდერლანდებში, შემდეგ კი გერმანიაში გავიზარდე, შემდეგ სამშობლოში, საქართველოში გადავედი საცხოვრებლად, სადაც საბოლოოდ ჩავაბარე დედაქალაქში, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში.

დებთან ერთად

2015 წელს გადავედი გრანვილში, ოჰაიო დენისონის უნივერსიტეტში სასწავლებლად. თავიდან განათლება სამედიცინო კუთხით უნდა მიმეღო, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი კინოზე გავაკეთე.

2018 წელს, რეზის პირველი წიგნი გამოვიდა, რომელიც ქართულ მითებსა და ლეგენდებზე გვიყვებოდა. წიგნის შესავალში წერია: ისტორიისა და უხსოვარი დროის მანძილზე კავკასიის მთებთან ახლოს მდებარე პატარა ქვეყანას მრავალი უცნაურობა აწუხებდა. ეს საშინელი მოვლენები შემთხვევითია, თუ ისინი დაკავშირებულია რაიმე ბოროტი ძაფით? მიჰყევით გმირებს და, ისინი აღმოჩნდებიან მითიური და საშინელი თავგადასავლების სერიაში!

2019 წელს ბაკალავრის ხარისხის მოპოვების შემდეგ, გადავედი ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, რათა ამეხდინა ჩემი ოცნებები. ჩავაბარე ნიუ-იორკის კინოაკადემიაში, მაგისტრის ხარისხი 2021 წლის ბოლოს მოვიპოვე".

  • პირველი ფილმი, The Silver Case 2020 წელს გადაიღო. 2021 წელს რეზი იღებს კიდევ ერთ ფილმს, „მცოცავი ოკუპაცია...“ 2022 წელს რეჟისორის ანგარიშზე უკვე ორი ფილმი გაჩნდა, The Fourth Is of a Devil და Red Hollow, რომელიც უკრაინელი ჯარისკაცის ამბავს გვიყვება.

„ცხოვრების ვიზუალური ასპექტი ყოველთვის მხიბლავდა, რის გამოც, ასე მიზიდავს ვიზუალური მედიუმი. ბოლოს და ბოლოს, სწორედ ეს არის ფილმები - წარმოადგინოს განსხვავებული, ვიზუალური ალტერნატივა ადამიანების მიმართ.

დედასთან ერთად ნიუ-იორკში

თითოეული ჩემი ფილმი უნიკალური ცხოვრებისეული ისტორიაა. მოთხრობების წერა ჩემთვის განსაკუთრებული გამოცდილებაა, რის გამოც მუდმივად ვწერ, რათა გავაფართოვო ჩემი ჰორიზონტი და გავიუმჯობესო წერის უნარი" - ამბობს რეზი უცხოურ მედიასთან ინტერვიუში.

თავისუფალ დროს ფოტო და ვიდეო გადაღებით იყო გატაცებული, თუმცა მონტაჟით მას შემდეგ დაინტერესდა, როდესაც დენისონის უნივერსიტეტში ჩააბარა. სწორედ მაშინ მოუწია 10 წუთიანი ფილმის გადაღება. იდეა კარგი იყო, მაგრამ გამოუცდელმა სტუდენტმა აღმოაჩინა, რომ კარგად არ იყო გადაღებული. თუმცა მონტაჟი იმდენად კარგად გამოუვიდა, რომ რეალურად ეს იქცა მის პირველ კომპანიონად კინოში.

რეზი-გიორგი არველაძე, ლოს-ანჯელესში, ოპერატორთა დაჯილდოების ცერემონიაზე

რეზი მის ბოლო ფილმზე Red Hollow ამბობს:

"არის საშინელებათა ფილმი უკრაინელი ჯარისკაცის შესახებ, რომელიც განმეორებადი რეალობის წინაშე დგას. მე არამარტო ვაკეთებდი ამ პროექტს, არამედ ვამონტაჟებდი კიდეც მას. გადაღებები ლოს ანჯელესში მიმდინარეობდა. ბიუჯეტი დაბალი იყო, ამიტომ მომიწია რომ ჩემი ბინა და ეზო უკრაინის ომის ზონად გადამექცია. ცოტა სასაცილო ამბავია ის, რომ მე მთავარ ურჩხულს ვთამაშობდი და მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ჩემი სახე არ ჩანს, რადგან შესანიშნავი მონტაჟი გავაკეთე...

არველაძის გადაღებულმა ფილმა უკრაინელ ჯარისკაცზე Independent Short Film Awards-ზე ერთი ოქროს და ერთიც ვერცხლის ჯილდო მოიპოვა. ასევე გაიმარჯვა Indie X Film Fest-ზე.

- რომ არა რეჟისორობა და მოტაჟი, რას გააკეთებდით ცხოვრებაში?

- ჩემი თავდაპირველი სურვილი იყო გავმხდარიყავი კარდიოქირურგი...