საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "ბანკი ქართუ“ 64 000 ლარით 15 თებერვალს დააჯარიმა.
როგორც სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რეგულატორმა "ქართუ“ 6 სხვადასხვა მიზეზით დააჯარიმა:
3 კლიენტთან მიმართებით "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის“ შეფასების კუთხით განსაზღვრული შესაბამისი რისკფაქტორების გათვალისწინების გარეშე რისკის მინიჭების/გადაფასების განხორციელების გამო;
1 პირთან მიმართებით კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, რომელიც ეხება პოლიტიკურად აქტიური პირის მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;
2 კლიენტთან მიმართებით "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგის არასაკმარისად განხორციელების გამო; გააგრძელეთ კითხვა