საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უარი მეფე ჩარლზს - კორონაციის ცერემონიაში მონაწილეობაზე პოპულარული მომღერლები უარს ამბობენ
უარი მეფე ჩარლზს - კორონაციის ცერემონიაში მონაწილეობაზე პოპულარული მომღერლები უარს ამბობენ

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ჩარლ­ზი მეფე ოფი­ცი­ა­ლუ­რად 6 მა­ისს გახ­დე­ბა - სწო­რედ ამ დღეს არის და­გეგ­მი­ლი მისი და კა­მი­ლას კო­რო­ნა­ცია. ხოლო მე­ო­რე დღეს უინ­ძო­რე­ბის სა­სახ­ლე­ში სა­ზე­ი­მო კონ­ცერ­ტი უნდა გა­ი­მარ­თოს.

უკვე დიდი ხა­ნია უინ­ძო­რე­ბის სა­სახ­ლე პი­რო­ბას დებს, რომ ამ ამ­ბავ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მე­ფო ოჯა­ხის ეგი­დით გრან­დი­ო­ზუ­ლი კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლე­ბი იმ­ღე­რე­ბენ.

თუმ­ცა რო­გორც ირ­კვე­ვა, ჩარლ­ზის გა­მე­ფე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე ვარ­სკვლა­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა უარს ამ­ბობს.

კო­რო­ნა­ცი­ა­ზე მოწ­ვე­ულ შემ­სრუ­ლებ­ლებს შო­რის არი­ან: ელ­ტონ ჯონი, Spice Girls, ჰარი სტა­ილ­სი, ედ ში­რა­ნი, ადე­ლი და რობი უი­ლი­ამ­სი. თუმ­ცა ყვე­ლა აქ ჩა­მოთ­ვლილ­მა მომ­ღე­რალ­მა მიწ­ვე­ვა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

ვარ­სკვლა­ვებ­მა მთა­ვარ ხე­ლის შემ­შლელ ფაქ­ტო­რად წი­ნას­წარ შედ­გე­ნი­ლი გრა­ფი­კი და მსოფ­ლიო ტურ­ნე­ე­ბი და­ა­სა­ხე­ლეს, ზო­გი­ერთ მათ­განს კი მი­ზე­ზის გა­რე­შეც არ გას­ჭირ­ვე­ბია უა­რის თქმა.

კონ­ცერ­ტი უინ­ძო­რე­ბის სა­სახ­ლე­ში კვი­რას, 7 მა­ისს გა­ი­მარ­თე­ბა. იმ­ღე­რებს ჯგუ­ფი Take That, თუმ­ცა რობი უი­ლი­ამ­სის გა­რე­შე. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ დები კა­ი­ლი და დანი მი­ნო­უ­გე­ბი შე­უ­ერ­თდე­ბი­ან.

მეფე ჩარლზ­მა დიდი ბრი­ტა­ნე­თის კი­დევ არა­ერთ ცნო­ბილ მომ­ღე­რალს გა­უგ­ზავ­ნა მოწ­ვე­ვა, მაგ­რამ უმე­ტე­სო­ბამ უარი გა­ნა­ცხა­და და სა­სახ­ლე ახლა უკვე სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ეძებს შემ­სრუ­ლებ­ლებს.

წყა­როს თქმით, ელ­ტონ ჯონი მეფე ჩარლ­ზის სი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რი იყო, თუმ­ცა მან ევ­რო­პა­ში ტურ­ნეს გამო უარი თქვა. ზო­გი­ერ­თი ტაბ­ლო­ი­დის ცნო­ბით, ელ­ტონ ჯო­ნის უა­რის მი­ზე­ზი რე­ა­ლუ­რად ისაა, რომ მას პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას­თან დიდი მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­და, ახლა კი არ სურს, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს ცე­რე­მო­ნი­ა­ში, სა­დაც კა­მი­ლას დე­დოფ­ლად აკურ­თხე­ბენ.

ცე­რე­მო­ნი­ა­ზე დამ­სწრე ვარ­სკვლავ­თა სი­ა­შია აგ­რეთ­ვე ენ­დრიუ ლოიდ უე­ბე­რი, ლი­ო­ნელ რიჩი და ოლი მერ­სი.

წყა­რო: en.as.com

იხი­ლეთ ასე­ვე:

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიაკო
2

ყოჩაღ ელტონ ღირსეული საქციელია მისგან არ იმსახურებს ჩარლზი ელტონის სიმღერას

ოოოხ
10

ხო აი ამათმა უარი რომ თქვეს ცერემონია აღარ ჩატარდება და ჩარლზიც მეფობაზე უარს იტყვის არ იფასებენ თავს მჟავე კიტრივით?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

უარი მეფე ჩარლზს - კორონაციის ცერემონიაში მონაწილეობაზე პოპულარული მომღერლები უარს ამბობენ

უარი მეფე ჩარლზს - კორონაციის ცერემონიაში მონაწილეობაზე პოპულარული მომღერლები უარს ამბობენ

დიდ ბრიტანეთში ჩარლზი მეფე ოფიციალურად 6 მაისს გახდება - სწორედ ამ დღეს არის დაგეგმილი მისი და კამილას კორონაცია. ხოლო მეორე დღეს უინძორების სასახლეში საზეიმო კონცერტი უნდა გაიმართოს.

უკვე დიდი ხანია უინძორების სასახლე პირობას დებს, რომ ამ ამბავთან დაკავშირებით სამეფო ოჯახის ეგიდით გრანდიოზული კონცერტი გაიმართება, სადაც მსოფლიოში ცნობილი მომღერლები იმღერებენ.

თუმცა როგორც ირკვევა, ჩარლზის გამეფებასთან დაკავშირებულ კონცერტში მონაწილეობაზე ვარსკვლავების უმეტესობა უარს ამბობს.

კორონაციაზე მოწვეულ შემსრულებლებს შორის არიან: ელტონ ჯონი, Spice Girls, ჰარი სტაილსი, ედ შირანი, ადელი და რობი უილიამსი. თუმცა ყველა აქ ჩამოთვლილმა მომღერალმა მიწვევაზე უარი განაცხადა.

ვარსკვლავებმა მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად წინასწარ შედგენილი გრაფიკი და მსოფლიო ტურნეები დაასახელეს, ზოგიერთ მათგანს კი მიზეზის გარეშეც არ გასჭირვებია უარის თქმა.

კონცერტი უინძორების სასახლეში კვირას, 7 მაისს გაიმართება. იმღერებს ჯგუფი Take That, თუმცა რობი უილიამსის გარეშე. წინასწარი ინფორმაციით, მათ დები კაილი და დანი მინოუგები შეუერთდებიან.

მეფე ჩარლზმა დიდი ბრიტანეთის კიდევ არაერთ ცნობილ მომღერალს გაუგზავნა მოწვევა, მაგრამ უმეტესობამ უარი განაცხადა და სასახლე ახლა უკვე სასოწარკვეთილი ეძებს შემსრულებლებს.

წყაროს თქმით, ელტონ ჯონი მეფე ჩარლზის სიაში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სტუმარი იყო, თუმცა მან ევროპაში ტურნეს გამო უარი თქვა. ზოგიერთი ტაბლოიდის ცნობით, ელტონ ჯონის უარის მიზეზი რეალურად ისაა, რომ მას პრინცესა დაიანასთან დიდი მეგობრობა აკავშირებდა, ახლა კი არ სურს, რომ მონაწილეობა მიიღოს ცერემონიაში, სადაც კამილას დედოფლად აკურთხებენ.

ცერემონიაზე დამსწრე ვარსკვლავთა სიაშია აგრეთვე ენდრიუ ლოიდ უებერი, ლიონელ რიჩი და ოლი მერსი.

წყარო: en.as.com

იხილეთ ასევე:

მოამზადა: ანა სიბოშვილმა