სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეპუტატი უძრავი ქონების გარეშე და ჯამში 138 000-ლარიანი იპოთეკური სესხით - რა ქონებას ფლობენ მამუკა მდინარაძე და მისი მეუღლე?
დეპუტატი უძრავი ქონების გარეშე და ჯამში 138 000-ლარიანი იპოთეკური სესხით - რა ქონებას ფლობენ მამუკა მდინარაძე და მისი მეუღლე?

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად ჩნდე­ბა სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში. ის ხში­რად ხდე­ბა კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს­თან ერ­თად.

პო­ლი­ტი­კო­სი ერთ-ერ­თია კო­ლე­გე­ბი­დან, რო­მელ­საც "ბრენ­დუ­ლად" ჩაც­მა უყ­ვარს. ერთი წლის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო მდი­ნა­რა­ძის "გუ­ჩის“ ფირ­მის "ლო­ფე­რე­ბი", რომ­ლის ფა­სიც 895 დო­ლა­რია.

მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე წლე­ბია და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, მისი მე­უღ­ლე ნათია კუნ­ჭუ­ლი­აა. წყვილს ორი შვი­ლი - გუ­რა­მი და კატო ჰყავს. დე­პუ­ტა­ტი რვა წლით უფ­რო­სია მე­უღ­ლე­ზე.

ნა­თია კუნ­ჭუ­ლია სა­ჯა­რო უწყე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლია. კერ­ძოდ, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის ა(ა)იპ მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში საქ­მის­წარ­მო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სია...

ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში პო­ლი­ტი­კო­სი იხ­სე­ნებ­და:

"პირ­ვე­ლი შვი­ლი 8 წლის შემ­დეგ გვე­ყო­ლა. ნა­თია ახლა იხ­სე­ნებს ხოლ­მე ხში­რად, არც ერთხელ 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი მე არა­სო­დეს და­მი­წყია. ამ დროს და­დი­ხარ ექი­მებ­ში, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ არა­ფე­რი გვჭირ­და, თუმ­ცა ბავ­შვი არ ჩნდე­ბო­და. ვე­უბ­ნე­ბო­დი, ნა­თია, რა ვქნათ, ასე­თია ღმერ­თის ნება - მეთ­ქი. ნა­თია სიყ­ვა­რუ­ლით მო­ვიყ­ვა­ნე ცო­ლად და არა კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნით. ში­ნა­გა­ნად შე­იძ­ლე­ბა მა­წუ­ხებ­და ბევ­რი რამე, მათ შო­რის ესეც, მაგ­რამ არ და­ვუშ­ვებ­დი, რომ ამის გამო მე­უღ­ლე და­მე­ძა­ბა... ხან­და­ხან ცოლ-ქმა­რი ამის გამო შორ­დე­ბა. და ერთ მშვე­ნი­ერ დღე­საც შვი­ლე­ბი გაჩ­ნდნენ, ახლა მათ­ზე წინ ვე­რა­ფერს ვე­ღარ ვა­ყე­ნებ".

პო­ლი­ტი­კოს­მა ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია ბო­ლოს, 2023 წლის იან­ვარ­ში შე­ავ­სო. რო­გორც დო­კუ­მენ­ტში ვკი­თხუ­ლობთ, ნა­თია კუნ­ჭუ­ლი­ამ თი­ა­ნე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სი­მო­ნი­ან­თხევ­ში 2022 წელს 6000 ლა­რად მი­წის ნაკ­ვე­თი შე­ი­ძი­ნა. ასე­ვე მის მფლო­ბე­ლო­ბა­შია თბი­ლის­ში 119 კვ. მ. ბინა, ცინ­ცა­ძის ქუ­ჩა­ზე, რო­მე­ლიც 2008 წელს 170 000 ლა­რად შე­ი­ძი­ნა. დე­პუ­ტა­ტის მე­უღ­ლე ასე­ვე ფლობს 1509 კვ.მ მი­წის ნაკ­ვეთს თი­ა­ნე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხევ­სურთსო­ფელ­ში, რო­მელ­შიც 2021 წელს 9600 ლარი გა­და­ი­ხა­და. მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე უძ­რავ ქო­ნე­ბას არ ფლობს.

სა­მა­გი­ე­როდ პო­ლი­ტი­კო­სი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია მხატ­ვრო­ბა­ზე. ლადო გუ­დი­აშ­ვი­ლის ნა­ხატ­ში (ფურ­ცელ­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, ფან­ქრით) 2010 წელს 2000 ლარი გა­და­ი­ხა­და.

2013-2014 წლებ­ში კი ბაღ­და­ვა­ძის სამი ტილო შე­ი­ძი­ნა, ჯამ­ში 4200 დო­ლა­რად.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძეს სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 37931,47 ლარი, 412,41 დო­ლა­რი. ნა­თია კუნ­ჭუ­ლი­ას სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 293,35 ლარი, საკ­რე­დი­ტო ან­გა­რიშ­ზე 1188,08 ლარი.

ნა­თია კუნ­ჭუ­ლი­ამ "მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში“ საქ­მის წარ­მო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ხელ­ფა­სის სა­ხით 37708,91 ლარი მი­ი­ღო.

მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის აპა­რატ­ში ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე 54161,98 ლარი მი­ი­ღო.

მდი­ნა­რა­ძეს აქვს ორი იპო­თე­კუ­რი სეს­ხი 120 000 ლა­რი­სა და 118 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

დე­პუ­ტატ­მა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის სამ­შე­ნებ­ლო-სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებ­ში სხვა­დას­ხვა დროს, 55 000 ლარი, 50 000 ლარი, 27 000 ლარი, 20 000 ლარი და 20 000 ლარი და­ხარ­ჯა. წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
m.ს
3

სეიფში ექნება

ნინო
7

იპოთეკა გიმრავლოს)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

დეპუტატი უძრავი ქონების გარეშე და ჯამში 138 000-ლარიანი იპოთეკური სესხით - რა ქონებას ფლობენ მამუკა მდინარაძე და მისი მეუღლე?

დეპუტატი უძრავი ქონების გარეშე და ჯამში 138 000-ლარიანი იპოთეკური სესხით - რა ქონებას ფლობენ მამუკა მდინარაძე და მისი მეუღლე?

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე თითქმის ყოველდღიურად ჩნდება სატელევიზიო ეთერში. ის ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი, ირაკლი კობახიძესთან ერთად.

პოლიტიკოსი ერთ-ერთია კოლეგებიდან, რომელსაც "ბრენდულად" ჩაცმა უყვარს. ერთი წლის წინ, სოციალურ ქსელში მეტად პოპულარული იყო მდინარაძის "გუჩის“ ფირმის "ლოფერები", რომლის ფასიც 895 დოლარია.

მამუკა მდინარაძე წლებია დაოჯახებულია, მისი მეუღლე ნათია კუნჭულიაა. წყვილს ორი შვილი - გურამი და კატო ჰყავს. დეპუტატი რვა წლით უფროსია მეუღლეზე.

ნათია კუნჭულია საჯარო უწყების თანამშრომელია. კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში საქმისწარმოების მხარდაჭერის სამსახურის უფროსია...

ერთ-ერთ ინტერვიუში პოლიტიკოსი იხსენებდა:

"პირველი შვილი 8 წლის შემდეგ გვეყოლა. ნათია ახლა იხსენებს ხოლმე ხშირად, არც ერთხელ 7 წლის განმავლობაში ამ თემაზე საუბარი მე არასოდეს დამიწყია. ამ დროს დადიხარ ექიმებში, როგორც ხდება ხოლმე, გვეუბნებოდნენ, რომ არაფერი გვჭირდა, თუმცა ბავშვი არ ჩნდებოდა. ვეუბნებოდი, ნათია, რა ვქნათ, ასეთია ღმერთის ნება - მეთქი. ნათია სიყვარულით მოვიყვანე ცოლად და არა კონკრეტული მიზნით. შინაგანად შეიძლება მაწუხებდა ბევრი რამე, მათ შორის ესეც, მაგრამ არ დავუშვებდი, რომ ამის გამო მეუღლე დამეძაბა... ხანდახან ცოლ-ქმარი ამის გამო შორდება. და ერთ მშვენიერ დღესაც შვილები გაჩნდნენ, ახლა მათზე წინ ვერაფერს ვეღარ ვაყენებ".

პოლიტიკოსმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს, 2023 წლის იანვარში შეავსო. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ნათია კუნჭულიამ თიანეთის რაიონის სოფელ სიმონიანთხევში 2022 წელს 6000 ლარად მიწის ნაკვეთი შეიძინა. ასევე მის მფლობელობაშია თბილისში 119 კვ. მ. ბინა, ცინცაძის ქუჩაზე, რომელიც 2008 წელს 170 000 ლარად შეიძინა. დეპუტატის მეუღლე ასევე ფლობს 1509 კვ.მ მიწის ნაკვეთს თიანეთის რაიონის სოფელ ხევსურთსოფელში, რომელშიც 2021 წელს 9600 ლარი გადაიხადა. მამუკა მდინარაძე უძრავ ქონებას არ ფლობს.

სამაგიეროდ პოლიტიკოსი შეყვარებულია მხატვრობაზე. ლადო გუდიაშვილის ნახატში (ფურცელზე შესრულებული, ფანქრით) 2010 წელს 2000 ლარი გადაიხადა.

2013-2014 წლებში კი ბაღდავაძის სამი ტილო შეიძინა, ჯამში 4200 დოლარად.

დეკლარაციის შევსებისას, მამუკა მდინარაძეს სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 37931,47 ლარი, 412,41 დოლარი. ნათია კუნჭულიას სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 293,35 ლარი, საკრედიტო ანგარიშზე 1188,08 ლარი.

ნათია კუნჭულიამ "მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში“ საქმის წარმოების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე ხელფასის სახით 37708,91 ლარი მიიღო.

მამუკა მდინარაძემ საქართველოს პარლამენტის აპარატში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე 54161,98 ლარი მიიღო.

მდინარაძეს აქვს ორი იპოთეკური სესხი 120 000 ლარისა და 118 000 ლარის ოდენობით.

დეპუტატმა საცხოვრებელი სახლის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებში სხვადასხვა დროს, 55 000 ლარი, 50 000 ლარი, 27 000 ლარი, 20 000 ლარი და 20 000 ლარი დახარჯა. წყარო

იხილეთ ასევე: