მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” გაზაფხულის (მარტი-მაისის) ნომრის მთავარი თემები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” გაზაფხულის (მარტი-მაისის) ნომრის მთავარი თემები

გა­მო­ვი­და ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, “ის­ტო­რი­ა­ნის” გა­ზა­ფხუ­ლის ნო­მე­რი #1 (127), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

უც­ნო­ბი წყა­რო­ე­ბი და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის შე­სა­ხებ

წი­ნამ­დე­ბა­რე წე­რილ­ში წარ­მო­გიდ­გენთ უც­ნობ სი­რი­ულ და ლა­თი­ნურ წყა­რო­ებს, რომ­ლე­ბიც და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­ზე მოგ­ვი­თხრო­ბენ. წე­რი­ლო­ბით წყა­რო­ებ­თან ერ­თად, გა­გაც­ნობთ და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის უც­ნობ ძველ ფრან­გულ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბებ­საც, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მეც­ნი­ე­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბის შემ­ცვე­ლია.

სი­რი­უ­ლი ანო­ნი­მი დიდ­გო­რის ბრძო­ლის შე­სა­ხებ – ქრის­ტი­ა­ნი სი­რი­ე­ლი ანო­ნი­მი ავ­ტო­რის უნი­ვერ­სა­ლუ­რი ქრო­ნი­კა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­მხრივ წყა­როდ არის მიჩ­ნე­უ­ლი. ქრო­ნი­კა­ში თხრო­ბა 1234 წლამ­დეა მიყ­ვა­ნი­ლი. ძეგლი სი­რი­ულ წყა­რო­ებს შო­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლია. ტექსტს სრუ­ლი სა­ხით ჩვე­ნამ­დე არ მო­უღ­წე­ვია. ავ­ტო­რი ეყ­რდნო­ბა უაღ­რე­სად ფარ­თო წყა­როთმცოდ­ნე­ო­ბით ბა­ზას, რომ­ლის დიდი ნა­წი­ლიც დღეს და­კარ­გუ­ლია. ამ­გვა­რი წყა­როს ცნო­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ისე­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ, რო­გო­რიც დიდ­გო­რი­სა და ბა­სი­ა­ნის ბრძო­ლე­ბია, ცხა­დია, გა­ნუ­ზომ­ლად ღი­რე­ბუ­ლია ჩვე­ნი სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის. სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი ქრო­ნი­კის ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­ულ ნა­წი­ლებ­ში საკ­მა­ოდ მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნია და გაბ­ნე­უ­ლია მთელ თხზუ­ლე­ბა­ში...

რას სწერ­და ახალ­ცი­ხელ ჰა­სან ფა­შას ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი ჯორჯ ვა­შინგტო­ნი

სა­ქარ­თვე­ლო­ში ცო­ტამ თუ იცის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პირ­ველ პრე­ზი­დენტს, ჯორჯ ვა­შინგტონ­სა და ალ­ჟი­რის მმარ­თველს, ახალ­ცი­ხელ ჰა­სან ფა­შას შო­რის მი­წერ-მო­წე­რის შე­სა­ხებ. ამ მი­მო­წე­რის შემ­ცვე­ლი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ამე­რი­კუ­ლი რო­მა­ნი “ალ­ჟი­რე­ლი ტყვე” 1797 წელს გა­მო­აქ­ვეყ­ნა რო­ი­ალ ტა­ი­ლერ­მა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ავ­ტო­რი ეყ­რდნო­ბო­და იმ ამე­რი­კელ მე­ზღვა­ურ­თა და დიპ­ლო­მატ­თა ნა­ამ­ბობს, რო­მელ­თაც ალ­ჟი­რის მმარ­თვე­ლი თა­ვად იხი­ლეს. ტა­ი­ლე­რის ნა­წარ­მო­ე­ბი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და და აშშ-ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­ი­ცა.

ჰა­სა­ნის ზუს­ტი სა­ხე­ლი და გვა­რი უც­ნო­ბია. მის შე­სა­ხებ გვაქვს ამ­გვა­რი ინ­ფორ­მა­ცი­აც: 1775 წელს, რო­დე­საც ალ­ჟი­რის ფა­შამ ჰა­სა­ნი სტამ­ბოლ­ში სულ­თან­თან მი­ავ­ლი­ნა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­სი­ით, ალ­ჟი­რის მო­მა­ვალ­მა გამ­გე­ბელ­მა აჰის­კე­ლი (ახალ­ცი­ხე­ლი) ჰა­სან იბნ იუ­სუ­ფის სა­ხე­ლით და­წე­რა მცი­რე ნაშ­რო­მი “ალ­ჟი­რის ის­ტო­რია, ანუ თაჰზიბ ეთ-თე­ვა­რიჰ”. ამ თხზუ­ლე­ბის დე­და­ნი სტამ­ბო­ლის თოფ­კა­პის სა­სახ­ლის მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა და მის კა­ტა­ლოგ­შია შე­სუ­ლი. ის­მა­ილ ოზე­ნის კრე­ბულ­ში “ოს­მა­ლო ავ­ტო­რე­ბი” ვკი­თხუ­ლობთ ჰა­სა­ნის ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ, რაც ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია 1793 წლის 22 აგ­ვის­ტო­თი და­თა­რი­ღე­ბულ დიპ­ლო­მა­ტი­ურ მი­მო­წე­რა­ში ბრი­ტა­ნელ სა­ი­მონ ლუ­კას­სა და ბრი­ტა­ნე­თის სამ­ხედ­რო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ ჰენ­რი დუნ­დასს შო­რის. აქ აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სიდი ანუ ბა­ტო­ნი ჰა­სა­ნი ქარ­თვე­ლია. სა­ვა­რა­უ­დოდ, ჰა­სა­ნი იყო გა­მაჰ­მა­დი­ა­ნე­ბუ­ლი ახალ­ცი­ხე­ლი მეს­ხი.

რო­გორ ჩა­ახ­შეს პირ­ვე­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი აღორ­ძი­ნე­ბა. ივან მი­კი­ტენ­კოს ტრა­გე­დია

1918 წელს უკ­რა­ი­ნამ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­და. და­ი­წყო პირ­ვე­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი აღორ­ძი­ნე­ბა. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლა 1922 წლამ­დე გაგ­რძელ­და. ეს ბრძო­ლა მარ­ცხით დამ­თავ­რდა და უკ­რა­ი­ნის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კამ არ­სე­ბო­ბა შე­წყვი­ტა. ქვეყ­ნის უდი­დე­სი ნა­წი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ანუ რუ­სე­თის მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი იმ­პე­რი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­იყ­ვა­ნეს. გა­ლი­ჩი­ნა პო­ლო­ნეთ­მა მი­ი­ტა­ცა, ბუ­კო­ვი­ნა – რუ­მი­ნეთ­მა, იმი­ე­კარ­პა­ტის­პი­რე­თი – ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­ამ.

ამ­რი­გად, ერ­თი­ა­ნი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნა იმ­ხა­ნად ვერ მო­ხერ­ხდა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, უკ­რა­ი­ნუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი აღორ­ძი­ნე­ბა მა­ინც გრძელ­დე­ბო­და. მან მსოფ­ლიო მას­შტა­ბის გე­ნი­ო­სე­ბი წარ­მოშ­ვა, რო­გო­რე­ბიც იყ­ვნენ ალექ­სან­დრ დო­ვჟენ­კო კი­ნო­რე­ჟი­სუ­რა­ში, მი­კო­ლა კუ­ლი­ში დრა­მა­ტურ­გი­ა­ში, მი­კო­ლა ხვი­ლე­ვოი, ვლა­დი­მირ ვი­ნი­ჩენ­კო პრო­ზა­ში, პავ­ლო ტი­ჩი­ნა და ევ­გე­ნი მა­ლა­ნი­უ­კი პო­ე­ზი­ა­ში, მი­ხა­ილ ბო­ი­ჩუ­კი ფერ­წე­რა­ში. პირ­ვე­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი აღორ­ძი­ნე­ბის ერთ-ერთი კო­ლო­რი­ტუ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია მწე­რა­ლი, დრა­მა­ტურ­გი და პუბ­ლი­ცის­ტი ივან მი­კი­ტენ­კოც.

სოლსბე­რის კა­თედ­რა­ლი

სოლსბე­რის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის ბრწყინ­ვა­ლე შე­ნო­ბას ად­რე­უ­ლი ინ­გლი­სუ­რი გო­ტი­კის სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­შად მი­იჩ­ნე­ვენ. გო­ტი­კუ­რი ტაძ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რომ­ლე­ბიც ხში­რად სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შენ­დე­ბო­და და ად­რე­ულ თუ გვი­ან­დელ გო­ტი­კურ სტილს აერ­თი­ა­ნე­ბენ, სოლსბე­რის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ერ­თი­ან სტილ­ში აიგო ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში – 38 წე­ლი­წად­ში (1220-1258). სოლსბე­რის ტაძ­რის 123 მეტ­რი სი­მაღ­ლის შპი­ლი 1320 წელს დას­რულ­და. ტა­ძა­რი ინ­გლი­სის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ნა­გე­ბო­ბა გახ­და 1561 წელს, როცა ხან­ძარ­მა ლონ­დონ­ში წმინ­და პავ­ლეს ტაძ­რის შპი­ლი გა­ა­ნად­გუ­რა... კა­თედ­რა­ლი გა­მო­ირ­ჩე­ვა ინ­გლის­ში ყვე­ლა­ზე დიდი ტე­რი­ტო­რი­ით (32 ჰა). აქ არის უძ­ვე­ლე­სი მოქ­მე­დი მე­ქა­ნი­კუ­რი სა­ა­თი, რო­მე­ლიც 1386 წლით თა­რიღ­დე­ბა, აგ­რეთ­ვე “თა­ვი­სუფ­ლე­ბის დიდი ქარ­ტი­ის” (მაგ­ნა კარ­ტა) ოთხი გა­დარ­ჩე­ნი­ლი დედ­ნი­დან ერთ-ერთი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე უკეთ არის შე­მო­ნა­ხუ­ლი. ტაძ­რის კურ­თხე­ვის 750 წლის­თა­ვი 2008 წელს ინ­გლის­ში სა­გან­გე­ბოდ აღი­ნიშ­ნა.

გარ­და ამი­სა, ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ:

მოკ­ლე ამ­ბე­ბი. ყვე­ლა­ზე გრძე­ლი “ფა­რა­ო­ნის გზა” კლდის სიღ­რმე­ში

დე­და­ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ი­დან. ტფი­ლი­სუ­რი რეკ­ლა­მა

სა­მეგ­რე­ლოს ექ­სპე­დი­ცი­ის დღი­უ­რე­ბი. ქტი­ტო­რე­ბი და ქარ­თუ­ლი სა­მო­სი

უახ­ლე­სი ის­ტო­რია. რა ხდე­ბო­და ბრეჟნე­ვის მმარ­თვე­ლო­ბის და­სა­წყის­ში / ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ეროვ­ნუ­ლი ერ­თო­ბი­სა და თვით­შეგ­ნე­ბის დაც­ვის­თვის ბრძო­ლის ის­ტო­რი­ი­დან (1925-1975 წწ.)

და­ვი­წყე­ბუ­ლი სა­ხე­ლე­ბი. პეტ­რე შა­რი­ას დღი­უ­რე­ბი (და­სას­რუ­ლი)

ეთ­ნოგ­რა­ფია. ჩა­ნა­წე­რე­ბი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან იმე­რეთ­ში

გა­მორ­ჩე­უ­ლი ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი. აქა ამ­ბა­ვი ნი­კო­ლოზ II-ის და ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას პი­რა­დი სტო­მა­ტო­ლო­გი­სა

ძვე­ლი მსოფ­ლიო. სპარ­ტა­ნუ­ლი აღ­ზრდა

ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” გაზაფხულის (მარტი-მაისის) ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” გაზაფხულის (მარტი-მაისის) ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” გაზაფხულის ნომერი #1 (127), რომელშიც წაიკითხავთ:

უცნობი წყაროები დავით აღმაშენებლის შესახებ

წინამდებარე წერილში წარმოგიდგენთ უცნობ სირიულ და ლათინურ წყაროებს, რომლებიც დავით აღმაშენებელზე მოგვითხრობენ. წერილობით წყაროებთან ერთად, გაგაცნობთ დავით აღმაშენებლის უცნობ ძველ ფრანგულ გამოსახულებებსაც, რომელიც ჩვენი ისტორიოგრაფიისთვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ღირებულების შემცველია.

სირიული ანონიმი დიდგორის ბრძოლის შესახებ – ქრისტიანი სირიელი ანონიმი ავტორის უნივერსალური ქრონიკა ერთ-ერთ ყველაზე მრავალმხრივ წყაროდ არის მიჩნეული. ქრონიკაში თხრობა 1234 წლამდეა მიყვანილი. ძეგლი სირიულ წყაროებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. ტექსტს სრული სახით ჩვენამდე არ მოუღწევია. ავტორი ეყრდნობა უაღრესად ფართო წყაროთმცოდნეობით ბაზას, რომლის დიდი ნაწილიც დღეს დაკარგულია. ამგვარი წყაროს ცნობები საქართველოს ისტორიის ისეთი უმნიშვნელოვანესი მოვლენების შესახებ, როგორიც დიდგორისა და ბასიანის ბრძოლებია, ცხადია, განუზომლად ღირებულია ჩვენი სამეცნიერო ლიტერატურისთვის. საქართველოს შესახებ ცნობები ქრონიკის ჩვენამდე მოღწეულ ნაწილებში საკმაოდ მრავალრიცხოვანია და გაბნეულია მთელ თხზულებაში...

რას სწერდა ახალციხელ ჰასან ფაშას ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი

საქართველოში ცოტამ თუ იცის ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პრეზიდენტს, ჯორჯ ვაშინგტონსა და ალჟირის მმართველს, ახალციხელ ჰასან ფაშას შორის მიწერ-მოწერის შესახებ. ამ მიმოწერის შემცველი ერთ-ერთი პირველი ამერიკული რომანი “ალჟირელი ტყვე” 1797 წელს გამოაქვეყნა როიალ ტაილერმა. სავარაუდოდ, ავტორი ეყრდნობოდა იმ ამერიკელ მეზღვაურთა და დიპლომატთა ნაამბობს, რომელთაც ალჟირის მმართველი თავად იხილეს. ტაილერის ნაწარმოები პოპულარობით სარგებლობდა და აშშ-ში რამდენჯერმე გამოიცა.

ჰასანის ზუსტი სახელი და გვარი უცნობია. მის შესახებ გვაქვს ამგვარი ინფორმაციაც: 1775 წელს, როდესაც ალჟირის ფაშამ ჰასანი სტამბოლში სულთანთან მიავლინა განსაკუთრებული მისიით, ალჟირის მომავალმა გამგებელმა აჰისკელი (ახალციხელი) ჰასან იბნ იუსუფის სახელით დაწერა მცირე ნაშრომი “ალჟირის ისტორია, ანუ თაჰზიბ ეთ-თევარიჰ”. ამ თხზულების დედანი სტამბოლის თოფკაპის სასახლის მუზეუმში ინახება და მის კატალოგშია შესული. ისმაილ ოზენის კრებულში “ოსმალო ავტორები” ვკითხულობთ ჰასანის ქართული წარმომავლობის შესახებ, რაც ასევე აღნიშნულია 1793 წლის 22 აგვისტოთი დათარიღებულ დიპლომატიურ მიმოწერაში ბრიტანელ საიმონ ლუკასსა და ბრიტანეთის სამხედრო უწყების ხელმძღვანელ ჰენრი დუნდასს შორის. აქ აღნიშნულია, რომ სიდი ანუ ბატონი ჰასანი ქართველია. სავარაუდოდ, ჰასანი იყო გამაჰმადიანებული ახალციხელი მესხი.

როგორ ჩაახშეს პირველი უკრაინული აღორძინება. ივან მიკიტენკოს ტრაგედია

1918 წელს უკრაინამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დაიწყო პირველი უკრაინული აღორძინება. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა 1922 წლამდე გაგრძელდა. ეს ბრძოლა მარცხით დამთავრდა და უკრაინის სახალხო რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. ქვეყნის უდიდესი ნაწილი საბჭოთა კავშირის ანუ რუსეთის მოდერნიზებული იმპერიის შემადგენლობაში შეიყვანეს. გალიჩინა პოლონეთმა მიიტაცა, ბუკოვინა – რუმინეთმა, იმიეკარპატისპირეთი – ჩეხოსლოვაკიამ.

ამრიგად, ერთიანი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა იმხანად ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, უკრაინული კულტურული აღორძინება მაინც გრძელდებოდა. მან მსოფლიო მასშტაბის გენიოსები წარმოშვა, როგორებიც იყვნენ ალექსანდრ დოვჟენკო კინორეჟისურაში, მიკოლა კულიში დრამატურგიაში, მიკოლა ხვილევოი, ვლადიმირ ვინიჩენკო პროზაში, პავლო ტიჩინა და ევგენი მალანიუკი პოეზიაში, მიხაილ ბოიჩუკი ფერწერაში. პირველი უკრაინული აღორძინების ერთ-ერთი კოლორიტული წარმომადგენელია მწერალი, დრამატურგი და პუბლიცისტი ივან მიკიტენკოც.

სოლსბერის კათედრალი

სოლსბერის საკათედრო ტაძრის ბრწყინვალე შენობას ადრეული ინგლისური გოტიკის საუკეთესო ნიმუშად მიიჩნევენ. გოტიკური ტაძრების უმრავლესობისგან განსხვავებით, რომლებიც ხშირად საუკუნეების განმავლობაში შენდებოდა და ადრეულ თუ გვიანდელ გოტიკურ სტილს აერთიანებენ, სოლსბერის ძირითადი ნაწილი ერთიან სტილში აიგო ძალიან მოკლე დროში – 38 წელიწადში (1220-1258). სოლსბერის ტაძრის 123 მეტრი სიმაღლის შპილი 1320 წელს დასრულდა. ტაძარი ინგლისის ყველაზე მაღალი შუა საუკუნეების ნაგებობა გახდა 1561 წელს, როცა ხანძარმა ლონდონში წმინდა პავლეს ტაძრის შპილი გაანადგურა... კათედრალი გამოირჩევა ინგლისში ყველაზე დიდი ტერიტორიით (32 ჰა). აქ არის უძველესი მოქმედი მექანიკური საათი, რომელიც 1386 წლით თარიღდება, აგრეთვე “თავისუფლების დიდი ქარტიის” (მაგნა კარტა) ოთხი გადარჩენილი დედნიდან ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე უკეთ არის შემონახული. ტაძრის კურთხევის 750 წლისთავი 2008 წელს ინგლისში საგანგებოდ აღინიშნა.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

მოკლე ამბები. ყველაზე გრძელი “ფარაონის გზა” კლდის სიღრმეში

დედაქალაქის ისტორიიდან. ტფილისური რეკლამა

სამეგრელოს ექსპედიციის დღიურები. ქტიტორები და ქართული სამოსი

უახლესი ისტორია. რა ხდებოდა ბრეჟნევის მმართველობის დასაწყისში / ქართველი ხალხის ეროვნული ერთობისა და თვითშეგნების დაცვისთვის ბრძოლის ისტორიიდან (1925-1975 წწ.)

დავიწყებული სახელები. პეტრე შარიას დღიურები (დასასრული)

ეთნოგრაფია. ჩანაწერები კულინარიული მოგზაურობიდან იმერეთში

გამორჩეული ბიოგრაფიები. აქა ამბავი ნიკოლოზ II-ის და ლავრენტი ბერიას პირადი სტომატოლოგისა

ძველი მსოფლიო. სპარტანული აღზრდა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"