გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ორმა პირმა სხეულის დაზიანება მიიღო.
ორივე მათგანი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორის ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიყენებული, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მეორე დაჭრილს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
ჩვენი ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და სსკ-ის 19-109-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) მუხლებით.
გორში უკვე დაიწყყეს.იქვე რუსებიც არიან და აბა ტქვენ იცით, იქნებ რაიმე განსხვავებული ჩაიცვან ქართველებმა რუსებსი რომ არ ავერიოთ. თორემ ხომ ხედავთ? რუსებისკენ სროლის ნაცვლად , ჩვენიანებს ხოცავენ,