უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის პროცესი ფინალურ ეტაპზეა, თუმცა, როდის ჩავა დიპლომატი უშუალოდ საქართველოში, ეს უკვე პოლიტიკური საკითხია.
კულებას მტკიცებით, კიევი თბილისთან მჭიდრო დიპლომატიური კავშირების დამყარებას ცდილობს.
"ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია. საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭების მიზნით თითიც კი არ გაგვინძრევია. პირიქით, ბევრი ჩავდეთ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში“, - აღნიშნა კულებამ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი და უკრაინელი ხალხების ურთიერთობა მეგობრულია, ამას თქმა შეუძლებელია უკრაინასა და საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე. უკრაინის საგარეო სამინისტროს ხელმძღვანელის მტკიცებით, ამის დასტური მიხეილ სააკაშვილის საქმეა, რომელსაც, "ნელ-ნელა კლავენ“.
სწორი პოლიტიკაა უკრაინის მხრიდან ომი ბოლო ჯარისკაცამდე? და რისი გულისთვის? ნატოსთვის? 2014_ში რისთვის დაკარგეს ტერიტორიები? აა, 2022_ში დასაბრუნებლად რომ ეომათ, არა?? სანამ ქვეყანა (ჩვენსავით) სხვისი ინტერესებისთვის იმოქმედებს ისე, რომ თავისი არ ახსოვს,განწირულია.
კომენტარებს რომ გადავხედე გასაგებია და მეც ბევრ რამეში ვეთანხმები აქ დაწერილს , წინა ხელისუფლების იარაღის და მიშას თაობაზე. უბრალოდ მინდა დავაფიქსირო რომ თამასა არის ძალიან მაღლა აწეული .თუ ომი დასრულდა უკრაინის გამარჯვებით რისიც დიდი იმედი მაქვს და რუსეთს მოუწევს როგორც გერმანიას თავის დროზე კაპიტულაციის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა მთავარი პირობების და პრეტენზიების წამყენებელი იქნება უკრაინა და ევრო კავშირი. ჩვენი ხელისუფლების პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ ამ თამასის სიმაღლეს ვერ ხედავენ და არც აინტერესებთ ( მე პირადად მირჩევნია მიშაც გაუშვან ნაცებიც დარჩნენ თუ ამ ომის შემდეგ საქართველოს სამაჩაბლოს და აფხაზეთს დაუბრუნებენ , ნუ ყოველ შემთხვევისთვის მარტოს დაგვტოვებენ აფხაზებთან და ოსებთან სალაპარაკოდ) და არანაირი დიპლამატიური მიდგომებით ან განცხადებებით არ გამოირჩევიან ( პარლამენტში თუ პარლამენტის გარეთ ყველა ქოცი უკრაინის ხელისუფლებას და ევრო კავშირის წარმომადგენლებს ლანძღავს) და ბოლოს თუ მართლა მასე დამთავრდა რისი იმედიც მაქვს და მოლაპარაკების შემდგომ განცხადდა რომ სამაჩაბლოს და აფხაზეთის პრობლემა ეს საქართველოს პრობლემაა ( როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა რომ ომი უკრაინაში მიდის და უკრაინის ხელისუფლებამ ვერ არიდა და ჩვენ რა შუაში ვართო) აი მერე ნახეთ თქვენ კომენტარები და ლანძღვა გინება უკრაინის თუ ევრო კავშირის , რაც იმის დადასტურება იქნება რომ ჩვენ გვინდა სხვისი ხელით ჩვენი პრობლემის გადაჭრა მაგრამ თან ზემოდან ყურება და რჩევების მიცემაც მათი მხრიდან მითეთებების უგულველყოფა და ფეხებზე დაკიდება. მე დღესაც ვთვლი რომ ყველაფერი რასაც უკრაინის ხელისუფალი გაიძახის არ უნდა შევასრულოთ მაგრამ არა არის საჭირო ამის ესე ზედაპირულად და ლანძღვა გინებით უარყოფა , დიპლომატია მაგისთვის არის რომ პრობლემები გადაჭრან თორე რაც არ მომწონს მეც ვყვირი და ვილანძღები და ჩვენს შორის ხომ უნდა იყოს განსხვავება.