პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი "კუკარაჩა" ნანახი გაქვს?" - ფილმი, რომელიც მარტო ყოფილ საბჭოთა კავშირში 46-მა მილიონმა ადამიანმა ნახა: რას ჰყვება ქეთი დოლიძე?
"ჩემი "კუკარაჩა" ნანახი გაქვს?" - ფილმი, რომელიც მარტო ყოფილ საბჭოთა კავშირში 46-მა მილიონმა ადამიანმა ნახა: რას ჰყვება ქეთი დოლიძე?

1983-85 წლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, „კუ­კარ­ა­ჩა“ მარ­ტო ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში 46-მა მი­ლი­ონ­მა ადა­მი­ან­მა ნახა. ფილ­მი ეკ­რა­ნებ­ზე 40 წლის წინ, 1983 წელს გა­მო­ვი­და.

"40 წელი გა­ვი­და "კუ­კარ­ა­ჩას" გა­და­ღე­ბი­დან და მე სულ მგო­ნია, გუ­შინ თუ იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი. რა­ღაც, ძა­ლი­ან უცებ გა­ვარ­და დრო... ამ ქვეყ­ნად აღარ არის მა­რი­ნა ჯა­ნა­შია, რო­მე­ლიც ამ ფილმში სა­უ­კე­თე­სო იყო. პა­ტა­რა ბიჭი - თა­მა­ზი­კო (ლადო ტა­ტიშ­ვი­ლი) აფხა­ზე­თის ომში მი­დი­ო­და და სამ­ტრე­დი­ა­ში ბრმა ტყვი­ამ იმ­სხვერ­პლა... ასე რომ, გულ­ში ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან დიდი ტკი­ვი­ლი მაქვს...", - ამ­ბობს რე­ჟი­სო­რი ქეთი დო­ლი­ძე, რო­მე­ლიც "კვი­რის პა­ლიტ­რას" თა­ვის სა­კულ­ტო ფილმზე ესა­უბ­რე­ბა... გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

ქეთი დო­ლი­ძე:

- ფილ­მი "კუ­კარ­ა­ჩა" 1982 წელს არის გა­და­ღე­ბუ­ლი, ეკ­რა­ნებ­ზე 1983 წელს გა­მო­ვი­და... ვერ ვი­ტყვი, რომ გა­და­ღე­ბას რამე სირ­თუ­ლე­ე­ბი ახ­ლდა. ამ ფილ­მს რომ ვი­ღებ­დით, სწო­რედ მა­შინ ჩემს მე­ო­რე შვილს ვე­ლო­დე­ბო­დი... თამ­რი­კო "კუ­კარ­ა­ჩას" გა­და­ღე­ბე­ბის დროს გაჩ­ნდა. ბოლო წუ­თამ­დე ვმუ­შა­ობ­დი და მისი და­ბა­დე­ბი­დან ათ დღე­ში ისევ გა­და­ღე­ბა­ზე წა­ვე­დი. ბავ­შვს კვე­ბა რომ უწევ­და, ჩემ­თან, გა­და­ღე­ბა­ზე მოჰ­ყავ­დათ...

ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბის პრო­ცე­სი ამ მხრივ ჩემ­თვის ძა­ლი­ან გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო და ბიჭი რომ გა­ჩე­ნი­ლი­ყო, ალ­ბათ, "კუ­კარ­ა­ჩას" შე­არ­ქმევ­დნენ.

ფილ­მის ნახ­ვა ვე­ღარ მო­ას­წრეს, მაგ­რამ რაც მთა­ვა­რია, შეკ­რუ­ლი ფილ­მის ბოლო ვა­რი­ან­ტი, და­ახ­ლო­ე­ბით, ორ­სა­ათ­ნა­ხევ­რი­ა­ნი მა­სა­ლა ვაჩ­ვე­ნე მა­მა­ჩემ­საც და ნო­დარ დუმ­ბა­ძე­საც... ორი­ვეს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა! ნო­დარ დუმ­ბა­ძემ რაც თქვა, ჩემ­თვის მუ­დამ ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვია - "ეს არის ნამ­დვი­ლი ნო­დარ დუმ­ბა­ძეო"... ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად მი­ი­ღო ყვე­ლა გმი­რი.

ლე­ვან უჩა­ნე­იშ­ვი­ლის ამ როლ­ზე დამ­ტკი­ცე­ბა არ უნ­დო­დათ. რო­დე­საც ეს სა­კი­თხი გა­ვი­ტა­ნე, რეზო ჩხე­ი­ძემ მხა­რი ძა­ლი­ან და­მი­ჭი­რა... ამ­ბობ­დნენ, ცის­ფე­რი თვა­ლე­ბი აქვს და სა­ერ­თოდ არ ჰგავს იმ ბიჭს, რო­მე­ლიც ნა­წარ­მო­ებ­შია აღ­წე­რი­ლიო.

მე ეკ­რან­ზე ლა­მა­ზი ხალ­ხი ძა­ლი­ან მიყ­ვარს! ასე ვთქვათ, ეს ჩემი გა­მორ­ჩე­უ­ლი თვი­სე­ბაა, ასე­თი რე­ჟი­სო­რი ვარ... მინ­დო­და, ჩემი ფილ­მის ყვე­ლა გმი­რი ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რი ყო­ფი­ლი­ყო, მურ­ტა­ლოც კი... სულ ვამ­ბობ­დი, არ შე­იძ­ლე­ბო­და ინ­გას­ნა­ირ ქალს მურ­ტა­ლო რა­ღა­ცით არ მოს­წო­ნე­ბო­და. ის ხომ დას­თან­ხმდა მურ­ტა­ლოს, მარ­ტო ში­შის გამო ხომ არა?!

ძა­ლი­ან დიდ ბო­დიშს ვიხ­დი პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბის­თვის, რაც ყვე­ლა­ზე კარ­გად მას­წავ­ლა მა­მა­ჩემ­მა - სიკო დო­ლი­ძემ და რაც მთა­ვა­რია - მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვილ­მა, მსა­ხი­ო­ბე­ბის არ­ჩე­ვა თე­ატ­რშიც და კი­ნო­შიც ზუს­ტად ვიცი! ჯერ­ჯე­რო­ბით არას­დროს შემ­შლია.

ჩემს ხელ­ში, ისე­ვე, რო­გორც მა­მა­ჩე­მის ხელ­ში, ძა­ლი­ან ბევ­რი მსა­ხი­ო­ბი, რა­ღაც­ნა­ი­რად, თა­ვი­დან და­ი­ბა­და... მა­გა­ლი­თად, გია რო­ი­ნიშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის კო­მე­დი­ურ რო­ლებს თა­მა­შობ­და და ყვე­ლას მხო­ლოდ სა­ხა­სი­ა­თო მსა­ხი­ო­ბი ეგო­ნა... 1996 წელს, სპექ­ტაკ­ლი "სე­რო­ბა" რომ დავ­დგი, გა­ნა­წი­ლე­ბის დროს მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვილ­მაც კი მი­თხრა, გია რო­ი­ნიშ­ვი­ლი წმინ­და პეტ­რეს როლ­ზე რო­გორ შე­იძ­ლე­ბაო?!.. ვუ­თხა­რი, ბა­ტო­ნო მიშა, და­მერ­წმუ­ნეთ, გია ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო დრა­მა­ტუ­ლი მსა­ხი­ო­ბია-მეთ­ქი და სპექ­ტაკლმა ამ სი­ტყვე­ბის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა და­ამ­ტკი­ცა - გია ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა ამ სპექ­ტაკლში!

არა­სო­დეს შევ­მცდარ­ვარ მსა­ხი­ო­ბე­ბის არ­ჩე­ვა­ში და ვფიქ­რობ, ჩემი ეს თვი­სე­ბა ვი­ღა­ცამ მა­ინც უნდა აღ­ნიშ­ნოს. ამას თე­მურ ჩხე­ი­ძე სულ ამ­ბობ­და და ისევ ვი­მე­ო­რებ, მა­პა­ტი­ეთ, რომ პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბა მაქვს და ვი­მე­ო­რებ! გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
4

მართლა ლამაზი ფილმია

Akaki
6

ნოდარ დუმბძის ნაზუქივით ნაწარმოები! ნაზუქივით სცენარი! მაგრამ! გოგი ხარაბაძის! ""კუკარაჩა""! და თემურ ბაბლუანის ""მურტალო""! ათი თავით სჯობია! კოლელიშვილს და უჩანეიშვილს!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ჩემი "კუკარაჩა" ნანახი გაქვს?" - ფილმი, რომელიც მარტო ყოფილ საბჭოთა კავშირში 46-მა მილიონმა ადამიანმა ნახა: რას ჰყვება ქეთი დოლიძე?

"ჩემი "კუკარაჩა" ნანახი გაქვს?" - ფილმი, რომელიც მარტო ყოფილ საბჭოთა კავშირში 46-მა მილიონმა ადამიანმა ნახა: რას ჰყვება ქეთი დოლიძე?

1983-85 წლების მონაცემებით, „კუკარაჩა“ მარტო ყოფილ საბჭოთა კავშირში 46-მა მილიონმა ადამიანმა ნახა. ფილმი ეკრანებზე 40 წლის წინ, 1983 წელს გამოვიდა.

"40 წელი გავიდა "კუკარაჩას" გადაღებიდან და მე სულ მგონია, გუშინ თუ იყო ეს ყველაფერი. რაღაც, ძალიან უცებ გავარდა დრო... ამ ქვეყნად აღარ არის მარინა ჯანაშია, რომელიც ამ ფილმში საუკეთესო იყო. პატარა ბიჭი - თამაზიკო (ლადო ტატიშვილი) აფხაზეთის ომში მიდიოდა და სამტრედიაში ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა... ასე რომ, გულში ძალიან, ძალიან დიდი ტკივილი მაქვს...", - ამბობს რეჟისორი ქეთი დოლიძე, რომელიც "კვირის პალიტრას" თავის საკულტო ფილმზე ესაუბრება... გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

ქეთი დოლიძე:

- ფილმი "კუკარაჩა" 1982 წელს არის გადაღებული, ეკრანებზე 1983 წელს გამოვიდა... ვერ ვიტყვი, რომ გადაღებას რამე სირთულეები ახლდა. ამ ფილმს რომ ვიღებდით, სწორედ მაშინ ჩემს მეორე შვილს ველოდებოდი... თამრიკო "კუკარაჩას" გადაღებების დროს გაჩნდა. ბოლო წუთამდე ვმუშაობდი და მისი დაბადებიდან ათ დღეში ისევ გადაღებაზე წავედი. ბავშვს კვება რომ უწევდა, ჩემთან, გადაღებაზე მოჰყავდათ...

ფილმის გადაღებების პროცესი ამ მხრივ ჩემთვის ძალიან გამორჩეული იყო და ბიჭი რომ გაჩენილიყო, ალბათ, "კუკარაჩას" შეარქმევდნენ.

ფილმის ნახვა ვეღარ მოასწრეს, მაგრამ რაც მთავარია, შეკრული ფილმის ბოლო ვარიანტი, დაახლოებით, ორსაათნახევრიანი მასალა ვაჩვენე მამაჩემსაც და ნოდარ დუმბაძესაც... ორივეს ძალიან მოეწონა! ნოდარ დუმბაძემ რაც თქვა, ჩემთვის მუდამ ძალიან დიდი პატივია - "ეს არის ნამდვილი ნოდარ დუმბაძეო"... ძალიან დადებითად მიიღო ყველა გმირი.

ლევან უჩანეიშვილის ამ როლზე დამტკიცება არ უნდოდათ. როდესაც ეს საკითხი გავიტანე, რეზო ჩხეიძემ მხარი ძალიან დამიჭირა... ამბობდნენ, ცისფერი თვალები აქვს და საერთოდ არ ჰგავს იმ ბიჭს, რომელიც ნაწარმოებშია აღწერილიო.

მე ეკრანზე ლამაზი ხალხი ძალიან მიყვარს! ასე ვთქვათ, ეს ჩემი გამორჩეული თვისებაა, ასეთი რეჟისორი ვარ... მინდოდა, ჩემი ფილმის ყველა გმირი ძალიან სიმპათიური ყოფილიყო, მურტალოც კი... სულ ვამბობდი, არ შეიძლებოდა ინგასნაირ ქალს მურტალო რაღაცით არ მოსწონებოდა. ის ხომ დასთანხმდა მურტალოს, მარტო შიშის გამო ხომ არა?!

ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი პატივმოყვარეობისთვის, რაც ყველაზე კარგად მასწავლა მამაჩემმა - სიკო დოლიძემ და რაც მთავარია - მიხეილ თუმანიშვილმა, მსახიობების არჩევა თეატრშიც და კინოშიც ზუსტად ვიცი! ჯერჯერობით არასდროს შემშლია.

ჩემს ხელში, ისევე, როგორც მამაჩემის ხელში, ძალიან ბევრი მსახიობი, რაღაცნაირად, თავიდან დაიბადა... მაგალითად, გია როინიშვილი ყოველთვის კომედიურ როლებს თამაშობდა და ყველას მხოლოდ სახასიათო მსახიობი ეგონა... 1996 წელს, სპექტაკლი "სერობა" რომ დავდგი, განაწილების დროს მიხეილ თუმანიშვილმაც კი მითხრა, გია როინიშვილი წმინდა პეტრეს როლზე როგორ შეიძლებაო?!.. ვუთხარი, ბატონო მიშა, დამერწმუნეთ, გია ერთ-ერთი საუკეთესო დრამატული მსახიობია-მეთქი და სპექტაკლმა ამ სიტყვების ჭეშმარიტება დაამტკიცა - გია ერთ-ერთი საუკეთესოა ამ სპექტაკლში!

არასოდეს შევმცდარვარ მსახიობების არჩევაში და ვფიქრობ, ჩემი ეს თვისება ვიღაცამ მაინც უნდა აღნიშნოს. ამას თემურ ჩხეიძე სულ ამბობდა და ისევ ვიმეორებ, მაპატიეთ, რომ პატივმოყვარეობა მაქვს და ვიმეორებ! გააგრძელეთ კითხვა