გიული ალასანია შვილიშვილებზე საუბრობს და ამბობს, რომ მათ მამა ძალიან სჭირდებათ, თუმცა მისი ნახვის საშუალება არ ეძლევათ.
ექსპრეზიდენტის დედა ამბობს, რომ ნიკოლოზ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" რამდენჯერმე იყო მისული, თუმცა მამის მოსანახულებლად არ შეუშვეს.
"რაც შეეხებათ შვილებს, ესეც არის წამების ერთ-ერთი ფორმა. ნიკუშა მიიყვანეს რამდენჯერმე, არც უარი იყო, არც დადებითი. ბოლო წუთამდე აცდევინეს და ბოლო წუთს გაირკვა, რომ არ უშვებენ. ეს ადამიანი ძალიან დაკავებულია, დატვირთულია... მივა დაჯდება, იცდის, რადგან ძალიან სჭირდება მამა. ისეთი ასაკი აქვს მას.
პატარა ალისკა, ძალიან იტანჯება. ძილი დაკარგა. ღამე იღვიძებს და მამაზე საუბრობს. განიცდის ბავშვი ძალიან. უნდა ვთქვა, რომ ალისკა ძალიან განვითარებული ბავშვია, თავის ასაკის ბავშვს არ ჰგავს" - ამბობს გიული ალასანია.
ნახეთ ასევე:
ნახეთ ვიდეო: