პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაიხარე მეგი... ჩვენი სიამაყე ხარ" - სოსო პავლიაშვილი მეგი გოგიტიძეს რუსული ტურნეების გამო აქებს
"გაიხარე მეგი... ჩვენი სიამაყე ხარ" - სოსო პავლიაშვილი მეგი გოგიტიძეს რუსული ტურნეების გამო აქებს

მეგი გო­გი­ტი­ძე ტრა­დი­ცი­უ­ლად რუ­სულ ტურ­ნეს აგ­რძე­ლებს და ამ­ჯე­რად როს­ტოვს სტუმ­რობს. მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში მომ­ღე­რალს კონ­ცერ­ტე­ბი და­გეგ­მი­ლი აქვს კრას­ნო­დარ­ში, სტავ­რო­პოლ­ში, პი­ა­ტი­გორსკში, ნალ­ჩიკ­სა და მა­ხა­ჩკა­ლა­ში. დიდი ხა­ნია ცნო­ბი­ლია, რომ გო­გი­ტი­ძეს უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომის ფონ­ზე, რუ­სეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტე­ბი უხერ­ხუ­ლო­ბას არ უქ­მნის.

გო­გი­ტი­ძე ხში­რად აქ­ვეყ­ნებს რუ­სეთ­ში გა­მარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტე­ბის დროს გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­ებ­ზე, სა­დაც ძი­რი­თა­დად რუ­სუ­ლე­ო­ვა­ნი ფა­ნე­ბი ან რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი უწე­რენ კო­მენ­ტა­რებს. ერთ-ერთ ბოლო ვი­დე­ო­ზე, მომ­ღე­რალს რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მომ­ღე­რა­ლი, სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი აქებს:

"გა­ი­ხა­რე მეგი... ჩვე­ნი სი­ა­მა­ყე ხარ" - წერს ქარ­თულ ენა­ზე სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი. კომ­პლი­მენ­ტის­თვის მეგი მად­ლო­ბას უხ­დის.

სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე იმ ქარ­თვე­ლებს შო­რის არის, რომ­ლებ­საც არა­სო­დეს გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბი­ათ უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომი. უფრო მე­ტიც, პავ­ლი­აშ­ვი­ლი ძვე­ლე­ბუ­რად აგ­რძე­ლებს კა­რი­ე­რას და რამ­დე­ნი­მე თვის წინ ბაშ­კორ­ტოს­ტა­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში პავ­ლი­აშ­ვილ­მა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი დო­ნეც­კი­დან და ლუ­განსკი­დან ჩა­სულ მას­წავ­ლებ­ლებ­სა და მოს­წავ­ლე­ებს უმას­პინ­ძლა და მათ „პატ­რი­ო­ტუ­ლი კონ­ცერ­ტი“ გა­უ­მარ­თა. კონ­ცერ­ტის სა­ხელ­წო­დე­ბა გახ­ლდათ „ჩვენ ერ­თად ვართ, ჩვენ მე­გობ­რე­ბი ვართ“ და ის რუ­სე­თის მხარ­და­სა­ჭე­რი კონ­ცერ­ტე­ბის სე­რი­ას წარ­მო­ად­გენს.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
2

შეგეცით ორივეს

buba
12

ჩვენი ორი სიამაყე!!!!!!

ავტორი:

"გაიხარე მეგი... ჩვენი სიამაყე ხარ" - სოსო პავლიაშვილი მეგი გოგიტიძეს რუსული ტურნეების გამო აქებს

"გაიხარე მეგი... ჩვენი სიამაყე ხარ" - სოსო პავლიაშვილი მეგი გოგიტიძეს რუსული ტურნეების გამო აქებს

მეგი გოგიტიძე ტრადიციულად რუსულ ტურნეს აგრძელებს და ამჯერად როსტოვს სტუმრობს. მომდევნო დღეებში მომღერალს კონცერტები დაგეგმილი აქვს კრასნოდარში, სტავროპოლში, პიატიგორსკში, ნალჩიკსა და მახაჩკალაში. დიდი ხანია ცნობილია, რომ გოგიტიძეს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსეთში ჩატარებული კონცერტები უხერხულობას არ უქმნის.

გოგიტიძე ხშირად აქვეყნებს რუსეთში გამართული კონცერტების დროს გადაღებულ ვიდეოებზე, სადაც ძირითადად რუსულეოვანი ფანები ან რუსეთში მცხოვრები ქართველები უწერენ კომენტარებს. ერთ-ერთ ბოლო ვიდეოზე, მომღერალს რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის მომღერალი, სოსო პავლიაშვილი აქებს:

"გაიხარე მეგი... ჩვენი სიამაყე ხარ" - წერს ქართულ ენაზე სოსო პავლიაშვილი. კომპლიმენტისთვის მეგი მადლობას უხდის.

სოსო პავლიაშვილი რუსეთში მოღვაწე იმ ქართველებს შორის არის, რომლებსაც არასოდეს გაუპროტესტებიათ უკრაინაში მიმდინარე ომი. უფრო მეტიც, პავლიაშვილი ძველებურად აგრძელებს კარიერას და რამდენიმე თვის წინ ბაშკორტოსტანის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში პავლიაშვილმა ოკუპირებული დონეცკიდან და ლუგანსკიდან ჩასულ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს უმასპინძლა და მათ „პატრიოტული კონცერტი“ გაუმართა. კონცერტის სახელწოდება გახლდათ „ჩვენ ერთად ვართ, ჩვენ მეგობრები ვართ“ და ის რუსეთის მხარდასაჭერი კონცერტების სერიას წარმოადგენს.