სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემდეგი 5-7 კილოგრამის დაკარგვის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი საწოლზე მიჯაჭვული გახდება" - ომბუდსმენის კონსილიუმი
"შემდეგი 5-7 კილოგრამის დაკარგვის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი საწოლზე მიჯაჭვული გახდება" - ომბუდსმენის კონსილიუმი

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ექ­სპერტთა ჯგუ­ფის შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ბოლო ვი­ზი­ტის შემ­დეგ დამ­ძი­მე­ბუ­ლია და მას აღე­ნიშ­ნე­ბა „სარ­კო­პე­ნია, კუნ­თე­ბის გან­ლე­ვა, კა­ხექ­სი­ის მძი­მე მე-4 სტა­დია და ორ­თოს­ტა­ტი­უ­ლი წნე­ვის კრი­ტი­კუ­ლი ვარ­დნა კო­ორ­დი­ნა­ცი­ის მოშ­ლით“.

რო­გორც ომ­ბუდსმე­ნის აპა­რა­ტის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ექპერტთა შე­ფა­სე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, პა­ცი­ენ­ტი შე­სუ­ლია აქ­ტი­უ­რი კა­ტა­ბო­ლიზ­მის ფა­ზა­ში და „შემ­დე­გი 5-7 კი­ლოგ­რა­მის და­კარ­გვის შემ­დეგ ის სა­წოლ­ზე მი­ჯაჭ­ვუ­ლი გახ­დე­ბა“.

"19 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ მოწ­ვე­ულ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტთა/ექ­სპერ­ტმა ჯგუფ­მა მო­რი­გი ვი­ზი­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა კლი­ნი­კა „ვი­ვა­მედ­ში“ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბის მიზ­ნით.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მან­და­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ექ­სპერტთა ჯგუ­ფის ვი­ზი­ტე­ბის მი­ზა­ნი, შექ­მნის დღი­დან­ვე, არის პა­ცი­ენ­ტის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი. ჯგუ­ფი არ ერ­თვე­ბო­და/არ ერ­თვე­ბა პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის უშუ­ა­ლო პრო­ცეს­ში.

19 თე­ბერ­ვალს ექ­სპერტთა ჯგუ­ფის წევ­რებს და­გეგ­მი­ლი ჰქონ­დათ პა­ცი­ენ­ტის გა­სინ­ჯვა და მისი სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის გაც­ნო­ბა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფი­ზი­კუ­რი გა­სინ­ჯვა მო­ხერ­ხდა, ხოლო, სა­მე­დი­ცი­ნო მა­სა­ლე­ბის ად­გილ­ზე მო­წო­დე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, კლი­ნი­კამ ვერ უზ­რუნ­ველ­ყო არა­სა­მუ­შაო დღის გამო. თუმ­ცა, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­მა გა­მო­ი­თხო­ვა სრუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მა­სა­ლე­ბი 2022 წლის 4 დე­კემ­ბრი­დან (ექ­სპერტთა ბოლო ვი­ზი­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან) ამ დრომ­დე და მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბას ექ­სპერტთა ჯგუ­ფი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს და­მა­ტე­ბით.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი და ექ­სპერტთა ჯგუ­ფი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მარ­თვის დო­კუ­მენ­ტურ მო­ნი­ტო­რინგს ინ­ტენ­სი­უ­რად გა­აგ­რძე­ლებს.

19 თე­ბერ­ვლის ვი­ზი­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს ექ­სპერ­ტებ­მა: თენ­გიზ წუ­ლა­ძემ (ნევ­რო­ლო­გი), გრი­გო­ლი ხურ­ცი­ძემ (თე­რა­პევ­ტი, ში­ნა­გა­ნი სნე­უ­ლე­ბე­ბი/ჰოს­პი­ტა­ლუ­რი მე­დი­ცი­ნა), გი­ორ­გი კა­ჭა­რა­ვამ (კარ­დი­ო­ლო­გი) და ნინო ზავ­რაშ­ვილ­მა (ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი). ვი­ზი­ტის შემ­დგომ გა­მარ­თულ ონ­ლა­ინ დის­კუ­სი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ასე­ვე მი­ი­ღო გი­ორ­გი პა­პი­აშ­ვილ­მა (კარ­დი­ო­ლოგ/არით­მი­ო­ლო­გი) და გი­ორ­გი გრი­გო­ლი­ამ (ანეს­თე­ზი­ო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი).

ექიმ-ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნა: პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა - საგ­რძნო­ბი დამ­ძი­მე­ბა 4 დე­კემ­ბრის (ბოლო ვი­ზი­ტი პა­ცი­ენ­ტთან) შემ­დეგ.

ობი­ექ­ტუ­რი გა­მოკ­ვლე­ვით: გა­მო­ხა­ტუ­ლია მძი­მე სარ­კო­პე­ნია.

პა­ცი­ენ­ტმა და­იკ­ლო კი­დევ 5.7 კი­ლოგ­რა­მი კუნ­თე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­ლე­ვის ხარ­ჯზე. გა­და­ად­გი­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ზღუ­დუ­ლია სი­სუს­ტის გამო.

წა­მოდ­გო­მი­სას აღი­ნიშ­ნე­ბა წნე­ვის ძლი­ე­რი ვარ­დნა 125/75-იდან 60/40-მდე, რა­საც თან ერ­თვის წო­ნას­წო­რო­ბის კარ­გვა და კო­ორ­დი­ნა­ცი­ის საგ­რძნო­ბი მოშ­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია გო­ნებ­რი­ვი ფუნ­ქცი­ე­ბის კი­დევ უფრო დაქ­ვე­ი­თე­ბა.

შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა:

სარ­კო­პე­ნია, კუნ­თე­ბის გან­ლე­ვა, კა­ხექ­სი­ის მძი­მე მე-4 სტა­დია. ორ­თოს­ტა­ტი­უ­ლი წნე­ვის კრი­ტი­კუ­ლი ვარ­დნა კო­ორ­დი­ნა­ცი­ის მოშ­ლით. პროგ­ნო­ზი და რის­კე­ბი: 1. პა­ცი­ენ­ტი შე­სუ­ლია აქ­ტი­უ­რი კა­ტა­ბო­ლიზ­მის ფა­ზა­ში.

შემ­დე­გი 5-7 კი­ლოგ­რა­მის და­კარ­გვის შემ­დეგ ის სა­წოლ­ზე მი­ჯაჭ­ვუ­ლი გახ­დე­ბა, რად­გა­ნაც მთლი­ა­ნად გან­ლე­უ­ლი ექ­ნე­ბა ქვე­და კი­დუ­რე­ბის კუნ­თე­ბი და სი­სუს­ტის გამო ვერ შეძ­ლებს მოძ­რა­ო­ბას.

ამ სის­წრა­ფით წო­ნის კლე­ბი­სას მო­სა­ლოდ­ნე­ლია ამ ნიშ­ნუ­ლამ­დე მიღ­წე­ვა 1-2 თვე­ში.

მის­თვის კრი­ტი­კულ წო­ნას წარ­მო­ად­გენს 52-53 კი­ლოგ­რა­მი, რის შემ­დე­გა­დაც და­ი­წყე­ბა ორ­გა­ნიზ­მის შე­უქ­ცე­ვა­დი ცვლი­ლე­ბე­ბი.

გაღ­რმა­ვე­ბუ­ლია პე­რი­ფე­რუ­ლი და აუ­ტო­ნო­მი­უ­რი ნევ­რო­პა­თია, რაც წა­მოდ­გო­მი­სას იწ­ვევს წნე­ვის კრი­ტი­კულ ვარ­დნას. ამ­ჟა­მად ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის გა­რე­შე პა­ცი­ენ­ტის მოძ­რა­ო­ბა სა­ხი­ფა­თოა, რად­გა­ნაც ძა­ლი­ან მა­ღა­ლია და­ვარ­დნის, სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბის/მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბის რის­კი. ამ უკა­ნას­კნე­ლის გან­ვი­თა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, კა­ხექ­სი­უ­რი სხე­უ­ლის რე­სურ­სი იმი­სათ­ვის, რომ ჭრი­ლო­ბა ან მო­ტე­ხი­ლო­ბა შე­ხორ­ცდეს არის ძა­ლი­ან და­ბა­ლი, რაც გა­მო­იწ­ვევს სხვა კრი­ტი­კუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის (სის­ხლჩაქ­ცე­ვა, ინ­ფექ­ცია, ღრმა ვე­ნე­ბის თრომ­ბო­ზი და ა.შ) კას­კა­დურ გან­ვი­თა­რე­ბას ლე­ტა­ლუ­რი გა­მო­სავ­ლის მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით.

სპე­ცი­ა­ლის­ტთა/ექ­სპერტთა ჯგუ­ფის წევ­რე­ბი: გი­ორ­გი გრი­გო­ლია; გრი­გო­ლი ხურ­ცი­ძე; გი­ორ­გი კა­ჭა­რა­ვა; გი­ორ­გი პა­პი­აშ­ვი­ლი; თენ­გიზ წუ­ლა­ძე; ნინო ზავ­რაშ­ვი­ლი“,- ნათ­ქვა­მია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გივი
0

გაუმაძღარ ყბებს ხომ ამოძრავებს? ჭამოს. 

ნინა
0

ვეთანხმები ვიქტორ ჯაფარიძის განცხადებას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"შემდეგი 5-7 კილოგრამის დაკარგვის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი საწოლზე მიჯაჭვული გახდება" - ომბუდსმენის კონსილიუმი

"შემდეგი 5-7 კილოგრამის დაკარგვის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი საწოლზე მიჯაჭვული გახდება" - ომბუდსმენის კონსილიუმი

სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ვიზიტის შემდეგ დამძიმებულია და მას აღენიშნება „სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია და ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით“.

როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ ექპერტთა შეფასებაშია აღნიშნული, პაციენტი შესულია აქტიური კატაბოლიზმის ფაზაში და „შემდეგი 5-7 კილოგრამის დაკარგვის შემდეგ ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება“.

"19 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა სპეციალისტთა/ექსპერტმა ჯგუფმა მორიგი ვიზიტი განახორციელა კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შეფასების მიზნით.

სახალხო დამცველის მანდატის გათვალისწინებით, ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტების მიზანი, შექმნის დღიდანვე, არის პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგი. ჯგუფი არ ერთვებოდა/არ ერთვება პაციენტის მკურნალობის უშუალო პროცესში.

19 თებერვალს ექსპერტთა ჯგუფის წევრებს დაგეგმილი ჰქონდათ პაციენტის გასინჯვა და მისი სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობა. მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური გასინჯვა მოხერხდა, ხოლო, სამედიცინო მასალების ადგილზე მოწოდება, სამწუხაროდ, კლინიკამ ვერ უზრუნველყო არასამუშაო დღის გამო. თუმცა, სახალხო დამცველის აპარატმა გამოითხოვა სრული სამედიცინო მასალები 2022 წლის 4 დეკემბრიდან (ექსპერტთა ბოლო ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან) ამ დრომდე და მასალების გაცნობას ექსპერტთა ჯგუფი განახორციელებს დამატებით.

სახალხო დამცველის აპარატი და ექსპერტთა ჯგუფი უახლოეს პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მართვის დოკუმენტურ მონიტორინგს ინტენსიურად გააგრძელებს.

19 თებერვლის ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა: თენგიზ წულაძემ (ნევროლოგი), გრიგოლი ხურციძემ (თერაპევტი, შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა), გიორგი კაჭარავამ (კარდიოლოგი) და ნინო ზავრაშვილმა (ენდოკრინოლოგი). ვიზიტის შემდგომ გამართულ ონლაინ დისკუსიებში მონაწილეობა ასევე მიიღო გიორგი პაპიაშვილმა (კარდიოლოგ/არითმიოლოგი) და გიორგი გრიგოლიამ (ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი).

ექიმ-ექსპერტების დასკვნა: პაციენტის მდგომარეობა - საგრძნობი დამძიმება 4 დეკემბრის (ბოლო ვიზიტი პაციენტთან) შემდეგ.

ობიექტური გამოკვლევით: გამოხატულია მძიმე სარკოპენია.

პაციენტმა დაიკლო კიდევ 5.7 კილოგრამი კუნთების მნიშვნელოვანი განლევის ხარჯზე. გადაადგილება მნიშვნელოვნად შეზღუდულია სისუსტის გამო.

წამოდგომისას აღინიშნება წნევის ძლიერი ვარდნა 125/75-იდან 60/40-მდე, რასაც თან ერთვის წონასწორობის კარგვა და კოორდინაციის საგრძნობი მოშლა. აღსანიშნავია გონებრივი ფუნქციების კიდევ უფრო დაქვეითება.

შთაბეჭდილება:

სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია. ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით. პროგნოზი და რისკები: 1. პაციენტი შესულია აქტიური კატაბოლიზმის ფაზაში.

შემდეგი 5-7 კილოგრამის დაკარგვის შემდეგ ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას.

ამ სისწრაფით წონის კლებისას მოსალოდნელია ამ ნიშნულამდე მიღწევა 1-2 თვეში.

მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები.

გაღრმავებულია პერიფერული და აუტონომიური ნევროპათია, რაც წამოდგომისას იწვევს წნევის კრიტიკულ ვარდნას. ამჟამად ზედამხედველობის გარეშე პაციენტის მოძრაობა სახიფათოა, რადგანაც ძალიან მაღალია დავარდნის, სხეულის დაზიანების/მოტეხილობების რისკი. ამ უკანასკნელის განვითარების შემთხვევაში, კახექსიური სხეულის რესურსი იმისათვის, რომ ჭრილობა ან მოტეხილობა შეხორცდეს არის ძალიან დაბალი, რაც გამოიწვევს სხვა კრიტიკული გართულებების (სისხლჩაქცევა, ინფექცია, ღრმა ვენების თრომბოზი და ა.შ) კასკადურ განვითარებას ლეტალური გამოსავლის მაღალი ალბათობით.

სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები: გიორგი გრიგოლია; გრიგოლი ხურციძე; გიორგი კაჭარავა; გიორგი პაპიაშვილი; თენგიზ წულაძე; ნინო ზავრაშვილი“,- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.