ავტორი:

სკანდალი შოუ-ბიზნესში: ია მანიჟაშვილი რუსა მორჩილაძის წინააღმდეგ საავტორო უფლებებზე დავას იწყებს - როგორია კომპოზიტორის პასუხი? "როგორც მინდა, ისე ვიმღერებ"

სკანდალი შოუ-ბიზნესში: ია მანიჟაშვილი რუსა მორჩილაძის წინააღმდეგ საავტორო უფლებებზე დავას იწყებს - როგორია კომპოზიტორის პასუხი? "როგორც მინდა, ისე ვიმღერებ"

ია მანიჟაშვილი რუსა მორჩილაძის წინააღმდეგ საავტორო უფლებებზე დავის წამოწყებას აპირებს. მომღერალი, რომელიც 2000-იანი წლებში დასთან ერთად დუეტ "ემით" გახდა პოპულარული, მეათე წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობს. იას მეუღლეც ცნობილი მუსიკოსია - დავის ახლა ნიუ-იორკში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუსიკალური სტუდია აქვს და წარმატებით მოღვაწეობს.

Ambebi.ge-სთან საუბარში ია ამბობს, რომ საქართველოში მის სიმღერებს უკანონოდ ასრულებენ, ამის მაგალითი კი გელა გნოლიძის ბენდია. უფრო მეტიც, მუსიკოსის თქმით, სიმღერა, რომელიც წლების წინ კომპოზიტორმა რუსა მორჩილაძემ ჯგუფის რეპერტუარისთვის დაუწერა, მოგვიანებით თავიდან გაყიდა...

დეტალებზე ია ჩვენთან ინტერვიუში საუბრობს, თუმცა მანამდე ამერიკული წარმატების შესახებ მოგვიყვა...

- ია, ამერიკაში რამდენიმეწლიანი ცხოვრების შემდეგ, თქვენი ოცნება ახდა და თქვენ და მეუღლეს, დავის, ნიუ-იორკში საკუთარი მუსიკალური სტუდია გაქვთ...

- მეათე წელი დაიწყო, რაც ამერიკაში ვცხოვრობთ, ჩვენი ამერიკაში ჩამოსვლის მიზანი დავის, ჩემი მეუღლის მუსიკალური კარიერა იყო, რომელიც ძალიან წარმატებით მიდიოდა პანდემიამდე. პანდემიის დროს ჩაკეტილ სივრცეში არაფერი გვრჩებოდა მუსიკის კეთების და ფიქრის გარდა. სწორედ მაშინ მივხვდით, რომ როგორც სამყაროში იწყებოდა ცვლილებები, ისე ჩვენც უნდა შეგვეცვალა რაღაცები. გადავწყვიტეთ დაგვეარსებინა კომპანია DAVI MC Production. ამერიკაში დავიმ საფუძვლიანად შეისწავლა საუნდ ინჟინერია და ვიდეო ფროდაქშენი, თუმცაღა საქართველოშიც ამ სფეროში მუშაობდა და უკვე საკმაოდ კარგი გამოცდილება ჰქონდა…

- სტუდიაში გარდა სიმღერის ჩაწერისა, შესაძლებელია ვიდეოს გადაღება, მონტაჟი, როგორც ფოტოებზე ვნახე, არსებობს რამდენიმე სივრცე, რომელიც როგორც ფოტო, ისე ვიდეო გადაღებებისთვის გამოიყენება....

- ეს არის Music & Video production, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ხმის ჩამწერ სტუდიას, ფოტო და ვიდეო გადაღებების პავილიონებს. სტუდიაში გვაქვს სხვადასხვა სტილის დეკორაციები, სცენები, ციკლორამა და ლაზერული განათებები. სრული აღჭურვილობა და აპარატურა მუსიკალური რგოლებისა და ფილმების გადაღებისთვის. დღეს ამ ტიპი სტუდიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტუდია ვართ ნიუ იორკში.

<svg width="50px" height="50px" viewBox="0 0 60 60" version="1.1" xmlns="https://www.w3.org/2000/svg" xmlns:xlink="https://www.w3.org/1999/xlink"><g stroke="none" stroke-width="1" fill="none" fill-rule="evenodd"><g transform="translate(-511.000000, -20.000000)" fill="#000000"><g><path d="M556.869,30.41 C554.814,30.41 553.148,32.076 553.148,34.131 C553.148,36.186 554.814,37.852 556.869,37.852 C558.924,37.852 560.59,36.186 560.59,34.131 C560.59,32.076 558.924,30.41 556.869,30.41 M541,60.657 C535.114,60.657 530.342,55.887 530.342,50 C530.342,44.114 535.114,39.342 541,39.342 C546.887,39.342 551.658,44.114 551.658,50 C551.658,55.887 546.887,60.657 541,60.657 M541,33.886 C532.1,33.886 524.886,41.1 524.886,50 C524.886,58.899 532.1,66.113 541,66.113 C549.9,66.113 557.115,58.899 557.115,50 C557.115,41.1 549.9,33.886 541,33.886 M565.378,62.101 C565.244,65.022 564.756,66.606 564.346,67.663 C563.803,69.06 563.154,70.057 562.106,71.106 C561.058,72.155 560.06,72.803 558.662,73.347 C557.607,73.757 556.021,74.244 553.102,74.378 C549.944,74.521 548.997,74.552 541,74.552 C533.003,74.552 532.056,74.521 528.898,74.378 C525.979,74.244 524.393,73.757 523.338,73.347 C521.94,72.803 520.942,72.155 519.894,71.106 C518.846,70.057 518.197,69.06 517.654,67.663 C517.244,66.606 516.755,65.022 516.623,62.101 C516.479,58.943 516.448,57.996 516.448,50 C516.448,42.003 516.479,41.056 516.623,37.899 C516.755,34.978 517.244,33.391 517.654,32.338 C518.197,30.938 518.846,29.942 519.894,28.894 C520.942,27.846 521.94,27.196 523.338,26.654 C524.393,26.244 525.979,25.756 528.898,25.623 C532.057,25.479 533.004,25.448 541,25.448 C548.997,25.448 549.943,25.479 553.102,25.623 C556.021,25.756 557.607,26.244 558.662,26.654 C560.06,27.196 561.058,27.846 562.106,28.894 C563.154,29.942 563.803,30.938 564.346,32.338 C564.756,33.391 565.244,34.978 565.378,37.899 C565.522,41.056 565.552,42.003 565.552,50 C565.552,57.996 565.522,58.943 565.378,62.101 M570.82,37.631 C570.674,34.438 570.167,32.258 569.425,30.349 C568.659,28.377 567.633,26.702 565.965,25.035 C564.297,23.368 562.623,22.342 560.652,21.575 C558.743,20.834 556.562,20.326 553.369,20.18 C550.169,20.033 549.148,20 541,20 C532.853,20 531.831,20.033 528.631,20.18 C525.438,20.326 523.257,20.834 521.349,21.575 C519.376,22.342 517.703,23.368 516.035,25.035 C514.368,26.702 513.342,28.377 512.574,30.349 C511.834,32.258 511.326,34.438 511.181,37.631 C511.035,40.831 511,41.851 511,50 C511,58.147 511.035,59.17 511.181,62.369 C511.326,65.562 511.834,67.743 512.574,69.651 C513.342,71.625 514.368,73.296 516.035,74.965 C517.703,76.634 519.376,77.658 521.349,78.425 C523.257,79.167 525.438,79.673 528.631,79.82 C531.831,79.965 532.853,80.001 541,80.001 C549.148,80.001 550.169,79.965 553.369,79.82 C556.562,79.673 558.743,79.167 560.652,78.425 C562.623,77.658 564.297,76.634 565.965,74.965 C567.633,73.296 568.659,71.625 569.425,69.651 C570.167,67.743 570.674,65.562 570.82,62.369 C570.966,59.17 571,58.147 571,50 C571,41.851 570.966,40.831 570.82,37.631"></path></g></g></g></svg>

View this post on Instagram

A post shared by DaviMcProduction & D.M.A. RECORDS (@davimcproduction_d.m.a.records)

- შეგიძლიათ გაიხსენოთ პირველი მუსიკალური პროდუქტი, რომელიც davimcproduction_d.m.a.records-ში შეიქმნა?

- პირველი კამერა და დრონი პანდემიის დროს შევიძინეთ. ახალი ჩაწერილი მქონდა ლილიკო ნემსაძის სიმღერა „ნახვამდის“ და სწორედ ჩემზე გატესტა დავიმ... მალევე მოყვა მეორე ვიდეო ჯგუფის the pandemic, რომლის ვოკალისტიც უნიჭიერესი მომღერალი ამიკო ლომიშვილი ჩვენი თანამოაზრე აღმოჩნდა და დღეს დავი და ამიკო ერთად უძღვებიან პროდაქშენის მართვას.

- ვინ არიან თქვენი დამკვეთები, ძირითადად, ალბათ, ამერიკულ მუსიკალურ ბაზარზე მუშაობთ?

- ჩვენი დამკვეთები ძირითადად აფრო -ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტები და ლათინო ამერიკელები არიან. დღეს ამერიკაში ყველაზე მოთხოვნადი ეს ორი მიმდინარეობაა. ლათინური მუსიკა დღეს ყველაზე გაყიდვადი და მოთხოვნადია ამერიკულ ბაზარზე.

- შეგიძლიათ ამ გადმოსახედიდან გვითხრათ, რომელია თქვენი საამაყო პროდუქტი?

- ცოტა ადრეა საამაყო პროდუქციაზე საუბარი. ვფიქრობ, მთავარი პროექტები ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ცოტა ხნის წინ დავიწყეთ კოლაბორაცია უნიჭიერეს ქართველ ფოტოგრაფთან vaZhak. მისი ფოტოები ვოგის და უამრავ სხვა ჟურნალებს ამშვენებს. Vazhak-თან ერთად უკვე რამდენიმე ცნობილი და წარმატებული მოდელი და მსახიობი გადავიღეთ.

- ია, თქვენ მეუღლესთან ერთად საბოლოოდ გადახვედით საცხოვრებლად ამერიკაში. როგორია ყოველდღიურობა ოცნების ქვეყანაში, მანდაც ერთ საქმეს ემსახურებით?

- მე პარალელურად ნიუ-იორკის ფსიქიატრიულ კლინიკაში ვმუშაობ. თარჯიმანი ვარ. ძირითადად ქართველ, რუს და უკრაინელ პაციენტებთან მიწევს მუშაობა. დავი მთლიანად ჩაწერებით და გადაღებებით არის დაკავებული. ყოველდღიურობა აქ საინტერესოც არის და სტრესულიც. შენი შრომის შედეგს რომ ხედავ, ეს კარგია, მაგრამ... არის ერთი მაგრამ... ძალიან დიდი გადასახადები! სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, უდიდესი. ამიტომ უნდა იპოვო ბალანსი შრომას და დასვენებას შორის, რომ გადასახადების მონად არ იქცე და შენი ცხოვრება მოსაწყენ რუტინად არ აქციო.

- ბევრი ქართველი შემსრულებელი, მსახიობი გადმოვიდა ამერიკაში საცხოვრებლად, მათთან თუ გაქვთ ურთიერთობა...

- ვეცადეთ, ჩვენი სტუდიის შესახებ სოციალური ქსელებით მიგვეწვდინა ინფორმაცია ყველა ქართველ მუსიკოსისთვის ვინც ამერიკაში იმყოფება. გამიხარდება თუ ქართველი მუსიკოსები და მომღერლებიც ითანამშრომლებენ ჩვენთან.

- ია, ჩვენი ინფორმაციით, საავტორო დავა გაქვთ საქართველოში რუსა მორჩილაძესთან. თქვენი სიმღერა, "მზე ისევ ამოვა", რომელსაც დასთან, ეკასთან ერთად ასრულებდით, პროექტ "ემის" რეპერტუარისთვის შეიძინეთ, მოგვიანებით ავტორმა ისევ გაყიდა დავით დოიაშვილის სპექტაკლისთვის "გაყრა"...

- ასეა! 2003 წელს „მზე ისევ ამოვა“ რუსა მორჩილაძემ ჩვენთვის, ჩვენი შეკვეთით დაწერა და ჩვენ მისგან შევიძინეთ სიმღერა მაშინ საკმაოდ სოლიდურ ფასად. საავტორო უფლებების კანონის მიხედვით სიმღერა როგორც კი სტუდიაში ჩაიწერება და შევა მომღერლის ალბომში (როგორც ეს ჩვენს შემთხვევაში მოხდა), ის ხდება მომღერლის ინტელექტუალური საკუთრება. ავტორს აღარ აქვს არანაირი უფლება მისი გასხვისების ჩვენი ნებართვის გარეშე. მაგრამ ქალბატონმა რუსუდანმა ცენტრ-პოინტის ბინებივით მეორედ და მესამედ გაყიდა. სიმღერა უკანონოდ მიყიდა დავით დოიაშვილს სპექტაკლისთვის ჩვენი კუთვნილი ტექსტით, რომელიც მანანა გურგენიძეს ეკუთვნის... მესამე წელია ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწიეთ. ქალბატონმა რუსა მორჩილაძემ უკვე არსებული საავტორო უფლებების ორგანიზაციის პარალელურად საკუთარი საავტორო უფლებების ორგანიზაციაც ჩამოაყალიბა და თავისთვის მოსარგები წესებით მოქმედებს. დაუკავშირდა ჩვენი ადვოკატი და უშედეგოდ. ამიტომ გადავწყვიტეთ სამართებლივი დავა წამოვიწყოთ და მივმართოთ პირდაპირ სასამართლოს სარჩელით.

- ამ საქმის დეტალები უფრო ვრცლად რომ გვიამბოთ...

- სიმღერა ბოლო წლებია დათო დოიაშვილის სპექტაკლის საუნდთრეკია, აბსოლუტურად უკანონოდ და ჩვენი ნებართვის გარეშე. სპექტაკლიდან შემოსული თანხაც მიდის ქალბატონ რუსა მორჩილაძესთან. მსგავსი უკანონობა და უტიფრობა მე მეორე არ ვიცი. უკვე გაყიდული სიმღერა მეორედ გაყიდო და ვითომც არაფერი... ეს სიმღერა ჩემი და ჩემი დის ჯგუფი „ემის“ სავიზიტო ბარათივითაა და ეს ყველამ იცის.

- გელა გნოლიძის ბენდი ასევე, თქვენს ერთ-ერთ სიმღერას ასრულებს, მათ თუ გთხოვეს ნებართვა?

- გელა გნოლიძე ეს უტიფრობის მეორე მაგალითია. მან დიდი ხნის ძებნის შემდეგ მიპოვა, რათა ნებართვა აეღო სიმღერის შესრულებაზე. მითხრა, რომ ძალიან გაუჭირდა ჩემი მოძებნა, თან დააყოლა "ბებიების ჩაბანით ხარ ალბათ ამერიკაში დაკავებული, რაღაც აღარ ჩანხარო.... შენ სიმღერას მაინც აღარ აპირებ და მე მინდა ვიმღეროოო! ჩემგან კატეგორიული უარი მიიღო. ბატონ გელას მინდა ვუთხრა, რომ აი, მაგ „ბებიის ჩამბანავების“ (როგორც გელა გნოლიძემ უწოდა) ამერიკიდან გაგზავნილ ფულზე დგას საქართველოს ბიუჯეტი და ქვეყანა! უარის მიუხედავად გელაც უკანონოდ და უნებართვოდ ასრულებს ჩვენს სიმღერას.

- ია, ამერიკაში რამდენად არის დაცული საავტორო უფლებები, მანდ თუ შეხვედრიხართ მსგავს ფაქტებს?

- აქ კანონი უზენაესია. ამერიკაში მთავრობას არავინ ადანაშაულებს ცუდ ცხოვრებაში. ცუდ ქვეყანას და უკანონობას რიგითი ადამიანები ქმნიან გელა გნოლიძისნაირი, რუსა მორჩილაძისნაირები, ვისთვისაც კანონი არაფერია. ზნეობრივი და მორალური ნორმებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

AMBEBI.GE დაუკავშირდა რუსა მორჩილაძეს, რომელიც ია მანიჟაშვილს საავტორო კანონებში ჩახედვას ურჩევს:

"ჩემი პასუხია ასეთი... არ გამიყიდია ეს სიმღერა. ეს ერთი და მეორეც, ჩაიხედონ საავტორო კანონებში და იქ რა წერია, ადამიანი ყიდულობს ავტორისგან პირველადი შესრულების უფლებას. მე ვერავის მივეყიდები, განსაკუთრებით, მანიჟაშვილ იას. ანუ ცაბაძემ და ლაღიძემ რომ დაწერა რაღაც, ამას მერე აღარ მღერიან სხვები და მხოლოდ ერთი ადამიანი მღერის? მე ჩემი საავტორო საღამოები მაქვს, იქ მჭირდება ეს თემა და როცა მინდა, როგორც მინდა და რა ვერსიითაც მინდა, ისე ვიმღერებ. მანიჟაშვილი კი არა, ენელო რომ ჩამოფრინდეს უცხოპლანეტელი, ის ვერ გაბედავს, რომ ამაზე რამე მაკადროს. ძალიან მინდა ხელშეკრულება წარმოადგინოს, სადაც წერია, რომ მე მას მივეყიდე" - აღნიშნავს რუსა მორჩილაძე.