"რა უნდა შეძლოს მელიამ? ადამიანმა, რომელმაც ხაბეიშვილთან არჩევნები საკუთარ ამომრჩევლებში წააგო, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას გასცა პასუხი, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, ნიკა მელია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წავიდეს და ახალი პარტია ჩამოაყალიბოს.
მდინარაძის თქმით, მელია იმას გააკეთებს, რასაც აქამდე.
მელიას აქვს უდიდესი შანსები, წარმოუდგენლად დიდი შანსები აქვს. შეიძლება მთლად ხაბეიშვილის დონე ვერ აწიოს, მაგრამ ხაბეიშვილის დონემდე, რაღაც "ლეველს“ აუცილებლად დაიჭერს იქიდან გამომდინარე, რომ ხაბეიშვილს ვერ შეეჯიბრა, მასთან არჩევნები წააგო. ხაბეიშვილამდე რაც კი "ლეველი“ არსებობს, ყველაფერს შეძლებს, ამის რწმენა გვაქვს, გასაგებია, ხაბეიშვილს ვერ დაეწევა.
ცოტა სერიოზულად თუ ვილაპარაკებთ, რა უნდა შეძლოს მელიამ? ადამიანმა, რომელმაც ხაბეიშვილთან არჩევნები საკუთარ ამომრჩევლებში წააგო. არ მინდა, რაღაც შეურაცხყოფა გამომივიდეს, მაგრამ ფაქტია, როგორც პოლიტიკურმა ფიგურამ მეორე პოლიტიკურ ფიგურასთან წააგო არჩევნები, სასაცილო ის არის, რომ პოლიტიკურ ფიგურად იწოდება ხაბეიშვილი, ამასთან წააგო არჩევნები საკუთარ ამომრჩევლებში და რაღა უნდა ქნას ახლა? რასაც აქამდე აკეთებდა, იმას გააკეთებს“, - განაცხადა მდინარაძემ.
ხაბეზე მეტს მელია კი არა ჩხვირკია და კუპრავა აწევენ; აქ მთავარია რითი წავა მელა ცოცხეთიდან - რას გაატანენ
ამას რა მოვალეობა აკისრია ის გამაგებინეთ ხელფასს რაში ვუხდით???