სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაზუსტდება უცხოური გავლენის აგენტთა წრე - პირველი მოსმენით მიღებისთანავე, როგორც ქართული, ისე ამერიკული პროექტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში" - ხუნდაძე
"დაზუსტდება უცხოური გავლენის აგენტთა წრე - პირველი მოსმენით მიღებისთანავე, როგორც ქართული, ისე ამერიკული პროექტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში" - ხუნდაძე

"ხალ­ხის ძა­ლის“ წევ­რე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ფრაქ­ცი­ის ლი­დე­რებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად შე­თან­ხმდნენ, რომ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა "უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ" და "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტებ­ზე სა­კო­მი­ტე­ტო და პლე­ნა­რუ­ლი გან­ხილ­ვე­ბი და პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მხარს და­უ­ჭე­რენ ორი­ვე პრო­ექტს, რის შემ­დე­გაც ორი­ვე დო­კუ­მენ­ტი გა­ეგ­ზავ­ნე­ბა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ას. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ პარ­ლა­მენ­ტში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის­გან დას­კვნის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით წარ­მოდ­გე­ნას მო­ი­თხო­ვენ, რათა კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­მი­ვე მოს­მე­ნით მიმ­დი­ნა­რე სე­სი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ი­ღონ.

"პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ღე­ბამ­დე ქარ­თულ ვა­რი­ან­ტში შევა რამ­დე­ნი­მე ტექ­ნი­კუ­რი შეს­წო­რე­ბა და და­ზუს­ტდე­ბა უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტთა წრე. მა­გა­ლი­თის­თვის, კა­ნო­ნი არ გავ­რცელ­დე­ბა ავ­ტო­რი­ზე­ბულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ზე, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ზე და სხვა. პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, რო­გორც ქარ­თუ­ლი, ისე ამე­რი­კუ­ლი პრო­ექ­ტი გა­იგ­ზავ­ნე­ბა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ა­ში. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ კა­ნო­ნი გვინ­და სა­მი­ვე მოს­მე­ნით მიმ­დი­ნა­რე სე­სი­ის ბო­ლომ­დე მი­ვი­ღოთ, ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის­გან მო­ვი­თხოვთ დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით დას­კვნის წარ­მოდ­გე­ნას. მათი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მხარს და­ვუ­ჭერთ და სამი მოს­მე­ნით ივ­ნი­სის ბო­ლომ­დე მი­ვი­ღებთ კა­ნონპ­რო­ექ­ტის ქარ­თულ ან ამე­რი­კულ ვერ­სი­ას. ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რე­ბი სრუ­ლად იზი­ა­რე­ბენ მო­საზ­რე­ბას, რომ უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბა არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა სა­ხელ­მწი­ფო სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის დაც­ვის და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მის გა­მარ­თუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის,"- გა­ნა­ცხა­და ხუნ­და­ძემ.

  • ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, "უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ" - ასე ეწო­დე­ბა რი­გით მე­ო­რე კა­ნო­ნის პრო­ექტს, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­როს დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე წა­რედ­გი­ნე­ბა.

პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში შე­მა­ვა­ლი "ხალ­ხის ძა­ლის" დე­პუ­ტა­ტე­ბი: - სო­ზარ სუ­ბა­რი, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, დაჩი ბე­რა­ია და ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე არი­ან.

პრო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, უცხო­ე­თის აგენ­ტად რე­გის­ტრა­ცი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ ფი­ზი­კურ და იუ­რი­დი­ულ პირს ექ­ნე­ბა, რო­მე­ლიც და­ფი­ნან­სე­ბას უცხო­ე­თი­დან იღებს. "უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა ან არა­ჯე­როვ­ნად შეს­რუ­ლე­ბა, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იწ­ვევს და იქ­ნე­ბა დას­ჯა­დი ჯა­რი­მით ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით - ვა­დით 5 წლამ­დე.

  • კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით პარ­ლა­მენ­ტში ასე­ვე ინი­ცი­რე­ბუ­ლია "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბად ისე­თი არა­სა­მე­წარ­მეო (არა­კო­მერ­ცი­უ­ლი) იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი­სა და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მელ­თა შე­მო­სავ­ლის გარ­კვე­უ­ლი მო­ცუ­ლო­ბა (20%-ზე მეტი) უცხო­ე­თი­დან არის მი­ღე­ბუ­ლი. ამა­ვე კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, ყვე­ლა, ვინც უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტად მო­ი­აზ­რე­ბა, სა­ჯა­რო რე­ესტრში სა­ვალ­დე­ბუ­ლო წე­სით ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ბა­ზა­ში უნდა და­რე­გის­ტრირ­დეს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კეთილისმსურველი
3

"აგენტის" ნაცვლად ნებისმიერი სხვა ტერმინი რომ ვიხმაროთ (მაგ ბულკი) და დავაკონკრეტოთ, რა შემთხვევაში და რატომ იქნება დაშვებული ამა თუ იმ სუბიექტის შემოწმება სახელმწიფოს მიერ, მორჩება ყველაფერი; არც ვენეცია იქნება საჭირო, კანონსაც დროულად მიიღებთ და ეს თავგასულებიც დროულად აილაგმებიან!

გუგა
0

და მთელი ძველბიჭობა და უმუშევრები რომ არიან ჩართული რუსეთიდან გადმორიცხული დოლარების განაღდებაში, მერე რომ ვიღაცასთან მივიდეს ეს ფული საქართველოში, ეს რომ გამოიძიოთ არა? ა ღარიბამ ლარი ძაან ძლიერიაო, იმდენი მილიონი ქეში შემოდის რუსეთიდან იქნება აბა არ იქნება?! აბა 3 წლის წინ ასეთი მაგარი ეკონომიკა თუ გვაქვს, 4 ლარზე იყო დოლარი ასული და ვერაფერს უხერხებდით. ზელენი წამოვაო ევტუშენკოვმა რომ თქვა, ცერეცოს კი არ გულისხმობდა. ჟარგონზე ზელენი დოლარს ნიშნავს რუსულად. და რუსეთზე ეკონომიკის აწყობით, ევროპას რა დაემართა ვნახეთ. დღეს რომ ამათმა რამოდენიმე წლით, ვითომ წარმატების ჩვენებით გაიხანგძლივონ ხელისუფლება, ხვალ ხუხულასავით დაინგრევა ეგ, რადგან რუსეთი არავის არ ასარგებლებს, თვითონ თუ არ გამოელის 10 ჯერ მეტს. პუტინს რომ გაუჭირდა, მაშინ ჩაფრინდა სომხეთში, თორემ ისე ფეხს არ დაადგამდა მისი ვასალის მიწაზე! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"დაზუსტდება უცხოური გავლენის აგენტთა წრე - პირველი მოსმენით მიღებისთანავე, როგორც ქართული, ისე ამერიკული პროექტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში" - ხუნდაძე

"დაზუსტდება უცხოური გავლენის აგენტთა წრე - პირველი მოსმენით მიღებისთანავე, როგორც ქართული, ისე ამერიკული პროექტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში" - ხუნდაძე

"ხალხის ძალის“ წევრები "ქართული ოცნების“ ფრაქციის ლიდერებთან კონსულტაციების შედეგად შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტებზე საკომიტეტო და პლენარული განხილვები და პირველი მოსმენით მხარს დაუჭერენ ორივე პროექტს, რის შემდეგაც ორივე დოკუმენტი გაეგზავნება ვენეციის კომისიას. აღნიშნულის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

  • მისი თქმით, ვენეციის კომისიისგან დასკვნის დაჩქარებული წესით წარმოდგენას მოითხოვენ, რათა კანონპროექტი სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის განმავლობაში მიიღონ.

"პირველი მოსმენით მიღებამდე ქართულ ვარიანტში შევა რამდენიმე ტექნიკური შესწორება და დაზუსტდება უცხოური გავლენის აგენტთა წრე. მაგალითისთვის, კანონი არ გავრცელდება ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, სამედიცინო დაწესებულებებზე და სხვა. პირველი მოსმენით მიღებისთანავე, როგორც ქართული, ისე ამერიკული პროექტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში. გამომდინარე იქიდან, რომ კანონი გვინდა სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის ბოლომდე მივიღოთ, ვენეციის კომისიისგან მოვითხოვთ დაჩქარებული წესით დასკვნის წარმოდგენას. მათი რეკომენდაციების შესაბამისად მხარს დავუჭერთ და სამი მოსმენით ივნისის ბოლომდე მივიღებთ კანონპროექტის ქართულ ან ამერიკულ ვერსიას. ქართული ოცნების" ლიდერები სრულად იზიარებენ მოსაზრებას, რომ უცხოური გავლენის აგენტების დაფინანსების გამჭვირვალობა არის აუცილებელი პირობა სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის და დემოკრატიული სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის,"- განაცხადა ხუნდაძემ.

  • ინფორმაციისთვის, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" - ასე ეწოდება რიგით მეორე კანონის პროექტს, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

პროექტის ავტორები უმრავლესობაში შემავალი "ხალხის ძალის" დეპუტატები: - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დაჩი ბერაია და ვიქტორ ჯაფარიძე არიან.

პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე.

  • კანონპროექტის ინიციატორების სახელით პარლამენტში ასევე ინიცირებულია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი.

აღნიშნული პროექტი უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული. ამავე კანონპროექტის თანახმად, ყველა, ვინც უცხოური გავლენის აგენტად მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.