სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინი გახლავთ საშუალო ინტელექტის ადამიანი, რომელსაც ასაკთან ერთად ძალიან გაუმძაფრდა შიშები" - ექსპერტი
"პუტინი გახლავთ საშუალო ინტელექტის ადამიანი, რომელსაც ასაკთან ერთად ძალიან გაუმძაფრდა შიშები" -  ექსპერტი

24 თე­ბერ­ვალს ერთი წელი შეს­რულ­და რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბი­დან. სწო­რედ ამ თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­ვი­და უკ­რა­ი­ნა­ში პრე­ზი­დენ­ტი ჯო ბა­ი­დე­ნი, გა­სულ კვი­რას ასე­ვე ვი­ხი­ლეთ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის გა­მოს­ვლა... ამ სა­კი­თხზე ექ­სპერ­ტი მა­მუ­კა არე­ში­ძე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უბ­რობს. გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

მა­მუ­კა არე­ში­ძე:

- პუ­ტინს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ახა­ლი არა­ფე­რი უთ­ქვამს, თუ არ ჩავ­თვლით 2023 წლის 21 თე­ბერ­ვლის მი­მარ­თვა­ში გახ­მა­უ­რე­ბულ ინი­ცი­ა­ტი­ვას, შე­ა­ჩე­როს რუ­სე­თის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 2010 წელს რუ­სე­თი­სა და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ ხელ­მო­წე­რი­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი შე­ტე­ვი­თი ია­რა­ღის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში, რაც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო. ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გუ­ლის­ხმობს ურ­თი­ერ­თკონ­ტროლს, მაგ­რამ დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბა­ში რა კონ­ტროლ­ზე შე­იძ­ლე­ბა ლა­პა­რა­კი. ეს იყო ერ­თგვა­რი უსუ­სუ­რი გაგ­რძე­ლე­ბა ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღით შან­ტა­ჟი­სა, რა­ზეც, ჩემი აზ­რით, ბოლო ხანს პუ­ტინს ხელი ჰქონ­და აღე­ბუ­ლი.

კი­დევ ერთ სა­კი­თხზე გა­ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რა­დღე­ბას - ჩემი აზ­რით, ამ გა­მოს­ვლი­სას გა­მოჩ­ნდა ის გან­ხეთ­ქი­ლე­ბა, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში. თუ მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა, პუ­ტინ­მა დიდ­ხანს ილა­პა­რა­კა ეკო­ნო­მი­კა­ზე და ბევ­რად ნაკ­ლე­ბი სამ­ხედ­რო თე­მა­ზე. სა­ერ­თოდ არ უხ­სე­ნე­ბია ე.წ. კერ­ძო არ­მი­ე­ბი, მე­ტიც, ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე არც კა­დი­რო­ვი და არც პრი­გო­ჟი­ნი არ და­უ­პა­ტი­ჟე­ბი­ათ.

ამ გა­მოს­ვლამ­დე ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ პუ­ტი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე აპი­რებ­და გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბას. ერთი ვერ­სი­ით, ის თით­ქოს ამ რე­გი­ო­ნე­ბის ანექ­სი­ას გა­მო­ა­ცხა­დებ­და, თუმ­ცა ასე არ მოხ­და. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის თე­მის წა­მოჭ­რას მარ­თლაც გეგ­მავ­დნენ, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მხო­ლოდ გაკ­ვრით ით­ქვა, უნდა გა­ვაძ­ლი­ე­როთ რუ­სე­თის სა­ზღვრე­ბის გას­წვრივ ჩვე­ნი კავ­ში­რე­ბიო.

რაც შე­ე­ხე­ბა ომს, საკ­მა­ოდ რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა. მო­ლა­პა­რა­კე­ბის დრო ჯერ არ დამ­დგა­რა, ომის აქ­ტი­უ­რი ფაზა, ალ­ბათ, კი­დევ კარ­გა ხანს გაგ­რძელ­დე­ბა.

მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო სუ­რა­თი ყა­ლიბ­დე­ბა - ბოლო კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, მსოფ­ლი­ოს ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც დის­ტან­ცი­რე­ბუ­ლია ამ ომის­გან, მას ში­და­ევ­რო­პულ გარ­ჩე­ვად მი­იჩ­ნევს. იმავდრო­უ­ლად, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის და­ცე­მუ­ლი რუ­სე­თის იმი­ჯი. სამ­ხრეთ ამე­რი­კის თუ აზი­ის ქვეყ­ნებ­ში, მა­გა­ლი­თად, ინ­დო­ეთ­ში, ჩი­ნეთ­ში თუ თურ­ქეთ­ში რუ­სეთს ზე­სა­ხელ­მწი­ფოდ აღარ მი­იჩ­ნე­ვენ... ევ­რო­კავ­ში­რი და შტა­ტე­ბი აღიქ­მე­ბი­ან გა­ცი­ლე­ბით დიდ მო­თა­მა­შე­ე­ბად. ეს არის ის დიდი გარ­და­ტე­ხა, რაც ამ ომმა მო­ი­ტა­ნა.

უკვე ყვე­ლა ხვდე­ბა, რომ რუ­სე­თი ამ ომს ვერ მო­ი­გებს. კრემ­ლმა შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც პა­რი­ტეტს მი­აღ­წი­ოს, ეს არის მაქ­სი­მუ­მი, რაც ამ ვი­თა­რე­ბი­დან შე­იძ­ლე­ბა რუ­სეთ­მა მი­ი­ღოს.

რაც არ უნდა ილა­პა­რა­კოს პუ­ტინ­მა იმ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­ჩე­რე­ბა­ზე, აშ­კა­რაა, რომ მან ამ ეტაპ­ზე ამო­წუ­რა ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღით შან­ტა­ჟის რე­სურ­სი. ის დღეს არის კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თი მარ­კე­სის გმი­რი­სა ნა­წარ­მო­ე­ბი­დან "პატ­რი­არ­ქის შე­მოდ­გო­მა". პუ­ტი­ნი ჩა­კე­ტი­ლია ძა­ლი­ან ვიწ­რო სამ­ყა­რო­ში. მას არა აქვს ისე­თი გა­ქა­ნე­ბა, რო­გო­რიც სხვა კლა­სი­კურ დიქ­ტა­ტო­რებს ჰქონ­დათ, ვთქვათ, სტა­ლინს. პუ­ტი­ნი გახ­ლავთ სა­შუ­ა­ლო ინ­ტე­ლექ­ტის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ასაკ­თან ერ­თად ძა­ლი­ან გა­უმ­ძაფ­რდა ში­შე­ბი და ახლა ფიქ­რობს, რო­გორ გა­და­ირ­ჩი­ნოს თავი. მას ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ იმას ეუბ­ნე­ბი­ან, რაც მას ესი­ა­მოვ­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ი­დე­ნის უკ­რა­ი­ნა­ში ჩას­ვლას, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით პი­ა­რის თვალ­საზ­რი­სით - ომის წლის­თავ­ზე მისი ეს ნა­ბი­ჯი მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო უკ­რა­ი­ნის­კენ მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მი­საქ­ცე­ვად და რუ­სე­თის­თვი­საც იმის საჩ­ვე­ნებ­ლად, რომ და­სავ­ლე­თი და მისი ფლაგ­მა­ნი შტა­ტე­ბი ამ ქვეყ­ნის გვერ­დით დგა­ნან კვლა­ვაც. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და ში­ნა­არსს, იმას, თუ რას იტყო­და ბა­ი­დე­ნი უკ­რა­ი­ნა­ში თუ პო­ლო­ნეთ­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო თვი­თონ ფაქ­ტი, ერ­თგვა­რი დე­მარ­ში.

რო­გორც ვი­ცით ოფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო­ე­ბი­დან, რუ­სე­თი იყო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ამ ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ. თუ და­აკ­ვირ­დით, არც იმ დღეს, არც მომ­დევ­ნო დღეს სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმე­ბი უკ­რა­ი­ნა­ზე არ ყო­ფი­ლა, რაც აჩ­ვე­ნებს, რომ არ­სე­ბობს კუ­ლუ­ა­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლიც არის. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
10

"საშუალო ინტელექტის" - ბატონო მამუკა, თქვენი შეფასების მეთოდით - თქვენ სავარაუდოთ საერთოდ "უწიგნური" ბრძანდებით

თუარვცდები
9

ეს ის ექსპერტი არაა, რუსეთი დაიშლებაო და მის შემდეგ რომ სულ ფართოვდება და ფართოვდება?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"პუტინი გახლავთ საშუალო ინტელექტის ადამიანი, რომელსაც ასაკთან ერთად ძალიან გაუმძაფრდა შიშები" - ექსპერტი

"პუტინი გახლავთ საშუალო ინტელექტის ადამიანი, რომელსაც ასაკთან ერთად ძალიან გაუმძაფრდა შიშები" -  ექსპერტი

24 თებერვალს ერთი წელი შესრულდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით ჩავიდა უკრაინაში პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, გასულ კვირას ასევე ვიხილეთ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გამოსვლა... ამ საკითხზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრობს. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

მამუკა არეშიძე:

- პუტინს, ფაქტობრივად, ახალი არაფერი უთქვამს, თუ არ ჩავთვლით 2023 წლის 21 თებერვლის მიმართვაში გახმაურებულ ინიციატივას, შეაჩეროს რუსეთის მონაწილეობა 2010 წელს რუსეთისა და შეერთებული შტატების მიერ ხელმოწერილი სტრატეგიული შეტევითი იარაღის ხელშეკრულებაში, რაც მოსალოდნელი იყო. ეს ხელშეკრულება გულისხმობს ურთიერთკონტროლს, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში რა კონტროლზე შეიძლება ლაპარაკი. ეს იყო ერთგვარი უსუსური გაგრძელება ბირთვული იარაღით შანტაჟისა, რაზეც, ჩემი აზრით, ბოლო ხანს პუტინს ხელი ჰქონდა აღებული.

კიდევ ერთ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას - ჩემი აზრით, ამ გამოსვლისას გამოჩნდა ის განხეთქილება, რომელიც არსებობს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში. თუ მიაქციეთ ყურადღება, პუტინმა დიდხანს ილაპარაკა ეკონომიკაზე და ბევრად ნაკლები სამხედრო თემაზე. საერთოდ არ უხსენებია ე.წ. კერძო არმიები, მეტიც, ამ ღონისძიებაზე არც კადიროვი და არც პრიგოჟინი არ დაუპატიჟებიათ.

ამ გამოსვლამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პუტინი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აპირებდა განცხადების გაკეთებას. ერთი ვერსიით, ის თითქოს ამ რეგიონების ანექსიას გამოაცხადებდა, თუმცა ასე არ მოხდა. ჩემი ინფორმაციით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თემის წამოჭრას მართლაც გეგმავდნენ, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ გაკვრით ითქვა, უნდა გავაძლიეროთ რუსეთის საზღვრების გასწვრივ ჩვენი კავშირებიო.

რაც შეეხება ომს, საკმაოდ რთული ვითარებაა. მოლაპარაკების დრო ჯერ არ დამდგარა, ომის აქტიური ფაზა, ალბათ, კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება.

მეტად საინტერესო სურათი ყალიბდება - ბოლო კვლევების თანახმად, მსოფლიოს ის ნაწილი, რომელიც დისტანცირებულია ამ ომისგან, მას შიდაევროპულ გარჩევად მიიჩნევს. იმავდროულად, მნიშვნელოვნად არის დაცემული რუსეთის იმიჯი. სამხრეთ ამერიკის თუ აზიის ქვეყნებში, მაგალითად, ინდოეთში, ჩინეთში თუ თურქეთში რუსეთს ზესახელმწიფოდ აღარ მიიჩნევენ... ევროკავშირი და შტატები აღიქმებიან გაცილებით დიდ მოთამაშეებად. ეს არის ის დიდი გარდატეხა, რაც ამ ომმა მოიტანა.

უკვე ყველა ხვდება, რომ რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს. კრემლმა შეიძლება რაღაც პარიტეტს მიაღწიოს, ეს არის მაქსიმუმი, რაც ამ ვითარებიდან შეიძლება რუსეთმა მიიღოს.

რაც არ უნდა ილაპარაკოს პუტინმა იმ ხელშეკრულებაში მონაწილეობის შეჩერებაზე, აშკარაა, რომ მან ამ ეტაპზე ამოწურა ბირთვული იარაღით შანტაჟის რესურსი. ის დღეს არის კლასიკური მაგალითი მარკესის გმირისა ნაწარმოებიდან "პატრიარქის შემოდგომა". პუტინი ჩაკეტილია ძალიან ვიწრო სამყაროში. მას არა აქვს ისეთი გაქანება, როგორიც სხვა კლასიკურ დიქტატორებს ჰქონდათ, ვთქვათ, სტალინს. პუტინი გახლავთ საშუალო ინტელექტის ადამიანი, რომელსაც ასაკთან ერთად ძალიან გაუმძაფრდა შიშები და ახლა ფიქრობს, როგორ გადაირჩინოს თავი. მას ურთიერთობა აქვს ძალიან შეზღუდული რაოდენობის ადამიანებთან, რომლებიც მხოლოდ იმას ეუბნებიან, რაც მას ესიამოვნება.

რაც შეეხება ბაიდენის უკრაინაში ჩასვლას, ეს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, განსაკუთრებით პიარის თვალსაზრისით - ომის წლისთავზე მისი ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო უკრაინისკენ მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მისაქცევად და რუსეთისთვისაც იმის საჩვენებლად, რომ დასავლეთი და მისი ფლაგმანი შტატები ამ ქვეყნის გვერდით დგანან კვლავაც. მნიშვნელობა არ ჰქონდა შინაარსს, იმას, თუ რას იტყოდა ბაიდენი უკრაინაში თუ პოლონეთში, მნიშვნელოვანი იყო თვითონ ფაქტი, ერთგვარი დემარში.

როგორც ვიცით ოფიციალური წყაროებიდან, რუსეთი იყო ინფორმირებული ამ ვიზიტის შესახებ. თუ დააკვირდით, არც იმ დღეს, არც მომდევნო დღეს სარაკეტო თავდასხმები უკრაინაზე არ ყოფილა, რაც აჩვენებს, რომ არსებობს კულუარული ურთიერთობა, რაც აუცილებელიც არის. წაიკითხეთ სრულად