ქართველი მომღერალი, ნუცა ბუზალაძე ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსში "ამერიკის ვარსკვლავში" მონაწილეობს.
შესარჩევ ეტაპზე მან ორი სიმღერა შეასრულა და ჟიურის მოწონება დაიმსახურა. ნუცა შემდეგ ტურში გადავიდა.
"ბილეთი ჰოლივუდში! ცხოვრებაში მხოლოდ ამაზე ვოცნებობდი! ღმერთი არსებობს და სასწაულებს ახდენს, უბრალოდ, უნდა გახსოვდეთ ეს", - წერს ნუცა.
ნუცას შესრულებით მოხიბლული ჟიურის წევრი, კეტი პერი, ფეხზე ადგა და ტაშს ისე უკრავდა.
ნახეთ ვიდეო: