პარტნიორები:
    ავტორი:

    ხატია ბუნიათიშვილმა კონცერტები გადადო - რა წერია ოფიციალურად გამოქვეყნებულ ინფორმაციაში

    ხატია ბუნიათიშვილმა კონცერტები გადადო - რა წერია ოფიციალურად გამოქვეყნებულ ინფორმაციაში

    ცნობილი ქართველი პიანის, ხატია ბუნიათიშვილის საკონცერტო ტურნეში ცვლილებებია. კონცერტები, რომელიც დაგეგმილი იყო მაისში რამდენიმე თვით გადაიდო.

    გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ პიანისტის დებიუტი Stern Auditorium / Perelman Stage-ში, პირველი შვილის მოახლოებული დაბადების გამო, 11 მაისის ნაცვლად, 19 ოქტომბერს გაიმართება.

    როგორც მუსიკოსის ოფიციალური ფეიჯიდან გავარკვიეთ, ხატია კონცერტებს 4 აპრილის ჩათვლით გამართავს, შემდეგ კი 27 აგვისტომდე დაისვენებს. მიზეზი ორსულობაა,

    პირველი ორსულობის შესახებ ბუნიათიშვილმა 14 თებერვალს, სიმბოლურად, სიყვარულის დღეს გააგებინა. "ბედნიერი ვალენტინობა“, - წერს ბუნიათიშვილი.

    ვინ არის პიანისტის რჩეული ამ ეტაპზე უცნობია. ხატია ბუნიათიშვილი აქამდე ოფიციალურად არასოდეს ყოფილა დაოჯახებული, თუმცა ხშირად აწყვილებდნენ უცხოელ ვარსკვლავებთან.