მსოფლიო
სამართალი

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვბრუნდებით მშვიდობით და ჯანმრთელად... ვცდილობდით, ყველგან ვყოფილიყავით, სადაც დახმარება სჭირდებოდათ" - რას წერს ქართველი მაშველი თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ?
"ვბრუნდებით მშვიდობით და ჯანმრთელად... ვცდილობდით, ყველგან ვყოფილიყავით, სადაც დახმარება სჭირდებოდათ" - რას წერს ქართველი მაშველი თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ?

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ქარ­თვე­ლი მაშ­ვე­ლე­ბი თურ­ქე­თი­დან სამ­შობ­ლო­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სით ჩა­მოფ­რინ­დნენ. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მაშ­ვე­ლებ­მა თურ­ქეთ­ში მი­წისძვრის შე­დე­გე­ბის სა­ლიკ­ვი­და­ციო და სა­მაშ­ვე­ლო მი­სია და­ას­რუ­ლეს.

ერთ-ერთი მაშ­ვე­ლი, რო­მე­ლიც ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში თურ­ქეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ბექა მეშ­ვე­ლაშ­ვი­ლია. სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

ვბრუნ­დე­ბით. ვბრუნ­დე­ბით მშვი­დო­ბით და ჯან­მრთე­ლად, პირ­ველ რიგ­ში მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლას, ვინც გვგულ­შე­მატ­კივ­რობ­და­და გვამ­ხნე­ვებ­და.. მად­ლო­ბა, ვინც მომ­ცა ამ რთულ და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო მი­სი­ა­ში ჩარ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა, ჩვენ­მა ბი­ჭებ­მა უმ­ძი­მე­სი შრო­მა გა­წი­ეს და თავ და­უ­ზო­გა­ვად იბ­რძო­ე­ლეს თი­თო­ე­უ­ლი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად.

ჩვე­ნი ლო­კა­ცია ქა­ლაქ ადი­ა­მან­ში იყო. იქ კი ქარ­თველ მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ხვდე­ბოდ­ნენ, ხე­ლებ­ზე კოც­ნით, თან ამ­ბობ­დნენ "georgian brothers". ყვე­ლას უნ­დო­და, რომ მათი ოჯა­ხის წევ­რის სა­ძბ­ნე­ლად ქარ­თვე­ლი მი­სუ­ლი­ყო და ჩვენც ვცდი­ლობ­დით, ყველ­გან ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, სა­დაც დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­დათ. ეს არ არის უბ­რა­ლოდ მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლო­ბა, ეს არის ვაჟ­კა­ცო­ბა, ეს არის ქარ­თვე­ლო­ბა! ვა­მა­ყობ თქვე­ნით!" - წერს მეშ­ვე­ლაშ­ვი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ მაშ­ვე­ლებს თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში დახ­ვდნენ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე - იო­სებ ჭე­ლი­ძე, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი - თე­ი­მუ­რაზ მღებ­რიშ­ვი­ლი და თურ­ქე­თის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში - ალი ქაან ორ­ბაი, რომ­ლებ­მაც სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფის წევ­რებს თურ­ქეთ­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი თავ­და­დე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს.

ქარ­თველ მაშ­ველ­თა ნა­წი­ლი, სა­მაშ­ვე­ლო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­თა და ტექ­ნი­კით, სახ­მე­ლე­თო გზით დაბ­რუნ­დე­ბა სამ­შობ­ლო­ში. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მაშ­ვე­ლე­ბი თურ­ქეთ­ში, ქა­ლაქ ადი­ა­მან­ში, სტი­ქი­ის პირ­ვე­ლი­ვე დღეს გა­ემ­გზავრნენ, რო­ტა­ცი­ის შემ­დეგ კი ჰა­თა­ის პრო­ვინ­ცი­ის ქა­ლაქ ან­თა­ქი­ა­ში გა­ნაგ­რძეს სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია. სა­ერ­თო ჯამ­ში, მი­წისძვრის შე­დე­გე­ბის სა­ლიკ­ვი­და­ციო და სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში 200-მდე მაშ­ვე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

ნა­ხეთ ასე­ვე:

თემიდა
0

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ბიჭებო!უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!

sponsored by ContentRoom
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ვბრუნდებით მშვიდობით და ჯანმრთელად... ვცდილობდით, ყველგან ვყოფილიყავით, სადაც დახმარება სჭირდებოდათ" - რას წერს ქართველი მაშველი თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ?

"ვბრუნდებით მშვიდობით და ჯანმრთელად... ვცდილობდით, ყველგან ვყოფილიყავით, სადაც დახმარება სჭირდებოდათ" - რას წერს ქართველი მაშველი თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ?

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ქართველი მაშველები თურქეთიდან სამშობლოში სპეციალური ჩარტერული რეისით ჩამოფრინდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა თურქეთში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო მისია დაასრულეს.

ერთ-ერთი მაშველი, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში თურქეთში იმყოფებოდა, ბექა მეშველაშვილია. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ის სოციალურ ქსელში წერს:

ვბრუნდებით. ვბრუნდებით მშვიდობით და ჯანმრთელად, პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გვგულშემატკივრობდადა გვამხნევებდა.. მადლობა, ვინც მომცა ამ რთულ და საპასუხისმგებლო მისიაში ჩართვის საშუალება, ჩვენმა ბიჭებმა უმძიმესი შრომა გაწიეს და თავ დაუზოგავად იბრძოელეს თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად.

ჩვენი ლოკაცია ქალაქ ადიამანში იყო. იქ კი ქართველ მეხანძრე-მაშველებს განსაკუთრებულად ხვდებოდნენ, ხელებზე კოცნით, თან ამბობდნენ "georgian brothers". ყველას უნდოდა, რომ მათი ოჯახის წევრის საძბნელად ქართველი მისულიყო და ჩვენც ვცდილობდით, ყველგან ვყოფილიყავით, სადაც დახმარება სჭირდებოდათ. ეს არ არის უბრალოდ მეხანძრე-მაშველობა, ეს არის ვაჟკაცობა, ეს არის ქართველობა! ვამაყობ თქვენით!" - წერს მეშველაშვილი.

საქართველოში დაბრუნებულ მაშველებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი და თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ალი ქაან ორბაი, რომლებმაც სამაშველო ჯგუფის წევრებს თურქეთში გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს.

ქართველ მაშველთა ნაწილი, სამაშველო აღჭურვილობითა და ტექნიკით, სახმელეთო გზით დაბრუნდება სამშობლოში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები თურქეთში, ქალაქ ადიამანში, სტიქიის პირველივე დღეს გაემგზავრნენ, როტაციის შემდეგ კი ჰათაის პროვინციის ქალაქ ანთაქიაში განაგრძეს სამაშველო ოპერაცია. საერთო ჯამში, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში 200-მდე მაშველი მონაწილეობდა.

ნახეთ ასევე: