საზოგადოება
პოლიტიკა

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მეცნიერება
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს თინა კანდელაკი მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა მისი მეუღლე დაასანქცირა - "ეს მხოლოდ საამაყოა... დასავლეთის რამდენიმე ქვეყანა ჩვენთვის მრავალი წელია დაკეტილია"
რას ამბობს თინა კანდელაკი მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა მისი მეუღლე დაასანქცირა - "ეს მხოლოდ საამაყოა... დასავლეთის რამდენიმე ქვეყანა ჩვენთვის მრავალი წელია დაკეტილია"

ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის წლის­თავ­ზე, დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა სან­ქცი­ე­ბის სი­ა­ში კი­დევ 92 ადა­მი­ა­ნი და­ა­მა­ტა, რო­მელ­თა­გან 70-ზე მეტი მსხვი­ლი რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო კორ­პო­რა­ცი­ე­ბის მე­ნე­ჯე­რე­ბი და დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რე­ბი არი­ან.

  • სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­ში მოხ­ვდნენ "გა­ზპ­რო­მი­სა" და აერ­ოფ­ლო­ტის 20 ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი, მათ შო­რის "გა­ზპ­რო­მის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ვიქ­ტორ ზუბკო­ვი და ორი მოქ­მე­დი რუსი მი­ნის­ტრი.

სან­ქცი­ე­ბი ასე­ვე მო­ი­ცავს 5 ირა­ნელ ჩი­ნოვ­ნიკს Qods Aviation Industry-დან, იმ თვითმფრი­ნა­ვე­ბის მწარ­მო­ებ­ლებს, რომ­ლებ­საც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია იყე­ნებ­და უკ­რა­ი­ნა­ში. სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­ში მოხ­ვდა თინა კან­დე­ლა­კის მე­უღ­ლე ვა­სილ ბროვ­კო. კან­დე­ლა­კი მე­უღ­ლის და­სან­ქცი­რე­ბას "ტე­ლეგ­რა­მის" სა­კუ­თარ არხზე გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

- ჩემი მე­უღ­ლე ვა­სი­ლი ბროვ­კო ისევ სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­შია. ახლა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო და­ე­მა­ტა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და კა­ნა­დას. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მინ­და ერთ რა­მე­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლო ყუ­რა­დღე­ბა.

პირ­ვე­ლი, რო­გორც ვა­სი­ლის­თვის, ასე­ვე ჩემ­თვის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ხალ­ხი, მისი კულ­ტუ­რა - ყო­ველ­თვის ერთი და იგი­ვე არ არის. ჩვენ არ შევ­წყვეტთ ამე­რი­კუ­ლი ან ბრი­ტა­ნუ­ლი მუ­სი­კის მოს­მე­ნას, ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბას, ფეხ­ბურ­თის ყუ­რე­ბას, ამ ქვეყ­ნე­ბის ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბას. სან­ქცი­ებს პო­ლი­ტი­კო­სე­ბი აწე­სე­ბენ მათი ვიწ­რო ინ­ტე­რე­სე­ბის გამო, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მო­დი­ან და მი­დი­ან. სან­ქცი­ე­ბი ჩვენ­თვის არ ნიშ­ნავს ავ­ტო­მა­ტურ სი­ძულ­ვილს ან კულ­ტუ­რის „და­ქენ­სე­ლე­ბას,“ რო­გორც ეს მო­დუ­რია დღეს და­სავ­ლეთ­ში რუს ხალ­ხთან და რუ­სულ კულ­ტუ­რას­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

ბრი­ტა­ნუ­ლი ის­ტებ­ლიშ­მენ­ტი მრა­ვა­ლი წე­ლია მოქ­მე­დებს რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, ჩვენ­თან დი­ვერ­სი­ულ აქ­ტი­ვო­ბებს ახორ­ცი­ე­ლებს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, ბლო­გე­რე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ქსე­ლე­ბის, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სე­მი­ნა­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. აშ­კა­რაა, რომ „ნის­ლი­ა­ნი ალ­ბი­ო­ნის“ მმარ­თვე­ლი ელი­ტის მი­ზა­ნი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ძი­რის გა­მო­თხრაა. და რუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ პი­რა­დი სან­ქცი­ე­ბი ასე­ვე ზე­წო­ლის ერთ-ერთი ინ­სტრუ­მენ­ტია.

ახლა კი მე­ო­რე მო­მენ­ტი, აღ­წევს თუ არა ეს სან­ქცი­ე­ბი თა­ვის მი­ზანს? - ნამ­დვი­ლად არა. პი­რი­ქით, მათ აქვთ სა­პი­რის­პი­რო ეფექ­ტი. სან­ქცი­ე­ბის სი­ა­ში მოხ­ვედ­რა მხო­ლოდ სა­ა­მა­ყოა. და­სავ­ლე­თის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა ჩვენ­თვის უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია და­კე­ტი­ლია. ჩვენ არ გვაქვს აქ­ტი­ვე­ბი და ან­გა­რი­შე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ და არც არას­დროს გვქო­ნია.

შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა, კა­ნა­დამ და ახლა, დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა და­ა­ფა­სეს ჩემი მე­უღ­ლის ვა­სი­ლი ბროვ­კოს წვლი­ლი რუ­სე­თის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში. ახლა ჩვენ კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რად უნდა ვი­მუ­შა­ოთ...“- წერს კან­დე­ლა­კი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირაკლი
0

ვითომ იხტიბარს არ იტეხს პუტინის გასაგონად. კატა ვერ შეწვდა ძეხვსაო-ს ვარიანტია.

არადა როგორ უნდა დასავლეთში "გულავი" !

კლეოპატრა მაგდანა ერთში
88

კანდელაკი არის ქალის იდეალი. მიუწვდომელი, მაგიური, ქარიზმატული, დაუნდობელი, ამავე დროს მეოჯახე, ერთგული და კავკასიური ადათების მიმდევარი. 

ავტორი:

რას ამბობს თინა კანდელაკი მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა მისი მეუღლე დაასანქცირა - "ეს მხოლოდ საამაყოა... დასავლეთის რამდენიმე ქვეყანა ჩვენთვის მრავალი წელია დაკეტილია"

რას ამბობს თინა კანდელაკი მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა მისი მეუღლე დაასანქცირა - "ეს მხოლოდ საამაყოა... დასავლეთის რამდენიმე ქვეყანა ჩვენთვის მრავალი წელია დაკეტილია"

ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე, დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიაში კიდევ 92 ადამიანი დაამატა, რომელთაგან 70-ზე მეტი მსხვილი რუსული კომპანიებისა და სახელმწიფო კორპორაციების მენეჯერები და დირექტორთა საბჭოს წევრები არიან.

  • სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ "გაზპრომისა" და აეროფლოტის 20 ოფიციალური პირი, მათ შორის "გაზპრომის" აღმასრულებელი დირექტორი, ვიქტორ ზუბკოვი და ორი მოქმედი რუსი მინისტრი.

სანქციები ასევე მოიცავს 5 ირანელ ჩინოვნიკს Qods Aviation Industry-დან, იმ თვითმფრინავების მწარმოებლებს, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია იყენებდა უკრაინაში. სანქცირებულთა სიაში მოხვდა თინა კანდელაკის მეუღლე ვასილ ბროვკო. კანდელაკი მეუღლის დასანქცირებას "ტელეგრამის" საკუთარ არხზე გამოეხმაურა.

- ჩემი მეუღლე ვასილი ბროვკო ისევ სანქცირებულთა სიაშია. ახლა გაერთიანებული სამეფო დაემატა შეერთებულ შტატებსა და კანადას. ამასთან დაკავშირებით, მინდა ერთ რამეზე გავამახვილო ყურადღება.

პირველი, როგორც ვასილისთვის, ასევე ჩემთვის, ხელისუფლება და ხალხი, მისი კულტურა - ყოველთვის ერთი და იგივე არ არის. ჩვენ არ შევწყვეტთ ამერიკული ან ბრიტანული მუსიკის მოსმენას, ფილმების ყურებას, ფეხბურთის ყურებას, ამ ქვეყნების ხალხთან ურთიერთობას. სანქციებს პოლიტიკოსები აწესებენ მათი ვიწრო ინტერესების გამო, მაგრამ პოლიტიკოსები მოდიან და მიდიან. სანქციები ჩვენთვის არ ნიშნავს ავტომატურ სიძულვილს ან კულტურის „დაქენსელებას,“ როგორც ეს მოდურია დღეს დასავლეთში რუს ხალხთან და რუსულ კულტურასთან მიმართებაში.

ბრიტანული ისტებლიშმენტი მრავალი წელია მოქმედებს რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენთან დივერსიულ აქტივობებს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების, ბლოგერებისა და ჟურნალისტების ქსელების, საგანმანათლებლო სემინარების მეშვეობით. აშკარაა, რომ „ნისლიანი ალბიონის“ მმართველი ელიტის მიზანი ჩვენი ქვეყნისთვის ძირის გამოთხრაა. და რუსების წინააღმდეგ პირადი სანქციები ასევე ზეწოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტია.

ახლა კი მეორე მომენტი, აღწევს თუ არა ეს სანქციები თავის მიზანს? - ნამდვილად არა. პირიქით, მათ აქვთ საპირისპირო ეფექტი. სანქციების სიაში მოხვედრა მხოლოდ საამაყოა. დასავლეთის რამდენიმე ქვეყანა ჩვენთვის უკვე მრავალი წელია დაკეტილია. ჩვენ არ გვაქვს აქტივები და ანგარიშები საზღვარგარეთ და არც არასდროს გვქონია.

შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და ახლა, დიდმა ბრიტანეთმა დააფასეს ჩემი მეუღლის ვასილი ბროვკოს წვლილი რუსეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში. ახლა ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ...“- წერს კანდელაკი.

იხილეთ ასევე: