მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"1 კვირა გავიდა საზარელი ამბის მოსმენიდან, ჩვენი პასუხი დუმილი აღმოჩნდა და ეს დუმილი ყველაზე არასწორია" - რას წერს ქეთა გაბუნია მარტა ბარამიძის ისტორიაზე?
"1 კვირა გავიდა საზარელი ამბის მოსმენიდან, ჩვენი პასუხი დუმილი აღმოჩნდა და ეს დუმილი ყველაზე არასწორია" - რას წერს ქეთა გაბუნია მარტა ბარამიძის ისტორიაზე?

კლუ­ბის "მტკვარ­ზე" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ქეთა გა­ბუ­ნია მარ­ტა ბა­რა­მი­ძის უმ­ძი­მეს ის­ტო­რი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ი­გო. რო­გორც მარ­ტამ აღ­ნიშ­ნა, მას­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა 16 წლის ასაკ­ში სცა­დეს. მან მო­ძა­ლა­დის სა­ხე­ლიც გა­ამ­ხი­ლა - მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის პრო­მო­უ­ტე­რი ბიკო ბირ­ბი­ჩა­ძეა...

ქეთა გა­ბი­ა­ნი წერს, რომ ამ ამ­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბის შემ­დეგ ხმა არა­ვინ ამო­ი­ღო და დამ­ნა­შა­ვის და­სას­ჯე­ლად არა­ფე­რი მო­ი­მოქ­მე­დეს, რაც არას­წო­რია.

"1 კვი­რა გა­ვი­და სა­ზა­რე­ლი ამ­ბის მოს­მე­ნი­დან, რო­მე­ლიც მარ­თა ბა­რა­მი­ძემ გა­მო­ი­ა­რა. 1 კვი­რაა, ვე­ლო­დე­ბი რე­აქ­ცი­ას, ვინ ამო­ი­ღებს ხმას, რას მო­ვი­მოქ­მე­დებთ. ჩვე­ნი პა­სუ­ხი დუ­მი­ლი აღ­მოჩ­ნდა და ეს დუ­მი­ლი ყვე­ლა­ზე არას­წო­რია, რაც ახლა შე­იძ­ლე­ბა ხდე­ბო­დეს.

ჩვენ ვამ­ბობთ, რომ კლუ­ბე­ბის, ფეს­ტი­ვა­ლე­ბის და მთლი­ა­ნად ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის არსი ზრუნ­ვა, გა­ზი­ა­რე­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბაა. ამა­ზე დგას ეს კულ­ტუ­რა და ჩვენს შო­რის არი­ან თურ­მე ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სი­სას­ტი­კეს სჩა­დი­ან და ამა­ზე ხმას არ ვი­ღებთ. მარ­თა stay strong! ბო­დი­ში, რომ ყვე­ლა ერ­თხმად არ ვკი­ვით შენს და­სა­ცა­ვად" - წერს ქეთა გა­ბი­ა­ნი.

მარ­ტა ბა­რა­მი­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა "მას­ტერ­შე­ფი­დან" და სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან" კარ­გად იც­ნობს. ახალ­გაზ­რდა კუ­ლი­ნარ­სა და მსა­ხი­ობს საკ­მა­ოდ მძი­მე ცხოვ­რე­ბა აქვს გა­მოვ­ლი­ლი. ამის შე­სა­ხებ მან ია ფა­რუ­ლა­ვას გა­და­ცე­მა "ფა­რულ კონ­ვერ­ტში" გა­სულ კვი­რას ისა­უბ­რა. ერთ-ერთი მძი­მე ეპი­ზო­დი მისი ცხოვ­რე­ბი­დან სწო­რედ მას­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მცდე­ლო­ბა აღ­მოჩ­ნდა:

"16 წლის ასაკ­ში ვმუ­შა­ობ­დი სამ სამ­სა­ხურ­ში, ერთ-ერთი სამ­სა­ხუ­რი (ფო­ტოგ­რა­ფო­ბა) რომ მორ­ჩა, მინ­დო­და თბი­ლის­ში წა­მოს­ვლა და მო­ნას­ტრე­ბის ნახ­ვა. წა­მო­ვე­დი ერთ ადა­მი­ან­თან ერ­თად. ჩვენ 4 თვე ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით. მას და­ე­ლა­პა­რა­კა ჩემი მე­ზო­ბე­ლი, მან უთხრა, რომ დე­და­ჩე­მი იყო, ასე­ვე გზი­დან და­ე­ლა­პა­რა­კა დედა ეკა­ტე­რი­ნე - ეს ყვე­ლა­ფე­რი უსაფრ­თხო­ე­ბის გამო.

გზა­ში მან მი­თხრა, რომ ერთი ღამე უნდა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვით მა­მი­და­მის­თან. მი­ვე­დით არა­ყიშ­ვი­ლის ჩიხ­ში არ­სე­ბულ ბი­ნა­ში. რო­დე­საც და­ძი­ნე­ბის დრო მო­ვი­და, ერთ სა­ძი­ნე­ბელ­ში მე შე­ვე­დი, მე­ო­რე­ში - ის. მო­მა­კი­თხა ცოტა ხან­ში სა­ძი­ნე­ბელ­ში და მი­თხრა, თუ იმას არ გა­ვა­კე­თებ­დი, რაც მას უნ­დო­და, თითს მო­მაჭ­რი­და. მე გა­ვუწ­ვდი­ნე თითი და... დღემ­დე მაქვს შრა­მი, რო­მე­ლიც ამ ჭრი­ლო­ბი­დან შე­მომ­რჩა.

ჰქონ­და ძა­ლა­დო­ბის მცდე­ლო­ბა. უნ­დო­და ჩემი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა. ჩემ­გან უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ ჩამ­სვა მან­ქა­ნა­ში და წა­მიყ­ვა­ნა სა­საფ­ლა­ო­ზე, გად­მო­მიყ­ვა­ნა და გა­მი­მე­ო­რა ისევ, რომ თუ იმას არ გა­ვა­კე­თებ­დი, რაც მას სურ­და, დამ­ტო­ვებ­და სა­საფ­ლა­ო­ზე. უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ დამ­ტო­ვა და წა­ვი­და. ცოტა ხან­ში მობ­რუნ­და რა­დი­კა­ლუ­რად სხვა ადა­მი­ა­ნი. ვი­ფიქ­რე, რომ მა­ნამ­დე რა­ღა­ცის ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ იყო. ამის შემ­დეგ წა­მიყ­ვა­ნა კვლავ სახ­ლში, სა­დაც დამ­ტო­ვა და წა­ვი­და. ჩამ­კე­ტა შიგ­ნი­დან. ზეწ­რე­ბი გა­და­ვა­ბი ერ­თმა­ნეთს, და­ვა­მაგ­რე აივ­ნის მო­ა­ჯირს და მე­სა­მე სარ­თუ­ლი­დან ჩავ­ძვე­რი მე­ო­რე სარ­თულ­ზე, მოკ­ლედ ასე წა­მო­ვე­დი. არ მინ­და ვინ­მეს კი­დევ ჰქონ­დეს მსგავ­სი შემ­თხვე­ვა, ამი­ტომ ვამ­ბობ ამ ადა­მი­ა­ნის სა­ხელს და გვარს - ეს არის ბიკო ბირ­ბი­ჩა­ძე. ეს ისე­თი რა­მეა, ამის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა დაც­ვა დამ­ჭირ­დეს" - ამ­ბობს მარ­ტა.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
1

"ჩვენ ვამ­ბობთ, რომ კლუ­ბე­ბის, ფეს­ტი­ვა­ლე­ბის და მთლი­ა­ნად ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის არსი ზრუნ­ვა, გა­ზი­ა­რე­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბაა"-ო. რას ბოდავ, თუ იცი?

????????
11

ასე პორცია-პორცია რომ უშვებს, ცოტა უცნაური მგონია, დროდადრო უშვებს ინფორმაციებს, რომ პოპულარობა არ დაკარგოს, მაყაშვილივით ცდილობს ფულად კომპენსაციასაც გამორჩეს! თუ სიცრუეა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

"1 კვირა გავიდა საზარელი ამბის მოსმენიდან, ჩვენი პასუხი დუმილი აღმოჩნდა და ეს დუმილი ყველაზე არასწორია" - რას წერს ქეთა გაბუნია მარტა ბარამიძის ისტორიაზე?

"1 კვირა გავიდა საზარელი ამბის მოსმენიდან, ჩვენი პასუხი დუმილი აღმოჩნდა და ეს დუმილი ყველაზე არასწორია" - რას წერს ქეთა გაბუნია მარტა ბარამიძის ისტორიაზე?

კლუბის "მტკვარზე" დამფუძნებელი ქეთა გაბუნია მარტა ბარამიძის უმძიმეს ისტორიას ეხმაურება, რომელიც საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ გაიგო. როგორც მარტამ აღნიშნა, მასზე სექსუალური ძალადობა 16 წლის ასაკში სცადეს. მან მოძალადის სახელიც გაამხილა - მისი ინფორმაციით, ის პრომოუტერი ბიკო ბირბიჩაძეა...

ქეთა გაბიანი წერს, რომ ამ ამბის გამჟღავნების შემდეგ ხმა არავინ ამოიღო და დამნაშავის დასასჯელად არაფერი მოიმოქმედეს, რაც არასწორია.

"1 კვირა გავიდა საზარელი ამბის მოსმენიდან, რომელიც მართა ბარამიძემ გამოიარა. 1 კვირაა, ველოდები რეაქციას, ვინ ამოიღებს ხმას, რას მოვიმოქმედებთ. ჩვენი პასუხი დუმილი აღმოჩნდა და ეს დუმილი ყველაზე არასწორია, რაც ახლა შეიძლება ხდებოდეს.

ჩვენ ვამბობთ, რომ კლუბების, ფესტივალების და მთლიანად ელექტრონული მუსიკის არსი ზრუნვა, გაზიარება და უსაფრთხოებაა. ამაზე დგას ეს კულტურა და ჩვენს შორის არიან თურმე ადამიანები, რომლებიც სისასტიკეს სჩადიან და ამაზე ხმას არ ვიღებთ. მართა stay strong! ბოდიში, რომ ყველა ერთხმად არ ვკივით შენს დასაცავად" - წერს ქეთა გაბიანი.

მარტა ბარამიძეს საზოგადოება "მასტერშეფიდან" და სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" კარგად იცნობს. ახალგაზრდა კულინარსა და მსახიობს საკმაოდ მძიმე ცხოვრება აქვს გამოვლილი. ამის შესახებ მან ია ფარულავას გადაცემა "ფარულ კონვერტში" გასულ კვირას ისაუბრა. ერთ-ერთი მძიმე ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან სწორედ მასზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის მცდელობა აღმოჩნდა:

"16 წლის ასაკში ვმუშაობდი სამ სამსახურში, ერთ-ერთი სამსახური (ფოტოგრაფობა) რომ მორჩა, მინდოდა თბილისში წამოსვლა და მონასტრების ნახვა. წამოვედი ერთ ადამიანთან ერთად. ჩვენ 4 თვე ერთად ვმუშაობდით. მას დაელაპარაკა ჩემი მეზობელი, მან უთხრა, რომ დედაჩემი იყო, ასევე გზიდან დაელაპარაკა დედა ეკატერინე - ეს ყველაფერი უსაფრთხოების გამო.

გზაში მან მითხრა, რომ ერთი ღამე უნდა დავრჩენილიყავით მამიდამისთან. მივედით არაყიშვილის ჩიხში არსებულ ბინაში. როდესაც დაძინების დრო მოვიდა, ერთ საძინებელში მე შევედი, მეორეში - ის. მომაკითხა ცოტა ხანში საძინებელში და მითხრა, თუ იმას არ გავაკეთებდი, რაც მას უნდოდა, თითს მომაჭრიდა. მე გავუწვდინე თითი და... დღემდე მაქვს შრამი, რომელიც ამ ჭრილობიდან შემომრჩა.

ჰქონდა ძალადობის მცდელობა. უნდოდა ჩემი გაუპატიურება. ჩემგან უარის მიღების შემდეგ ჩამსვა მანქანაში და წამიყვანა სასაფლაოზე, გადმომიყვანა და გამიმეორა ისევ, რომ თუ იმას არ გავაკეთებდი, რაც მას სურდა, დამტოვებდა სასაფლაოზე. უარის მიღების შემდეგ დამტოვა და წავიდა. ცოტა ხანში მობრუნდა რადიკალურად სხვა ადამიანი. ვიფიქრე, რომ მანამდე რაღაცის ზეგავლენის ქვეშ იყო. ამის შემდეგ წამიყვანა კვლავ სახლში, სადაც დამტოვა და წავიდა. ჩამკეტა შიგნიდან. ზეწრები გადავაბი ერთმანეთს, დავამაგრე აივნის მოაჯირს და მესამე სართულიდან ჩავძვერი მეორე სართულზე, მოკლედ ასე წამოვედი. არ მინდა ვინმეს კიდევ ჰქონდეს მსგავსი შემთხვევა, ამიტომ ვამბობ ამ ადამიანის სახელს და გვარს - ეს არის ბიკო ბირბიჩაძე. ეს ისეთი რამეა, ამის შემდეგ შეიძლება დაცვა დამჭირდეს" - ამბობს მარტა.

ნახეთ ასევე: