პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინის რადას სპიკერმა მადლობა გადამიხადა თანადგომისთვის, ამით ყველაფერი ნათქვამია" - შალვა პაპუაშვილი
"უკრაინის რადას სპიკერმა მადლობა გადამიხადა თანადგომისთვის, ამით ყველაფერი ნათქვამია" - შალვა პაპუაშვილი

უკ­რა­ი­ნის რა­დას სპი­კერ­მა, გუ­შინ, მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­და თა­ნად­გო­მის­თვის, ამით ყვე­ლა­ფე­რი ნათ­ქვა­მია - მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნას ნამ­დვი­ლი ელჩი წარ­მო­ად­გენ­დეს და არა სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრო­მე­ლი, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნის დრო­ე­ბი­თი რწმუ­ნე­ბუ­ლის ან­დრეი კა­სი­ა­ნო­ვის კრი­ტი­კას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მისი თქმით, ქვეყ­ნის შიგ­ნით, ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლი და გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან იმით, რომ უკ­რა­ი­ნა და სა­ქარ­თვე­ლო ერ­თმა­ნეთს რა­მე­ნა­ი­რად გა­და­კი­დოს.

"მე გუ­შინ მქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია ჩემს კო­ლე­გას­თან, უკ­რა­ი­ნის რა­დას ხელ­მძღვა­ნელ­თან, მი­ვი­ღე მად­ლო­ბა მისი მხრი­დან, ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რის­თვის. ეს არის, რა­საც მე ვა­ფა­სებ. უკ­რა­ი­ნის სა­ელ­ჩოს ცალ­კე­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბებ­ზე კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ. იმე­დი მაქვს, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით გა­ე­სა­უბ­რე­ბა მას. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბით ამ პე­რი­ოდ­ში, უკ­რა­ი­ნას სა­ქარ­თვე­ლო­ში ნამ­დვი­ლი ელჩი წარ­მო­ად­გენ­დეს და არა სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრო­მე­ლი. ვხე­დავთ, რომ ქვეყ­ნის შიგ­ნით, ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია მხო­ლოდ ერთი რა­მით, რომ რა­მე­ნა­ი­რად გა­და­კი­დოს ერ­თმა­ნეთს უკ­რა­ი­ნა და სა­ქარ­თვე­ლო. სამ­წუ­ხა­როდ, არის ჯგუ­ფე­ბი უკ­რა­ი­ნა­შიც, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ, რომ უკ­რა­ი­ნა და სა­ქარ­თვე­ლო ერ­თმა­ნეთს გა­და­კი­დონ, მაგ­რამ მი­ხა­რია, რომ უკ­რა­ი­ნის რა­და­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს შო­რის არის თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ვფიქ­რობ, რომ ამ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ეს და­ვამ­ტკი­ცეთ. არ მინ­და სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრო­მელ­თან დის­კუ­სი­ა­ში შე­ვი­დე“, - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნის საქ­მე­თა დრო­ე­ბით­მა რწმუ­ნე­ბულ­მა, ან­დრეი კა­სი­ა­ნოვ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ უკ­რა­ი­ნას­თან ომში რუ­სე­თის უპი­რა­ტე­სო­ბებ­სა და 10 და­სახ­ლე­ბის აღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე კი­თხვას უპა­სუ­ხა და გა­ნა­ცხა­და, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ცალ­კე­უ­ლი დე­პუ­ტა­ტი „შო­ი­გუს დაკ­რულ­ზე ცეკ­ვას აგ­რძე­ლებს, რა­საც უკ­რა­ი­ნა გმობს.

კა­სი­ა­ნო­ვი ყვე­ლას ურ­ჩევს, ფრონტზე გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ი­ყე­ნონ და არა რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის ტყუ­ი­ლი.

„ჩვენ ვგმობთ იმ ფაქტს, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ცალ­კე­უ­ლი მოქ­მე­დი დე­პუ­ტა­ტი აგ­რძე­ლებს რუსი სამ­ხედ­რო დამ­ნა­შა­ვე, შო­ი­გუს დაკ­რულ­ზე ცეკ­ვას უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი­სა და ქარ­თვე­ლი მო­ხა­ლი­სე­ე­ბის სის­ხლზე“, - გა­ნა­ცხა­და კა­სი­ა­ნოვ­მა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
asea es
12

რა გაუკვირდა რომ ვერაფერი გაგაგებინეს ეხლა სხვანაირად მოგიდგნენ.

კოლხიდელი
44

მართალი და მაგარი კაცია პაპუაშვილი,საღად,დემოკრატიულად და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე...

ავტორი:

"უკრაინის რადას სპიკერმა მადლობა გადამიხადა თანადგომისთვის, ამით ყველაფერი ნათქვამია" - შალვა პაპუაშვილი

"უკრაინის რადას სპიკერმა მადლობა გადამიხადა თანადგომისთვის, ამით ყველაფერი ნათქვამია" - შალვა პაპუაშვილი

უკრაინის რადას სპიკერმა, გუშინ, მადლობა გადამიხადა თანადგომისთვის, ამით ყველაფერი ნათქვამია - მნიშვნელოვანია, საქართველოში უკრაინას ნამდვილი ელჩი წარმოადგენდეს და არა საელჩოს თანამშრომელი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ხელისუფლებისადმი საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის კრიტიკას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ქვეყნის შიგნით, ოპოზიციის ნაწილი და გარკვეული ჯგუფები უკრაინაში დაკავებულები არიან იმით, რომ უკრაინა და საქართველო ერთმანეთს რამენაირად გადაკიდოს.

"მე გუშინ მქონდა კომუნიკაცია ჩემს კოლეგასთან, უკრაინის რადას ხელმძღვანელთან, მივიღე მადლობა მისი მხრიდან, ჩვენი მხარდაჭერისთვის. ეს არის, რასაც მე ვაფასებ. უკრაინის საელჩოს ცალკეული წარმომადგენლის განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით გაესაუბრება მას. მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ამ პერიოდში, უკრაინას საქართველოში ნამდვილი ელჩი წარმოადგენდეს და არა საელჩოს თანამშრომელი. ვხედავთ, რომ ქვეყნის შიგნით, ოპოზიციის ნაწილი დაკავებულია მხოლოდ ერთი რამით, რომ რამენაირად გადაკიდოს ერთმანეთს უკრაინა და საქართველო. სამწუხაროდ, არის ჯგუფები უკრაინაშიც, რომლებიც ცდილობენ, რომ უკრაინა და საქართველო ერთმანეთს გადაკიდონ, მაგრამ მიხარია, რომ უკრაინის რადასა და საქართველოს პარლამენტს შორის არის თბილი ურთიერთობები. ვფიქრობ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ეს დავამტკიცეთ. არ მინდა საელჩოს თანამშრომელთან დისკუსიაში შევიდე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ უკრაინასთან ომში რუსეთის უპირატესობებსა და 10 დასახლების აღებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული დეპუტატი „შოიგუს დაკრულზე ცეკვას აგრძელებს, რასაც უკრაინა გმობს.

კასიანოვი ყველას ურჩევს, ფრონტზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიციალური ინფორმაცია გამოიყენონ და არა რუსული პროპაგანდის ტყუილი.

„ჩვენ ვგმობთ იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების" ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს რუსი სამხედრო დამნაშავე, შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე“, - განაცხადა კასიანოვმა.