მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედამისი ერთ დღეში დაბერდა" - 6 წლის ბიჭის ტრაგედია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, თუმცა მაშველებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: იტალიელი ბავშვის უმძიმესი ამბავი
"დედამისი ერთ დღეში დაბერდა" - 6 წლის ბიჭის ტრაგედია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, თუმცა მაშველებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: იტალიელი ბავშვის უმძიმესი ამბავი

ცოტა ხნის წინ მთე­ლი მსოფ­ლიო შეძ­რა 5 წლის მა­რო­კო­ე­ლი ბი­ჭუ­ნას ის­ტო­რი­ამ, რო­მე­ლიც 32-მეტ­რი­ან ჭაში ჩა­ვარ­და. დიდი ძა­ლის­ხმე­ვის და მსოფ­ლიო ყუ­რა­დღე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მაშ­ვე­ლებ­მა მისი ამოყ­ვა­ნა ვერ შეძ­ლეს. ბი­ჭუ­ნა მი­ღე­ბუ­ლი ტრავ­მე­ბი­სა და შიმ­ში­ლის­გან გარ­და­იც­ვა­ლა.

თით­ქმის იგი­ვე ის­ტო­რია 1981 წელს იტა­ლი­ა­ში, ქა­ლაქ ვერ­მი­ჩი­ნო­შიც მოხ­და. 6 წლის ალფ­რე­დო რამ­პლის სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, პი­რი­და­პი­რი ეთე­რით გა­და­ი­ცე­მო­და. ბი­ჭუ­ნა არ­ტე­ზი­უ­ლი ჭის­გან გა­ჩე­ნილ 80-მეტ­რი­ან ნაპ­რალ­ში ჩა­ვარ­და. მის ის­ტო­რი­ა­ში ბევ­რი რამ ბო­ლომ­დე გა­უ­გე­ბა­რი დარ­ჩა. მა­გა­ლი­თად, მას­წავ­ლე­ბე­ლი, რომ­ლის კუთ­ვნილ მი­წის ნაკ­ვეთ­ზეც ჭა მდე­ბა­რე­ობ­და, ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ ის თავ­ღია არ ყო­ფი­ლა და კარ­გად იყო და­ცუ­ლი. მოწ­მე­ე­ბი სა­პი­რის­პი­როს ამ­ტკი­ცე­ბენ. ბო­ლომ­დე ვერც ის გა­ირ­კვა, რა­ტომ ატე­ხეს ალფ­რე­დოს მშობ­ლებ­მა გან­გა­ში ბი­ჭუ­ნას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან საკ­მა­ოდ დიდი დრო­ის გას­ვლის შემ­დეგ. თუმ­ცა მტერ­საც არ უსურ­ვებს ადა­მი­ა­ნი იმის გა­და­ტა­ნას, რაც მათ გა­და­ი­ტა­ნეს ივ­ნი­სის 3 ცხე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში.

11 ივ­ნისს ქა­ლა­ქის სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა უკვე იცო­და მომ­ხდა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ. ის თა­ვად მი­ვი­და ჭას­თან და სა­კუ­თა­რი ყუ­რით მო­ის­მი­ნა, რო­გორ ეძახ­და ალფ­რე­დო და­სუს­ტე­ბუ­ლი ხმით დე­დას. სა­მა­გი­ე­როდ, ჭაში ჩა­ნა­თე­ბა მხო­ლოდ ტე­ლე­რე­პორ­ტი­ო­რე­ბის მძლავ­რო პრო­ჟექ­ტო­რე­ბით მო­ხერ­ხდა, რად­გან სა­მაშ­ვე­ლოს ასე­თი ხელ­სა­წყო არ აღ­მოჩ­ნდა. ცხა­დი იყო, რომ ად­გიბ­რივ ძა­ლებს არც კომ­პე­ტენ­ცია და არც სა­თა­ნა­დო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა არ ჰყოფ­ნი­დათ, რომ ამ მძი­მე ინ­ცინ­დეტს გამ­კლა­ვე­ბოდ­ნენ. და­მა­ტე­ბით­მა ძა­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის სხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან გა­მო­ი­ძა­ხეს, უც­ნა­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღეს. ჭაში ჩა­უშ­ვეს ხის დაფა, რომ ალფ­რე­დო მას­ზე აცო­ცე­ბუ­ლი­ყო და ზე­მოთ ამო­ეყ­ვა­ნათ. ის ვერ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს, რომ და­შა­ვე­ბუ­ლი და და­სუს­ტე­ბუ­ლი ბავ­შვი, რო­მე­ლიც გა­ჭე­დი­ლი იყი ნაპ­რალ­ში, ამას ვერ მო­ა­ხერ­ხებ­და. ცოტა ხან­ში უა­რე­სი რამ მოხ­და - დაფა24 მეტ­რის სიღ­რმე­ზე მო­წყდა და თით­ქმის მთლი­ა­ნად გა­ჭე­და ჭის ისე­დაც ვიწ­რო ღი­ო­ბი.

ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბა ჭაში მიკრო­ფო­ნი ჩა­უშ­ვეს. ამ­ჯე­რად უკევ გარ­კვე­ვით ის­მო­და უმ­წეო ბავ­შვის ტი­რი­ლი, საშ­ველ­ლად კი დე­დას ეძახ­და. ”დედა, ამო­მიყ­ვა­ნე აქე­და, ხელი და ფეხი მტკი­ვა, და­ვი­ღა­ლე” - ის­მო­და მიკრო­ფონ­ში. დედა, ფრან­კა რამ­პლი მწუ­ხა­რე­ბის­გან გო­დებ­და, გული უკ­ვდე­ბო­და შვი­ლის ხმის გა­გო­ნე­ბა­ზე, თუმ­ცა ვე­რა­ფერს შვე­ლო­და. თვითმხილ­ვე­ლე­ბი ყვე­ბოდ­ნენ, რომ ქალი ერთ დღე­ში და­ბერ­და...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Philip
4

ანუ დასკვნა - ნუ დატოვებთ ბავშვს მარტო 80 მეტრიან ღრმულთან და დასქროლავთ ინსტაგრამს 

ილკარი
0

ღმერთო დაიფარე ყველა ბავშვი ასეთი უბედურებისგან...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"დედამისი ერთ დღეში დაბერდა" - 6 წლის ბიჭის ტრაგედია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, თუმცა მაშველებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: იტალიელი ბავშვის უმძიმესი ამბავი

"დედამისი ერთ დღეში დაბერდა" - 6 წლის ბიჭის ტრაგედია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, თუმცა მაშველებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: იტალიელი ბავშვის უმძიმესი ამბავი

ცოტა ხნის წინ მთელი მსოფლიო შეძრა 5 წლის მაროკოელი ბიჭუნას ისტორიამ, რომელიც 32-მეტრიან ჭაში ჩავარდა. დიდი ძალისხმევის და მსოფლიო ყურადღების მიუხედავად, მაშველებმა მისი ამოყვანა ვერ შეძლეს. ბიჭუნა მიღებული ტრავმებისა და შიმშილისგან გარდაიცვალა.

თითქმის იგივე ისტორია 1981 წელს იტალიაში, ქალაქ ვერმიჩინოშიც მოხდა. 6 წლის ალფრედო რამპლის სამაშველო ოპერაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირიდაპირი ეთერით გადაიცემოდა. ბიჭუნა არტეზიული ჭისგან გაჩენილ 80-მეტრიან ნაპრალში ჩავარდა. მის ისტორიაში ბევრი რამ ბოლომდე გაუგებარი დარჩა. მაგალითად, მასწავლებელი, რომლის კუთვნილ მიწის ნაკვეთზეც ჭა მდებარეობდა, ირწმუნებოდა, რომ ის თავღია არ ყოფილა და კარგად იყო დაცული. მოწმეები საპირისპიროს ამტკიცებენ. ბოლომდე ვერც ის გაირკვა, რატომ ატეხეს ალფრედოს მშობლებმა განგაში ბიჭუნას გაუჩინარებიდან საკმაოდ დიდი დროის გასვლის შემდეგ. თუმცა მტერსაც არ უსურვებს ადამიანი იმის გადატანას, რაც მათ გადაიტანეს ივნისის 3 ცხელი დღის განმავლობაში.

11 ივნისს ქალაქის სამაშველო სამსახურის უფროსმა უკვე იცოდა მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ. ის თავად მივიდა ჭასთან და საკუთარი ყურით მოისმინა, როგორ ეძახდა ალფრედო დასუსტებული ხმით დედას. სამაგიეროდ, ჭაში ჩანათება მხოლოდ ტელერეპორტიორების მძლავრო პროჟექტორებით მოხერხდა, რადგან სამაშველოს ასეთი ხელსაწყო არ აღმოჩნდა. ცხადი იყო, რომ ადგიბრივ ძალებს არც კომპეტენცია და არც სათანადო აღჭურვილობა არ ჰყოფნიდათ, რომ ამ მძიმე ინცინდეტს გამკლავებოდნენ. დამატებითმა ძალებმა, რომლებიც ქვეყნის სხვა რეგიონებიდან გამოიძახეს, უცნაური გადაწყვეტილება მიღეს. ჭაში ჩაუშვეს ხის დაფა, რომ ალფრედო მასზე აცოცებულიყო და ზემოთ ამოეყვანათ. ის ვერ გაითვალისწინეს, რომ დაშავებული და დასუსტებული ბავშვი, რომელიც გაჭედილი იყი ნაპრალში, ამას ვერ მოახერხებდა. ცოტა ხანში უარესი რამ მოხდა - დაფა24 მეტრის სიღრმეზე მოწყდა და თითქმის მთლიანად გაჭედა ჭის ისედაც ვიწრო ღიობი.

ტელევიზიების წარმომადგენლება ჭაში მიკროფონი ჩაუშვეს. ამჯერად უკევ გარკვევით ისმოდა უმწეო ბავშვის ტირილი, საშველლად კი დედას ეძახდა. ”დედა, ამომიყვანე აქედა, ხელი და ფეხი მტკივა, დავიღალე” - ისმოდა მიკროფონში. დედა, ფრანკა რამპლი მწუხარებისგან გოდებდა, გული უკვდებოდა შვილის ხმის გაგონებაზე, თუმცა ვერაფერს შველოდა. თვითმხილველები ყვებოდნენ, რომ ქალი ერთ დღეში დაბერდა...წაიკითხეთ სრულად