უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის ომმა უკრაინის წინააღმდეგ აჩვენა საერთაშორისო ინსტიტუტების სისუსტე. ამის შესახებ მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"იცით, უამრავი ინსტიტუტებისგან რა პასუხებით დავიღალე? „ჩვენ არ გვაქვს ეს მანდატი". ანუ, არა უნივერსალური მანდატი, არა უნივერსალური წვდომა, არა უნივერსალური ორგანიზაცია. მაგრამ, მათ რაღაც მომენტში დაარღვიეს (მანდატი)- გაერომ გუტერეშის მეთაურობით, მე ძალიან მადლობელი ვარ მისი... და ჩვენ თურქებთან ერთად ვიმუშავეთ და გავაკეთეთ ეს დერეფანი. და მაინც, ჩვენი მარცვლეული გავიდა“ , - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი აჩვენებს სისუსტეებს არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროკავშირში, მთლიანად კონტინენტზე და საერთაშორისო ინსტიტუტებში.
"ამ ომში უსაფრთხოების სხვა ინფრასტრუქტურა აუცილებლად გაიმარჯვებს" - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტ ზელენსკიმ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ იმედი გაუცრუეს იმ ჩინოვნიკებმა, რომლებმაც ქალაქები დატოვეს სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებისას ნაცვლად იმისა, რომ მათ დაცვაზე ეზრუნათ.
"ვინ გამიცრუა იმედი. ყველამ, ვინც წავიდა 24-დან. ყველა, ვინც დატოვა კიევი. ვინც დატოვა ქალაქები, სოფლები, ვინც უნდა მართოს სახელმწიფო, ან დაიცვას იგი, იბრძოლოს მათთვის. ყველა ამ ადამიანმა იმედი გამიცრუა", - თქვა მან.
სახელმწიფოს მეთაურმა ასევე უპასუხა კითხვას ომის დროს მის ყველაზე დიდ შეცდომაზე.
"ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა... მეჩვენება, რომ ისინი საკმარისად იყო. დილიდან საღამომდე არჩევანს ვაკეთებ, ცოცხალი ადამიანი ვარ. ყოველდღე ალბათ ვუშვებ შეცდომებს. დარწმუნებული ვარ, რომ ვცდები. მთავარი ის არის, რომ მე, როგორც პრეზიდენტს, არ მქონია საბედისწერო შეცდომები“ , - განაცხადა ზელენსკიმ.
ნახეთ ასევე: