პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა მამაკაცების სქესობრივ ჯანმრთელობაზე ვიდეო გამოვაქვეყნე, მათი რიცხვი ჩემს გამომწერებში გაიზარდა" - ქართველი ექიმი, რომელიც ტაბუდადებული თემებით "ტიკ-ტოკზე" გამოჩნდა
"როცა მამაკაცების სქესობრივ ჯანმრთელობაზე ვიდეო გამოვაქვეყნე, მათი რიცხვი ჩემს გამომწერებში გაიზარდა" - ქართველი ექიმი, რომელიც ტაბუდადებული თემებით "ტიკ-ტოკზე" გამოჩნდა

რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გი მა­ნა­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი ერთ-ერთი პირ­ვე­ლია ქარ­თველ ექი­მებს შო­რის, რო­მე­ლიც "ტიკ-ტო­კის" პლატ­ფორ­მა­ზე გა­მოჩ­ნდა. ექი­მი ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ იდეა კო­ვიდ­პან­დე­მი­ის დროს გა­უჩ­ნდა, რო­დე­საც თა­ვა­დაც ვირუსს ებ­რძო­და და სახ­ლი­დან გას­ვლა არ შე­ეძ­ლო.

სა­მე­დი­ცი­ნო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პლატ­ფორ­მის შექ­მნა გა­მო­უ­ვი­და, რად­გან სა­უ­ბა­რი და­ი­წყო ისეთ ტა­ბუ­ი­რე­ბულ თე­მებ­ზე, რო­გო­რი­ცაა სქე­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბა და მისი "ტიკ-ტო­კის" პრო­ფი­ლი ამ­ჟა­მად 148 ათას­ზე მეტ გა­მომ­წერს ით­ვლის... პოს­ტებ­ზე კი მი­ლი­ონ­ზე მეტი მო­წო­ნე­ბა აქვს...

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, თქვენ ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ექი­მი იყა­ვით, რო­მე­ლიც "ტიკ-ტო­კის" პლატ­ფორ­მა­ზე გა­მოჩ­ნდით, გა­გი­ჭირ­დათ თა­ვი­დან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, მა­ინც თი­ნე­ი­ჯე­რულ კონ­ტენ­ტად აღიქ­მე­ბო­და...

- რო­დე­საც პან­დე­მი­ის დროს კო­ვი­დი და­მე­მარ­თა, გა­და­დე­ბის რის­კის გამო, მეც სახ­ლში მო­მი­წია თით­ქმის ორი კვი­რის გა­ტა­რე­ბა. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე "ტიკ-ტოკი", სო­ცი­ა­ლუ­რი პლატ­ფორ­მა, რომ­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ. ბავ­შვო­ბი­დან კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ, მიყ­ვარს ვი­დე­ო­ე­ბის გა­და­ღე­ბა, არ მაქვს კა­მე­რის კომ­პლექ­სი, ამი­ტომ მა­შინ­ვე დავ­რე­გის­ტრირ­დი და საც­დე­ლად ერთი ვი­დეო გა­და­ვი­ღე და გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე. მა­შინ­ვე ძა­ლი­ან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა და მივ­ხვდი, რომ რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი და სქე­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის კუ­თხით, რე­ა­ლუ­რად ახალ­გაზ­რდებ­ში მარ­თლაც მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია იყო. ძი­რი­თა­დად მსგავს თე­მებ­ზე და­ვი­წყე ვი­დე­ო­ე­ბის გა­და­ღე­ბა. ასე­ვე ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა მათი კი­თხვე­ბი, ამით ვხვდე­ბო­დი რა აინ­ტე­რე­სებ­დათ.

- რო­გორ შეხ­ვდნენ თქვენს გა­მო­ჩე­ნას ახალ სო­ცი­ა­ლურ არხზე, თუნ­დაც კო­ლე­გე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, პა­ცი­ენ­ტე­ბი...

- თა­ვი­დან ძა­ლი­ან სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებ­დნენ. იყო ასე­თი აზ­რიც, რომ თით­ქოს ექიმს ასე­თი რამ არ შე­მე­ფე­რე­ბო­და, იყო აგ­რე­სი­უ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბიც. მწერ­დნენ, რომ კა­ბი­ნეტ­ში უნდა მეს­წავ­ლე­ბი­ნა პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბი და არა სა­ჯა­როდ. თა­ვი­დან ამის გამო მა­ინც ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, მაგ­რამ იმ­დე­ნი და­დე­ბი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი იყო ამის სა­პირ­წო­ნედ, რომ მივ­ხვდი რე­ა­ლუ­რად უფრო მეტ ადა­მი­ა­ნებს ვეხ­მა­რე­ბო­დი. ამი­ტომ ნე­გა­ტი­ურ კო­მენ­ტა­რებს აღარ ვაქ­ცევ­დი ყუ­რა­დღე­ბას.

- მა­ნამ­დე ფე­ის­ბუქ­ზეც რთავ­დით ხოლ­მე ლა­ი­ვებს". შე­გიძ­ლი­ათ გვი­თხრათ, რით გან­სხვავ­დე­ბა ამ ორი სო­ცი­ა­ლუ­რი არ­ხის მა­ყუ­რე­ბე­ლი?

- სა­ერ­თოდ "ტიკ-ტოკ­ზე" 3 წუთ­ზე მეტ ვი­დე­ოს ვერ ჩა­წერ და რაც უფრო პა­ტა­რაა ვი­დეო, მით უფრო მეტი ხალ­ხი ნა­ხუ­ლობს. ძი­რი­თა­დად ერ­თწუ­თი­ან ვი­დე­ო­ებს ვა­კე­თებ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­ხე­ლა შრო­მაა, ამ ერთ წუთ­ში უნდა ჩა­ა­ტიო ის სათ­ქმე­ლი, რაც მა­ყუ­რებ­ლის­თვის გაქვს. აქვე ყვე­ლა­ფერს აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი, რაზე სა­უბ­რობ. უნდა იყო ის რაც ხარ, ბუ­ნებ­რი­ვი და პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა უმ­თავ­რე­სია მა­ყუ­რე­ბელ­თან ნდო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად. რაც შე­ე­ხე­ბა ფე­ის­ბუქს, პირ­ვე­ლი ვი­ყა­ვი, რო­მელ­მაც კლი­ნი­კის გვერ­დი­დან ფე­ის­ბუქ-ლა­ი­ვე­ბი და­ვი­წყე. მა­ში­ნაც იყო კო­მენ­ტა­რე­ბი, რომ - რა უნ­დო­და ექიმს ფე­ის­ბუქ­ზე, თან პირ­და­პირ ეთერ­ში. ეს უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც გა­დავ­ლა­ხე და ჩემი საქ­მე გა­ვა­კე­თე, რად­გან მჯე­რო­და, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო რა­მეს ვა­კე­თებ­დი. "ტიკ-ტოკ­ზე" უფრო ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან, ფე­ის­ბუქ­ზე უფრო უფ­რო­სი თა­ო­ბაა. ასე­ვე ჩემი "ლა­ი­ვე­ბი" აღ­მოჩ­ნდა ემიგ­რან­ტე­ბის­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო. ისი­ნი ხში­რად მწერ­დნენ და მათ ონ­ლა­ინ კონ­სულ­ტა­ცი­ებ­საც ვუ­ტა­რებ­დი.

- თქვე­ნი "ტიკ-ტო­კის" კონ­ტენ­ტი ხში­რად თა­მა­მია, სა­უბ­რობთ ისეთ თე­მებ­ზე, რა­ზეც აქამ­დე სა­ჯა­როდ იშ­ვი­ა­თად სა­უბ­რობ­დნენ გი­ნე­კო­ლო­გე­ბი, ამას თუ შე­უქ­მნია გარ­კვე­უ­ლი უხერ­ხუ­ლო­ბა...

- რო­გორც და­სა­წყის­ში გი­თხა­რით, ინ­ფორ­მა­ცია სქე­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის კუ­თხით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მწი­რია, რად­გან წლე­ბის მან­ძილ­ზე ეს თე­მე­ბი ტა­ბუ­ი­რე­ბუ­ლი იყო. ახლა ბევრ ინ­ფორ­მა­ცი­ას იღე­ბენ იგი­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­დან, მაგ­რამ აქაც რთუ­ლია გა­არ­ჩიო, რო­მე­ლია ყალ­ბი და რე­ა­ლუ­რი კონ­ტენ­ტი. ელე­მენ­ტა­რუ­ლად სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის აგე­ბუ­ლე­ბა და ფი­ზი­ო­ლო­გია, პო­პუ­ლა­რულ დო­ნე­ზე ყვე­ლამ უნდა იცო­დეს.

- ალ­ბათ, ბევ­რი უც­ნა­უ­რი კი­თხვა შე­მო­დის, გწე­რენ პი­რად­შიც...

- დიახ, ხან­და­ხან ისიც მი­ფიქ­რია, სე­რი­ო­ზუ­ლად მე­კი­თხე­ბა მომ­ხმა­რე­ბე­ლი თუ ხუმ­რობს. შემ­დეგ იგი­ვე კი­თხვა შე­იძ­ლე­ბა იმ­დენ­მა ადა­მი­ან­მა დას­ვას, რომ ვხვდე­ბი, მარ­თლა არ იცი­ან. მა­გა­ლი­თად, უკი­თხავთ, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა სპერ­მის სხე­ულ­ზე, თუნ­დაც ხელ­ზე მოხ­ვედ­რით და­ორ­სულ­დეს ადა­მი­ა­ნი. მსგავს უც­ნა­ურ კი­თხვებს ორი­ვე სქე­სის მა­ყუ­რებ­ლე­ბი სვა­მენ.

- სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ "ტიკ-ტოკ­ზე" თქვენს პლატ­ფორ­მა­ზე მა­მა­კა­ცე­ბიც აქ­ტი­უ­რო­ბენ, რაც ნაკ­ლე­ბია ფე­ის­ბუქ­ზე, ამას რო­გორ ახ­სნით?

- სა­ერ­თოდ, მა­მა­კა­ცე­ბი უფრო და­ჩაგ­რუ­ლე­ბი არი­ან, რად­გან ქა­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცია შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ძიო ქარ­თუ­ლად ინ­ტერ­ნეტ­ში. თავ­და­პირ­ვე­ლად, რო­დე­საც მა­მა­კა­ცე­ბის სქე­სობ­რივ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ვი­დეო გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე, მათი რი­ცხვი ჩემ გა­მომ­წე­რებ­ში გა­ი­ზარ­და. სა­ერ­თოდ, ქა­ლე­ბი უფრო გახ­სნი­ლე­ბი არი­ან, თუმ­ცა ბოლო დროს მა­მა­კა­ცე­ბიც ხში­რად მის­ვა­მენ კი­თხვებს.

- წე­ღან უც­ნა­უ­რი კი­თხვე­ბი ვახ­სე­ნეთ და მა­მა­კა­ცე­ბის­გან დას­მუ­ლი ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი კი­თხვა რა გახ­სენ­დე­ბათ ან მათ ძი­რი­თა­დად რა აინ­ტე­რე­სებთ?

- სხვა­თა შო­რის, კა­ცებ­ზე, რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, თა­ვი­დან კი­თხვე­ბის დას­მა უჭირ­დათ. ახლა ჩემს პლატ­ფორ­მა­ზე 40%-მდე მა­მა­კა­ცე­ბი არი­ან. მათ კი­თხვე­ბი ძი­რი­თა­დად სწრაფ ეა­კუ­ლა­ცი­ას ეხე­ბა. ასე­ვე მცდა­რი წარ­მოდ­გე­ნა აქვთ უშ­ვი­ლო­ბა­ზე, ძი­რი­თა­დად ჰგო­ნი­ათ, რომ ვე­ნე­რო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში უშ­ვი­ლო­ბას იწ­ვევს. ხში­რია, რო­დე­საც ეუ­ხერ­ხუ­ლე­ბათ სპე­ცი­ა­ლის­ტთან მის­ვლა და პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას თვით­მკურ­ნა­ლო­ბით ცდი­ლო­ბენ, რაც, რა თქმა უნდა, და­უშ­ვე­ბე­ლია. კა­ცე­ბიც ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რე­ბი არი­ან, სულ მად­ლო­ბას მე­უბ­ნე­ბი­ან ასე­თი თე­მე­ბის გაჟ­ღე­რე­ბის­თვის.

- ხში­რად სა­უბ­რო­ბენ, რომ სკო­ლებ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გაკ­ვე­თი­ლის სა­ხით სწავ­ლე­ბა. თქვენ რო­გორ უყუ­რებთ ამ სა­კითხს?

- რა თქმა უნდა, ამა­ზე ორი აზრი არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ ეს უნდა იყოს სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა, სა­დაც გან­სა­ზღვრუ­ლი იქ­ნე­ბა, რა ასაკ­ში რა დო­ზით უნდა მი­ა­წო­დო ინ­ფორ­მა­ცია. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ფსი­ქო­ლო­გე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბაც. ჩემ­თვის უთ­ქვამთ, რომ ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის ანა­ტო­მი­ას რომ გა­დი­ო­და, იმ­დე­ნად სწრა­ფად ატა­რებ­და იმ გაკ­ვე­თილს, ვე­რა­ფერს იგებ­დნენ, თან სირ­ცხვი­ლის­გან წით­ლდე­ბო­და.

- "ტიკ-ტოკ­მა" ალ­ბათ თქვე­ნი პო­პუ­ლა­რო­ბაც გა­ზარ­და...

- დიახ, ტიკ-ტო­კის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ქუ­ჩა­ში რომ გავ­დი­ვარ, ტაქ­სი­ში, მეტ­რო­ში, კა­ფე­ში, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბიც კი, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მცნობს. ზოგი ამას პი­რა­დად აღ­ნიშ­ნავს, ზოგი უბ­რა­ლოდ, მი­ყუ­რებს და ერი­დე­ბათ რა­მის თქმა. ზო­გი­ერ­თი მე­უბ­ნე­ბა, თქვე­ნი ყვე­ლა ვი­დეო მაქვს ნა­ნა­ხი და დიდი მად­ლო­ბა, რომ მსგავს ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდი­თო. ამით უფრო დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ. ვხვდე­ბი, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მი­ყუ­რებს და მენ­დო­ბა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იკა
3

ძალიან ლამაზი და ჭკვიანი ქალბატონი

ნანა
3

ჩემი მეგობარი ბიოლოგიის მასწავლებელი გოგონებს და ბიჭებს ცალ-ცალკე უხსნიდა გაკვეთილებს (ასაკიდან გამომდინარე) ამ თემაზე და ბიჭები ყოველთვის მადლიერები იყვნენ,რადგან არ ერიდებოდათ კითხვების დასმა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"როცა მამაკაცების სქესობრივ ჯანმრთელობაზე ვიდეო გამოვაქვეყნე, მათი რიცხვი ჩემს გამომწერებში გაიზარდა" - ქართველი ექიმი, რომელიც ტაბუდადებული თემებით "ტიკ-ტოკზე" გამოჩნდა

"როცა მამაკაცების სქესობრივ ჯანმრთელობაზე ვიდეო გამოვაქვეყნე, მათი რიცხვი ჩემს გამომწერებში გაიზარდა" - ქართველი ექიმი, რომელიც ტაბუდადებული თემებით "ტიკ-ტოკზე" გამოჩნდა

რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი ერთ-ერთი პირველია ქართველ ექიმებს შორის, რომელიც "ტიკ-ტოკის" პლატფორმაზე გამოჩნდა. ექიმი ambebi.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ იდეა კოვიდპანდემიის დროს გაუჩნდა, როდესაც თავადაც ვირუსს ებრძოდა და სახლიდან გასვლა არ შეეძლო.

სამედიცინო-საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნა გამოუვიდა, რადგან საუბარი დაიწყო ისეთ ტაბუირებულ თემებზე, როგორიცაა სქესობრივი განათლება და მისი "ტიკ-ტოკის" პროფილი ამჟამად 148 ათასზე მეტ გამომწერს ითვლის... პოსტებზე კი მილიონზე მეტი მოწონება აქვს...

- ქალბატონო მანანა, თქვენ ერთ-ერთი პირველი ქართველი ექიმი იყავით, რომელიც "ტიკ-ტოკის" პლატფორმაზე გამოჩნდით, გაგიჭირდათ თავიდან გადაწყვეტილების მიღება, მაინც თინეიჯერულ კონტენტად აღიქმებოდა...

- როდესაც პანდემიის დროს კოვიდი დამემართა, გადადების რისკის გამო, მეც სახლში მომიწია თითქმის ორი კვირის გატარება. სწორედ ამ პერიოდში აღმოვაჩინე "ტიკ-ტოკი", სოციალური პლატფორმა, რომლის მომხმარებლებიც ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ. ბავშვობიდან კომუნიკაბელური ადამიანი ვარ, მიყვარს ვიდეოების გადაღება, არ მაქვს კამერის კომპლექსი, ამიტომ მაშინვე დავრეგისტრირდი და საცდელად ერთი ვიდეო გადავიღე და გამოვაქვეყნე. მაშინვე ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მივხვდი, რომ რეპროდუქციული და სქესობრივი განათლების კუთხით, რეალურად ახალგაზრდებში მართლაც მწირი ინფორმაცია იყო. ძირითადად მსგავს თემებზე დავიწყე ვიდეოების გადაღება. ასევე ძალიან დამეხმარა მათი კითხვები, ამით ვხვდებოდი რა აინტერესებდათ.

- როგორ შეხვდნენ თქვენს გამოჩენას ახალ სოციალურ არხზე, თუნდაც კოლეგები, ახლობლები, პაციენტები...

- თავიდან ძალიან სკეპტიკურად უყურებდნენ. იყო ასეთი აზრიც, რომ თითქოს ექიმს ასეთი რამ არ შემეფერებოდა, იყო აგრესიული კომენტარებიც. მწერდნენ, რომ კაბინეტში უნდა მესწავლებინა პაციენტებისთვის მსგავსი რაღაცები და არა საჯაროდ. თავიდან ამის გამო მაინც ვნერვიულობდი, მაგრამ იმდენი დადებითი კომენტარები იყო ამის საპირწონედ, რომ მივხვდი რეალურად უფრო მეტ ადამიანებს ვეხმარებოდი. ამიტომ ნეგატიურ კომენტარებს აღარ ვაქცევდი ყურადღებას.

- მანამდე ფეისბუქზეც რთავდით ხოლმე ლაივებს". შეგიძლიათ გვითხრათ, რით განსხვავდება ამ ორი სოციალური არხის მაყურებელი?

- საერთოდ "ტიკ-ტოკზე" 3 წუთზე მეტ ვიდეოს ვერ ჩაწერ და რაც უფრო პატარაა ვიდეო, მით უფრო მეტი ხალხი ნახულობს. ძირითადად ერთწუთიან ვიდეოებს ვაკეთებ. წარმოიდგინეთ, რამხელა შრომაა, ამ ერთ წუთში უნდა ჩაატიო ის სათქმელი, რაც მაყურებლისთვის გაქვს. აქვე ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, როგორ გამოიყურები, რაზე საუბრობ. უნდა იყო ის რაც ხარ, ბუნებრივი და პოზიტიური განწყობა უმთავრესია მაყურებელთან ნდობის მოსაპოვებლად. რაც შეეხება ფეისბუქს, პირველი ვიყავი, რომელმაც კლინიკის გვერდიდან ფეისბუქ-ლაივები დავიწყე. მაშინაც იყო კომენტარები, რომ - რა უნდოდა ექიმს ფეისბუქზე, თან პირდაპირ ეთერში. ეს უარყოფითი დამოკიდებულებაც გადავლახე და ჩემი საქმე გავაკეთე, რადგან მჯეროდა, რომ პაციენტებისთვის სასარგებლო რამეს ვაკეთებდი. "ტიკ-ტოკზე" უფრო ახალგაზრდები არიან, ფეისბუქზე უფრო უფროსი თაობაა. ასევე ჩემი "ლაივები" აღმოჩნდა ემიგრანტებისთვისაც საინტერესო. ისინი ხშირად მწერდნენ და მათ ონლაინ კონსულტაციებსაც ვუტარებდი.

- თქვენი "ტიკ-ტოკის" კონტენტი ხშირად თამამია, საუბრობთ ისეთ თემებზე, რაზეც აქამდე საჯაროდ იშვიათად საუბრობდნენ გინეკოლოგები, ამას თუ შეუქმნია გარკვეული უხერხულობა...

- როგორც დასაწყისში გითხარით, ინფორმაცია სქესობრივი განათლების კუთხით საზოგადოებაში მწირია, რადგან წლების მანძილზე ეს თემები ტაბუირებული იყო. ახლა ბევრ ინფორმაციას იღებენ იგივე სოციალური ქსელებიდან, მაგრამ აქაც რთულია გაარჩიო, რომელია ყალბი და რეალური კონტენტი. ელემენტარულად სასქესო ორგანოების აგებულება და ფიზიოლოგია, პოპულარულ დონეზე ყველამ უნდა იცოდეს.

- ალბათ, ბევრი უცნაური კითხვა შემოდის, გწერენ პირადშიც...

- დიახ, ხანდახან ისიც მიფიქრია, სერიოზულად მეკითხება მომხმარებელი თუ ხუმრობს. შემდეგ იგივე კითხვა შეიძლება იმდენმა ადამიანმა დასვას, რომ ვხვდები, მართლა არ იციან. მაგალითად, უკითხავთ, შესაძლებელია თუ არა სპერმის სხეულზე, თუნდაც ხელზე მოხვედრით დაორსულდეს ადამიანი. მსგავს უცნაურ კითხვებს ორივე სქესის მაყურებლები სვამენ.

- საინტერესოა ისიც, რომ "ტიკ-ტოკზე" თქვენს პლატფორმაზე მამაკაცებიც აქტიურობენ, რაც ნაკლებია ფეისბუქზე, ამას როგორ ახსნით?

- საერთოდ, მამაკაცები უფრო დაჩაგრულები არიან, რადგან ქალების ჯანმრთელობაზე უფრო მეტი ინფორმაცია შეიძლება მოიძიო ქართულად ინტერნეტში. თავდაპირველად, როდესაც მამაკაცების სქესობრივ ჯანმრთელობაზე ვიდეო გამოვაქვეყნე, მათი რიცხვი ჩემ გამომწერებში გაიზარდა. საერთოდ, ქალები უფრო გახსნილები არიან, თუმცა ბოლო დროს მამაკაცებიც ხშირად მისვამენ კითხვებს.

- წეღან უცნაური კითხვები ვახსენეთ და მამაკაცებისგან დასმული ყველაზე უცნაური კითხვა რა გახსენდებათ ან მათ ძირითადად რა აინტერესებთ?

- სხვათა შორის, კაცებზე, როგორც მოგახსენეთ, თავიდან კითხვების დასმა უჭირდათ. ახლა ჩემს პლატფორმაზე 40%-მდე მამაკაცები არიან. მათ კითხვები ძირითადად სწრაფ ეაკულაციას ეხება. ასევე მცდარი წარმოდგენა აქვთ უშვილობაზე, ძირითადად ჰგონიათ, რომ ვენეროლოგიური პრობლემები ყველა შემთხვევაში უშვილობას იწვევს. ხშირია, როდესაც ეუხერხულებათ სპეციალისტთან მისვლა და პრობლემის მოგვარებას თვითმკურნალობით ცდილობენ, რაც, რა თქმა უნდა, დაუშვებელია. კაცებიც ძალიან მადლიერები არიან, სულ მადლობას მეუბნებიან ასეთი თემების გაჟღერებისთვის.

- ხშირად საუბრობენ, რომ სკოლებში აუცილებელია სექსუალური განათლების გაკვეთილის სახით სწავლება. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?

- რა თქმა უნდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ეს უნდა იყოს სპეციალური პროგრამა, სადაც განსაზღვრული იქნება, რა ასაკში რა დოზით უნდა მიაწოდო ინფორმაცია. აუცილებელია ფსიქოლოგების ჩართულობაც. ჩემთვის უთქვამთ, რომ ბიოლოგიის მასწავლებელი ადამიანის ანატომიას რომ გადიოდა, იმდენად სწრაფად ატარებდა იმ გაკვეთილს, ვერაფერს იგებდნენ, თან სირცხვილისგან წითლდებოდა.

- "ტიკ-ტოკმა" ალბათ თქვენი პოპულარობაც გაზარდა...

- დიახ, ტიკ-ტოკის დამსახურებაა, რომ ქუჩაში რომ გავდივარ, ტაქსიში, მეტროში, კაფეში, პოლიციელებიც კი, ბევრი ადამიანი მცნობს. ზოგი ამას პირადად აღნიშნავს, ზოგი უბრალოდ, მიყურებს და ერიდებათ რამის თქმა. ზოგიერთი მეუბნება, თქვენი ყველა ვიდეო მაქვს ნანახი და დიდი მადლობა, რომ მსგავს ინფორმაციას გვაწვდითო. ამით უფრო დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ვხვდები, რომ ბევრი ადამიანი მიყურებს და მენდობა.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"