ავტორი:

"ვგრძნობ, რომ ბავშვობა მომპარეს..." - პერის ჰილტონის აღიარება: სუროგაცია, 20 წლის ასაკში გაკეთებული აბორტი და გაუპატიურება

"ვგრძნობ, რომ ბავშვობა მომპარეს..." - პერის ჰილტონის აღიარება: სუროგაცია, 20 წლის ასაკში გაკეთებული აბორტი და გაუპატიურება

პერის ჰილტონმა ჟურნალ Glamour-ისთვის მეუღლესთან კარტერ რეუმთან და ახალშობილ შვილთან ერთად ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ვარსკვლავმა ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა სუროგაციაზე, ჰარვი ვაინშტაინთან შეხვედრაზე და ბავშვობის უამრავ ტრავმაზე.

სხვათა შორის, პერისმა აღიარა, რომ 15 წლის ასაკში გააუპატიურეს. იმ დროს ვარსკვლავი პალმ სპრინგსში ბებიასთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ შაბათ-კვირას ლოს-ანჯელესში წავიდა, სადაც სავაჭრო ცენტრში მეგობრებს შეხვდა. სწორედ იქ გაიცნო მასზე ასაკით უფროსი ბიჭები, რომლებმაც მეგობრებთან ერთად წვეულებაზე დაპატიჟეს.

ერთ-ერთი ახალგაზრდა დაჟინებით მოითხოვდა, რომ პერისს ალკოჰოლური სასმელი დაელია. მალე გოგონამ თავბრუსხვევა იგრძნო. რამდენიმე საათის შემდეგ მარტომ გაიღვიძა და მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც მოხდა: "გამახსენდა. თითქოს ხილვასავით იყო... როგორ მეხებოდა ტუჩებზე და მეჩურჩულებოდა ყურში, რომ მე მხოლოდ ამაზე ვოცნებობდი.

ამ ინციდენტიდან მალევე, მშობლებმა სპეციალიზებულ სკოლა-ინტერნატში გაგზავნეს. დაწესებულება "რთული თინეიჯერებისთვის" იყო შექმნილი. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ქალიშვილს იქ დისციპლინას ასწავლიდნენ. რის შემდეგაც სკოლას აღარ გააცდენდა და სახლიდანაც აღარ გაიქცეოდა. თუმცა, სკოლა-ინტერნატმა კიდევ უფრო დიდი ზიანი მიაყენა გოგონას.

გამოცემასთან იხსენებს, რომ ერთხელ აბების მიღებაზე უარის თქმის გამო იზოლატორში გაგზავნეს:

"ოთახში ჩამკეტეს და ჩემი ტანსაცმელი წაიღეს. არ ვიცი რამდენი ხანი გავატარე იქ, ტირილში, ისტერიკაში. კედლებზე მხოლოდ სისხლი, განავალი, შარდი იყო. არ ჰქონდა ფანჯრები, ოთახში მხოლოდ კანალიზაცია იყო. უბრალოდ სიგიჟეა".

ხანდახან, გვიან საღამოს, ზოგიერთ გოგონა „გინეკოლოგიური გამოკვლევაზე“ მიჰყავდათ. ამის გახსენებისას პერისმა ცრემლები ვერ შეიკავა და ჟურნალისტს ემოციურობისთვის ბოდიში მოუხადა: "მე პატარა გოგო ვიყავი. ვგრძნობ, რომ ბავშვობა მომპარეს და გული მწყდება".

პერისმა ინტერვიუში ისაუბრა უსიამოვნო ინციდენტზე, რომელიც ჰარვი ვაინშტაინთან დაკავშირებით შეემთხვა, რომელიც ამჟამად სასჯელს გაუპატიურებისთვის იხდის. 19 წლის ასაკში გოგონა კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც ვაინშტაინმა მოაწყო. მაშინ მას თავად ცნობილი კინოპროდიუსერი მიუახლოვდა და ჰკითხა, სურდა თუ არა პერისს მსახიობი გამხდარიყო, რაზეც ჰილტონი დათანხმდა. ვაინშტაინმა შეხვედრა თავის ოთახში „სცენარების წასაკითხად“ შესთავაზა, მაგრამ გოგონა სტუმრად არ მისულა. მეორე დღეს, პროდიუსერი მას ტუალეტში გაჰყვა, კაბინაში შეუვარდა და ყვიროდა: "გსურს იყო ვარსკვლავი?" ბოლოს დაცვამ გაიყვანა, ის კი აღშფოთებული იძახდა: "ეს ჩემი წვეულებაა!"

20 წლის ასაკში პერისი რთული გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდა. შემთხვევით დაორსულდა, რის შემდეგაც აბორტი გაიკეთა. "ბავშვი ვიყავი, უბრალოდ არ ვიყავი ამისთვის მზად", - თქვა ვარსკვლავმა და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ქალს უნდა ჰქონდეს უფლება, დამოუკიდებლად მართოს თავისი სხეული და არავითარმა კანონმა ხელი არ უნდა შეუშალოს მის რეპროდუქციულ ჯანმრთელობას.

ახლა პერისი ერთი ვაჟის, ფენიქსის დედაა და ქალიშვილზე ოცნებობს. დიდი ალბათობით, მომავალში ის კვლავ ისარგებლებს სუროგატი დედის მომსახურებით. ორსულობის სრულ ცხრა თვეს ექიმი უძღვება, რომელიც მას კიმ კარდაშიანმა ურჩია. ვარსკვლავის თქმით, მას უბრალოდ ძალიან ეშინია მშობიარობის: „როდესაც „მარტივი ცხოვრების“ გადაღებას ვესწრებოდი, იმ ოთახში მოვხვდი, სადაც ქალი მშობიარობდა და ამან ძალიან ტრავმა დამიტოვა. ძალიან მინდა ოჯახი, მაგრამ თავად პროცესი მაშინებს. სიკვდილი და მშობიარობა არის ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინია მსოფლიოში."

ინტერვიუს დასასრულს პარიზმა თქვა, რომ მომავალში მას სურს უბრალოდ დატკბეს ცხოვრებით და "იყოს ნორმალური".