ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მუდმივი ანტიუკრაინული რიტორიკით, არამეგობრული განცხადებებით, - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის საკითხი უკრაინის პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას განეკუთვნება.
"უკრაინული მხარის მხრიდან ამისთვის ყველა შესაბამისი მოსამზადებელი ნაბიჯი გადაიდგა. თუმცა, ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ უკრაინის მიმართ „ქართული ოცნების" და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მუდმივი ანტიუკრაინული რიტორიკით, არამეგობრული განცხადებებით, ასევე პრორუსული ძალების მიერ საქართველოში უკრაინის საელჩოსთან ორგანიზებული რეგულარული ანტიუკრაინული აქციებით, ბოლო შედგა ამ კვირაში, 20 თებერვალს",- აღნიშნა კასიანოვმა.