ასტრონომებმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი გამოიყენეს წარსულის გამოსაკვლევად, ლაპარაკია სამყაროს არსებობის ადრეულ პერიოდზე და მათ ძალიან მოულოდნელი რამ აღმოაჩინეს.
კოსმოსურმა ობსერვატორიამ გამოავლინა 6 მასიური გალაქტიკა, რომელიც დიდი აფეთქების შემდეგ 500 -700 მილიონ წლებში უნდა გაჩენილიყო. აფეთქებიდან ასეთ მოკლე პერიოდში, ამგვარი ზომის გალაქტიკების არსებობა დღემდე წარმოუდგენლად მიაჩნდათ. ეს აღმოჩენა მთლიანად არღვევს არსებულ თეორიებს გალაქტიკების წარმოშობის შესახებ. ამან შესაძლოა, დედამიწელების წარმოდგენა შეცვალოს იმაზე, თუ როგორ განიცადა ევოლუცია კოსმოსმა ადრეულ პერიოდში და როგორი იყო ის მილიარდობით წლის წინ.
"ეს ობიექტები ბევრად უფრო მასიურია, ვიდრე ამას მოველოდით. ამ მომენტისთვის ჩვენ მხოლოდ პატარა, ახალგაზრდა გალაქტიკების პოვნით ვიყავით დაკავებული, მაგრამ აღმოვაჩინეთ ჩვენი გალაქტიკის მსგავსი, ჩამოყალიბებული სხვა გალაქტიკები, სწორედ ისინი, რომლებიც სამყაროს დაბადების გარიჟრაჟზე წარმოიქმნენ’’, - ამბობს თავის განცხადებაში კვლევის თანაავტორი, ასტროფიზიკის პროფესორი ჯოელ ლეჯა.
სამყაროს შესწავლა ყოველდღიურად უფრო სწრაფი ტემპით ვითარდება. ერთ-ერთი უახლესი სამეცნიერო მიღწევა სწორედ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპია. იგი მუშაობს ხილული, ახლო ინფრაწითელი და შუა ინფრაწითელი სინათლის სპექტრში. მას აქვს 6,6 მეტრი დიამეტრის სარკე და შედგება თვრამეტი ექვსკუთხა მონაკვეთისგან. ტელესკოპი ოპტიმიზებულია, როგორც ინფრაწითელი ობსერვატორია. იგი კოსმოსში ყველაზე დიდი ოპტიკური ტელესკოპია, რომლის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ინფრაწითელი გარჩევადობა და მგრძნობელობა საშუალებას აძლევს მას, დაინახოს ისეთი სუსტი სინათლის მქონე, ძველი ან შორეული ობიექტები, რომლებიც რთული დასანახია ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპისთვის.
მას შეუძლია აღმოაჩინოს ძველი ვარსკვლავებისა და გალაქტიკების ყველაზე სუსტი შუქიც კი.
ამჟამინდელი თეორიის მიხედვით, გალაქტიკები შეიცავს გაზს, მტვერს. თავიდან, ისინი პატარა ღრუბელს ჰგავს, რომელიც დროთა განმავლობაში იზრდება. ასტრონომები ცდილობენ სპექტრული ინფორმაცია მოიპოვონ აღმოჩენილ გალაქტიკებზე და დაადგინონ მათი ქიმიური შემცველობა.
თუმცა ისინი არც იმას გამორიცხავენ, რომ ვების მონაცემებით იდენტიფიცირებული გალაქტიკები, რეალურად სულ სხვა რამ იყოს.
სამყარო ღმერთმა რომ შექმნა ერთმნიშვნელოვანია,მალე რომ აფეთქებაც იქნება ესეც მგონი ერთმნიშვნელოვანი იქნება
შესაძლოა იყო იდეა-პროგრამა, ალბორითმი და ის გაეშვა, თავისით-მატერიალიზმია, უზენაესის მიერ-იდეალიზმი, ორივე ერთდროულად რომ იყვნენ?! ძალია დიდი ხნის წინ, ბევრი ათეული წლის წინ ვკითხე ჩემოტოლა ფილოსოფოსს, კაი და არაა მატერიალური, ღმერთისგანაა და ეს ღმერთი ვინ შექმნათო, ვინც ეგ თვენი მატერია შქმნა , იმანო და ახლა გამასწარი თორემ მატერიალურ ზიანდ მოგაყენებ პანჩურითო ! იდეალურია გარემო , ის "მუშაობს" და თითოს ქაოსაა და უმართაობაში ძნელაც ჩასაწვდომი წესი და რიგი მოქმედებს , ის არსებობს ! მაგალითად ემბრიონი გადის ადამიანის, ანუ პრინციპში ცხოველის ერთერთი სახის , აწ უკვე ლოგიკურად მოაზროვნისაც (სხვა ცხოველებიც აზროვნებენ , ქცევა აქვთ , რომელიც რაღაც ლოგიკას ექვემდებარება, ინსტიქტია თუ ინტელექტია , რაღაც ხომ არის ?!) განვითარების მილიონობით წლებიან გზას ცხრა თვეში , სპილო თვრამეტში, მაგალითად კბილი, ბიოლოგიური ორგანოა ცოცხალია , არ არის ქვა , მასში ნერვია და ჩანასახს ისინი არ გააჩნია , არც ძვლები, არის მხოლოდ "პროგრამა" რომ ის უნდა წარმოიშვას და კბილებიც ამოუვიდეს ზრდასთან ერთად , რაც იმას ნიშნავს , რომ ადამიანის სულ პირველი წინაპარი უკბილო და უძვლო არსება იყო, მოლუსკივით და მისი ამ ფორმით მოსვლამდე მილიონობით წლები აქვს გავლილი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე !