"ფართომასშტაბიანი ომის წლისთავზე მთავარი შედეგია - ჩვენ გავუძელით, მარცხი არ განვიცადეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა წელს გამარჯვება მოვიპოვოთ!" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, ცხრა წლის წინ მეზობელი აგრესორი გახდა, ხოლო ერთი წლის წინ აგრესორი ჯალათი, მაროდიორი და ტერორისტი გახდა.
"ეჭვი არ გვეპარება, რომ ისინი პასუხს აგებენ. ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ გამარჯვება გველის”, - განაცხადა ზელენსკიმ.
"მაშინ ადრე გავიღვიძეთ და აქედან მოყოლებული არ ვიძინებთ”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
"ამის დასტურად ათასი სიტყვის თქმა შეიძლება, მაგრამ რამდენიმეა საკმარისი. Himars, Patriot, Abrams, IRIS-T, Challenger, NASAMS, Leopard”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს და საერთაშორისო პარტნიორებს და აღნიშნა, რომ პუტინის საწინააღმდეგო კოალიცია იმდენად გაიზარდა, რომ ცალკე მიმართვას საჭიროებს, რომელსაც იგი უახლოეს პერიოდში გააკეთებს.
"ეს იყო სიმყარის წელი. სოლიდარობის წელი. სიმამაცის წელი. ტკივილის წელი. იმედის წელი. გამძლეობის წელი. ერთიანობის წელი. ურყეობის წელი. ურყეობის გაცხარებული წელი”, - განაცხადა ზელენსკიმ.