მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რიკოთზე მთელი ღამე მუშაობდნენ პოლიციელები და მაშველები - უღელტეხილზე მოძრაობა აღდგა (ფოტოები)
რიკოთზე მთელი ღამე მუშაობდნენ პოლიციელები და მაშველები - უღელტეხილზე მოძრაობა აღდგა (ფოტოები)

რთუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის 132-163-ე კი­ლო­მეტრზე მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და მაშ­ვე­ლე­ბი. ამ დრო­ის­თვის მოძ­რა­ო­ბა აღ­დგე­ნი­ლია. ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

"შე­ფერ­ხე­ბუ­ლი მოძ­რა­ო­ბის დრო­უ­ლად გან­ტვირ­თვი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხოდ გა­და­ად­გი­ლე­ბის მიზ­ნით, ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყ­ვნენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მაშ­ვე­ლე­ბი.

რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მძი­მე ტექ­ნი­კის დახ­მა­რე­ბით, თოვ­ლის­გან გზის ინ­ტენ­სი­ურ გაწ­მენ­დით სა­მუ­შა­ო­ებს მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ.

სა­მუ­შაო პრო­ცესს ად­გილ­ზე ამ დრომ­დე ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი - ვაჟა სი­რა­ძე და სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლი იმე­რეთ­ში - ზვი­ად შა­ლამ­ბე­რი­ძე. ამ­ჟა­მად, თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნაკ­ვე­თი გაწ­მენ­დი­ლია, რი­კო­თის უღელ­ტე­ხი­ლის ტე­რი­ტო­რია მსუ­ბუქ­მა ავ­ტო­მო­ბი­ლებ­მა, მგზავ­რებ­თან ერ­თად, უსაფრ­თხოდ და­ტო­ვეს. ამ დრო­ის­თვის მოძ­რა­ო­ბა ეტა­პობ­რი­ვად აღ­დგა" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, რი­კო­თის უღელ­ტე­ხილ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ფერ­ხე­ბუ­ლი იყო. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წერ­დნენ, რომ მათ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­ან სა­ცობ­ში უწევ­დათ ყოფ­ნა და გზა ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩა­ხერ­გი­ლია.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გილ­ზე ერ­თმა­ნეთს 2 სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა. ასე­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­მოწ­ვა მე­წყე­რი, რა­მაც სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბის პა­რა­ლი­ზე­ბა გა­მო­იწ­ვია. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალუკა
0

ბაკურიანში არ უშვებდნენ თუ ზამთრის საბურავები არ ქონდათ, ისე უნდა ქნან აქაც

Sniper
0

მარიამ ჩაფიძემ ვერ დაინახა ეს ყველაფერი. ესე იგი ტყუილია?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

რიკოთზე მთელი ღამე მუშაობდნენ პოლიციელები და მაშველები - უღელტეხილზე მოძრაობა აღდგა (ფოტოები)

რიკოთზე მთელი ღამე მუშაობდნენ პოლიციელები და მაშველები - უღელტეხილზე მოძრაობა აღდგა (ფოტოები)

რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 132-163-ე კილომეტრზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ პოლიციელები და მაშველები. ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"შეფერხებული მოძრაობის დროულად განტვირთვისა და მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, ადგილზე მობილიზებული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები, მძიმე ტექნიკის დახმარებით, თოვლისგან გზის ინტენსიურ გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.

სამუშაო პროცესს ადგილზე ამ დრომდე ხელმძღვანელობენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - ვაჟა სირაძე და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში - ზვიად შალამბერიძე. ამჟამად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთი გაწმენდილია, რიკოთის უღელტეხილის ტერიტორია მსუბუქმა ავტომობილებმა, მგზავრებთან ერთად, უსაფრთხოდ დატოვეს. ამ დროისთვის მოძრაობა ეტაპობრივად აღდგა" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებული იყო. სოციალური ქსელის მომხმარებლები წერდნენ, რომ მათ რამდენიმე საათიან საცობში უწევდათ ყოფნა და გზა ორივე მიმართულებით ჩახერგილია.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე ერთმანეთს 2 სატვირთო ავტომობილი დაეჯახა. ასევე ტერიტორიაზე ჩამოწვა მეწყერი, რამაც საავტომობილო მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დაათვალიერეთ ფოტოები