სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დალეწეს ყველაფერი, ოჯახის წევრები დასისხლიანებულები გამოიყვანეს... მათ წასასვლელი არსად აქვთ" - 8-სულიანი ოჯახში, რომელიც დღეს ძალის გამოყენებით გამოასახლეს, 2 არასრულწლოვანი, 2 კი ხანდაზმულია
"დალეწეს ყველაფერი, ოჯახის წევრები დასისხლიანებულები გამოიყვანეს... მათ წასასვლელი არსად აქვთ" - 8-სულიანი ოჯახში, რომელიც დღეს ძალის გამოყენებით გამოასახლეს, 2 არასრულწლოვანი, 2 კი ხანდაზმულია

დღეს, 23 თე­ბერ­ვალს, აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა თბი­ლის­ში, არ­და­ზი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე კერ­ძო სახ­ლში მცხოვ­რე­ბი გი­გა­უ­რე­ბის ოჯა­ხი იძუ­ლე­ბის წე­სით გა­მო­ა­სახ­ლეს. ძა­ლოვ­ნებ­მა სახ­ლის კარი ურო­თი შე­ამ­ტვრი­ეს და 4 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. ოჯა­ხის ერთ-ერთი წევ­რის, ლაშა გი­გა­უ­რის თქმით, სახ­ლში რვა სული ცხოვ­რობ­და, მათ­გან ორი არას­რულ­წლო­ვა­ნია, ორი კი - ხან­დაზ­მუ­ლი.

გი­გა­უ­რე­ბის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის ნანო ცხა­და­ი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­სახ­ლე­ბის და­წყე­ბამ­დე ერთი დღით ადრე სა­სა­მარ­თლომ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა აღ­სრუ­ლე­ბის გა­და­ვა­დე­ბის მო­თხოვ­ნა. მი­სი­ვე თქმით, გა­მო­სახ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობ­და, ვი­ნა­ი­დან პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში იპო­თე­კა­რის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ქო­ნე­ბას ყა­და­ღა ადევს, რად­გან არ­სე­ბობს ეჭვი, რომ იპო­თე­კარ ლ.წ. - ს, რო­მელ­თა­ნაც ოჯახს ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გზით აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი.

ნანო ცხა­და­ია, გი­გა­უ­რე­ბის ად­ვო­კა­ტი:

"2016 წელს იპო­თე­კარ­სა და გი­გა­ურს შო­რის გა­ფორმ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ნას­ყი­დო­ბა-გა­მოს­ყიდ­ვის უფ­ლე­ბით და ოჯა­ხი იპო­თე­კარ დედა-შვილს პრო­ცენტს უხ­დი­და. გი­გა­უ­რი მზად იყო, ნა­სეს­ხე­ბი 20 ათა­სის ნაც­ვლად, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ვა­დის გას­ვლამ­დე ზედ­მე­ტად 22 ათა­სიც გა­და­ე­ხა­და. ეს ურ­თი­ერ­თო­ბა 6 თვით გა­ფორმ­და და 4 თვის თავ­ზე ლაშა გი­გა­უ­რი მე­ვახ­შეს მთლი­ა­ნი თან­ხის და­ფარ­ვას სთა­ვა­ზობ­და, რა­ზეც მან გა­ნა­ცხა­და უარი და აღარ გა­მოჩ­ნდა. რო­გორც კი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ვადა გა­ვი­და, მე­ვახ­შე წა­ვი­და სა­ჯა­რო რე­ესტრში და ეს ბინა ერ­თპი­როვ­ნუ­ლად მის სა­ხელ­ზე გა­და­ი­ფორ­მა. ბოლო ერთი წე­ლია ჩა­ვერ­თეთ ამ საქ­მე­ში, აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია გვქონ­და და ეს ადა­მი­ა­ნი თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბას არც გა­ნი­ხი­ლავ­და, პირ­და­პირ ამ­ბობ­და, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა მა­ინ­ტე­რე­სებს, მი­ლი­ო­ნიც რომ შე­მომ­თა­ვა­ზოთ, ფულს უკან არ და­ვაბ­რუ­ნე­ბო. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ვადა 6 თვე იყო და ამ ადა­მი­ან­მა ის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ა­ჭი­ა­ნუ­რა, გი­გა­უ­რებს ემა­ლე­ბო­და, არც ტე­ლე­ფონს პა­სუ­ხობ­და, არც ჩნდე­ბო­და..

მე­ო­რეც, ამ საქ­მე­ზე იპო­თე­კა­რის მი­მართ თაღ­ლი­თო­ბის მუხ­ლით სს საქ­მეა აღ­ძრუ­ლი ( სს კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლი). ასე­ვე, პრო­კუ­რა­ტუ­რის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბით და­ყა­დაღ­და, რაც იმას მო­ი­ცავს, რომ და­ნა­შა­უ­ლია მომ­ხდა­რი, ამ ქალს ეს ქო­ნე­ბა და­ნა­შა­უ­ლის გზით აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი. ასე­თი ქე­ი­სი აღ­სრუ­ლე­ბა­საც არ ჰქო­ნია, უპ­რე­ცე­დენ­ტოა, ზო­გა­დად, სტან­დარ­ტუ­ლად მიჰ­ყვე­ბი­ან ხოლ­მე გა­მო­სახ­ლე­ბის პრო­ცესს.

არ­სე­ბობს კა­ნო­ნი "სა­აღ­სრუ­ლებ­ლო წარ­მო­ე­ბის შე­სა­ხებ“ (36-ე მუხ­ლი), სა­დაც თეთრზე შა­ვით წე­რია, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის ყა­და­ღა და სს გა­მო­ძი­ე­ბა აჩე­რებს გა­მო­სახ­ლე­ბას, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, აღ­სრუ­ლე­ბა გვე­უბ­ნე­ბა, რომ ეს კრე­დი­ტო­რის სა­სარ­გებ­ლოდ არის და არა მო­ვა­ლი­სო. მო­ვა­ლე ამ შემ­თხვე­ვა­ში ლაშა გი­გა­უ­რია. ჩვენ და­მა­ტე­ბით პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით გუ­შინ­წინ მივ­მარ­თეთ სა­სა­მარ­თლოს, თან და­ვურ­თეთ სის­ხლის სა­მარ­თლის მა­სა­ლე­ბი და გან­ჩი­ნე­ბა და მოვ­თხო­ვეთ გა­მო­სახ­ლე­ბის გა­და­ვა­დე­ბა. სა­სა­მარ­თლოს აქვს გა­მო­სახ­ლე­ბის ერთჯე­რა­დად გა­და­ვა­დე­ბის უფ­ლე­ბა, მაგ­რამ გვი­თხრეს, გა­და­დე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბი არ არი­სო. მე­ტიც, ეს საქ­მე ერთ მო­სა­მარ­თლეს ეწე­რა და 1 სა­ათ­ში მე­ო­რე­თი ჩაგ­ვი­ნაც­ვლეს. დღეს და­დას­ტურ­და, რომ რა­ღაც სქე­მა მუ­შა­ობს და ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­თან ჯაჭ­ვუ­რად არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი - გა­მო­იკ­ვე­თა აღ­სრუ­ლე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სი, არც პრო­კუ­რა­ტუ­რას აინ­ტე­რე­სებს ის, რომ იმ მე­ვახ­შის მი­მართ სს საქ­მე მიმ­დი­ნა­რე­ობს..

გა­მო­სახ­ლე­ბის ფორ­მაც სა­ში­ნე­ლი იყო - და­ლე­წეს ყვე­ლა­ფე­რი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნეს. მერე ლაშა გი­გა­უ­რის შვი­ლი და­ა­კა­ვეს, თით­ქოს­და, აღ­სრუ­ლე­ბის ხელ­შეშ­ლის­თვის. და­კა­ვე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ის გახ­და, რომ ეს ადა­მი­ა­ნი ტე­ლე­ფო­ნით იღებ­და ამ პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას. გი­გა­უ­რე­ბის 8 - სუ­ლი­ან ოჯახს სხვა ბინა, წა­სას­ვლე­ლი არ აქვთ, მათ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა და­უ­ზი­ა­ნეს და და­ლე­წი­ლი ნივ­თე­ბი გა­რეთ გა­მო­უ­ყა­რეს.

მინ­და ხაზი იმა­საც გა­ვუს­ვა, რომ ამ ყა­და­ღის გან­ჩი­ნე­ბა­ში წე­რია მე­ო­რე პუნ­ქტი - ქო­ნე­ბას ყა­და­ღა იმი­ტომ და­ე­დო, რომ არა­ფე­რი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი­ყო. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კი არა, ქო­ნე­ბა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია.

ოჯა­ხის წევ­რებს არა­ნა­ი­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გა­უ­წე­ვი­ათ, ჩვე­ნი მხრი­დან ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, უბ­რა­ლოდ, კარი იყო და­კე­ტი­ლი და, რა­ტომ­ღაც, ეს აღიქ­ვეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბად. აუ­ცი­ლებ­ლად გვექ­ნე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა, საქ­მეს გა­ვა­სა­ჩივ­რებთ. სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რიც იწყებს გა­მო­ძი­ე­ბას აღ­სრუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მართ, ვინც ძა­ლა­დობ­და და ასე ვან­და­ლუ­რად ექ­ცე­ო­და ოჯახს. ლა­შას მამა - გივი გი­გა­უ­რი ომის ვე­ტე­რა­ნია (ამ­ჟა­მად შშმ პი­რია), ის აფხა­ზე­თის ომში იბ­რძო­და და იცავ­და სა­ხელ­მწი­ფოს, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, ასე ვან­და­ლუ­რად მო­ექ­ცა მის ოჯახს“, - გვე­უბ­ნე­ბა ად­ვო­კა­ტი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 53 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯალა
2

1. როდესაც გამსესხებელმა (მევახშემ) გააუქმა გამოსყიდვის ვალდებულება (2019 წელი), მესაკუთრეს უნდა შეეტანა სარჩელი, და გაეუქმებინა ნასყოდობა-გამოსყიდვით, და ეღიარებინა სესხი და იპოთეკა.2. ამის მერე ახალმა მესაკუთრემ (მევახშემ) შეიტანა სარჩელი სასამართლოში საკუთრების ხელყოფაზე (უბრალო ენით გამოსახლებაზე), აქაც შეეძლო ძველ მესაკუთრეს მორიგება.3. გასაგებია რომ გამსესხებელი მევახშეა და ასე შემდეგ, მაგრამ როცა ფულს სესხულობ ასეთი ფორმით, დიდი ალბათობით არ არის ამის დაბრუნების შანსი, სამწუხაროდ.მოკლედ ბევრი ნიუანსია, და ამავდროულად ოჯახის ტრაგედია

ორამი
2

დევნილი, დევნილი ... კი, ბატონო უნდა დავეხმაროთ. მაგრამ, რა დავაშავე მე. 90-იან წლებში მთელი ჩემი მოსწრება კაპიკ-კაპიკ ნაგროვები თანხა რომ შევიტანე ბინათმშენებლობის კოოპერატივში. შემდეგ ეს თანხა სახელმწიფომ გამოიყენა რაჭაში მიწისძვრით დანგრეული შენობების აღდგენისათვის. მას შემდეგ 30 წელზე მეტი გავიდა. სახელმწიფომ ეს თანხა შიდა ვალში აიღო. ბინა არ მაქვს, რა ვქნა? სახელმწიფო რაღაცას იგონებს და წელავს საქმეს. ალბათ, სიცოცხლეში ვერ მოგვესწრება. რას მემართლებიან ჩემს თანხაზე. ლტოლვილზე მეტი არავარ? მათ ეხმარებიან მაინც!

ავტორი:

"დალეწეს ყველაფერი, ოჯახის წევრები დასისხლიანებულები გამოიყვანეს... მათ წასასვლელი არსად აქვთ" - 8-სულიანი ოჯახში, რომელიც დღეს ძალის გამოყენებით გამოასახლეს, 2 არასრულწლოვანი, 2 კი ხანდაზმულია

"დალეწეს ყველაფერი, ოჯახის წევრები დასისხლიანებულები გამოიყვანეს... მათ წასასვლელი არსად აქვთ" - 8-სულიანი ოჯახში, რომელიც დღეს ძალის გამოყენებით გამოასახლეს, 2 არასრულწლოვანი, 2 კი ხანდაზმულია

დღეს, 23 თებერვალს, აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციელებმა თბილისში, არდაზიანის ქუჩაზე კერძო სახლში მცხოვრები გიგაურების ოჯახი იძულების წესით გამოასახლეს. ძალოვნებმა სახლის კარი უროთი შეამტვრიეს და 4 ადამიანი დააკავეს. ოჯახის ერთ-ერთი წევრის, ლაშა გიგაურის თქმით, სახლში რვა სული ცხოვრობდა, მათგან ორი არასრულწლოვანია, ორი კი - ხანდაზმული.

გიგაურების ოჯახის ადვოკატის ნანო ცხადაიას ინფორმაციით, გამოსახლების დაწყებამდე ერთი დღით ადრე სასამართლომ არ დააკმაყოფილა აღსრულების გადავადების მოთხოვნა. მისივე თქმით, გამოსახლების შეჩერების საფუძველი არსებობდა, ვინაიდან პროკურატურაში იპოთეკარის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ქონებას ყადაღა ადევს, რადგან არსებობს ეჭვი, რომ იპოთეკარ ლ.წ. - ს, რომელთანაც ოჯახს ჰქონდა ურთიერთობა, უძრავი ქონება დანაშაულებრივი გზით აქვს მოპოვებული.

ნანო ცხადაია, გიგაურების ადვოკატი:

"2016 წელს იპოთეკარსა და გიგაურს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით და ოჯახი იპოთეკარ დედა-შვილს პროცენტს უხდიდა. გიგაური მზად იყო, ნასესხები 20 ათასის ნაცვლად, ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ზედმეტად 22 ათასიც გადაეხადა. ეს ურთიერთობა 6 თვით გაფორმდა და 4 თვის თავზე ლაშა გიგაური მევახშეს მთლიანი თანხის დაფარვას სთავაზობდა, რაზეც მან განაცხადა უარი და აღარ გამოჩნდა. როგორც კი ხელშეკრულების ვადა გავიდა, მევახშე წავიდა საჯარო რეესტრში და ეს ბინა ერთპიროვნულად მის სახელზე გადაიფორმა. ბოლო ერთი წელია ჩავერთეთ ამ საქმეში, აქტიური კომუნიკაცია გვქონდა და ეს ადამიანი თანხის დაბრუნებას არც განიხილავდა, პირდაპირ ამბობდა, უძრავი ქონება მაინტერესებს, მილიონიც რომ შემომთავაზოთ, ფულს უკან არ დავაბრუნებო. ხელშეკრულების ვადა 6 თვე იყო და ამ ადამიანმა ის ხელოვნურად გააჭიანურა, გიგაურებს ემალებოდა, არც ტელეფონს პასუხობდა, არც ჩნდებოდა..

მეორეც, ამ საქმეზე იპოთეკარის მიმართ თაღლითობის მუხლით სს საქმეა აღძრული ( სს კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილი). ასევე, პროკურატურის მიმართვის საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონება სასამართლოს განჩინებით დაყადაღდა, რაც იმას მოიცავს, რომ დანაშაულია მომხდარი, ამ ქალს ეს ქონება დანაშაულის გზით აქვს მოპოვებული. ასეთი ქეისი აღსრულებასაც არ ჰქონია, უპრეცედენტოა, ზოგადად, სტანდარტულად მიჰყვებიან ხოლმე გამოსახლების პროცესს.

არსებობს კანონი "სააღსრულებლო წარმოების შესახებ“ (36-ე მუხლი), სადაც თეთრზე შავით წერია, რომ პროკურატურის ყადაღა და სს გამოძიება აჩერებს გამოსახლებას, მაგრამ სამწუხაროდ, აღსრულება გვეუბნება, რომ ეს კრედიტორის სასარგებლოდ არის და არა მოვალისო. მოვალე ამ შემთხვევაში ლაშა გიგაურია. ჩვენ დამატებით პრევენციის მიზნით გუშინწინ მივმართეთ სასამართლოს, თან დავურთეთ სისხლის სამართლის მასალები და განჩინება და მოვთხოვეთ გამოსახლების გადავადება. სასამართლოს აქვს გამოსახლების ერთჯერადად გადავადების უფლება, მაგრამ გვითხრეს, გადადების სამართლებრივი საფუძვლები არ არისო. მეტიც, ეს საქმე ერთ მოსამართლეს ეწერა და 1 საათში მეორეთი ჩაგვინაცვლეს. დღეს დადასტურდა, რომ რაღაც სქემა მუშაობს და ყველაფერი ერთმანეთთან ჯაჭვურად არის დაკავშირებული - გამოიკვეთა აღსრულების დიდი ინტერესი, არც პროკურატურას აინტერესებს ის, რომ იმ მევახშის მიმართ სს საქმე მიმდინარეობს..

გამოსახლების ფორმაც საშინელი იყო - დალეწეს ყველაფერი და ოჯახის წევრები დასისხლიანებულები გამოიყვანეს. მერე ლაშა გიგაურის შვილი დააკავეს, თითქოსდა, აღსრულების ხელშეშლისთვის. დაკავების საფუძველი ის გახდა, რომ ეს ადამიანი ტელეფონით იღებდა ამ პროცესის მიმდინარეობას. გიგაურების 8 - სულიან ოჯახს სხვა ბინა, წასასვლელი არ აქვთ, მათ უძრავი ქონება დაუზიანეს და დალეწილი ნივთები გარეთ გამოუყარეს.

მინდა ხაზი იმასაც გავუსვა, რომ ამ ყადაღის განჩინებაში წერია მეორე პუნქტი - ქონებას ყადაღა იმიტომ დაედო, რომ არაფერი დაზიანებულიყო. დაზიანებული კი არა, ქონება განადგურებულია.

ოჯახის წევრებს არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, ჩვენი მხრიდან ძალის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია, უბრალოდ, კარი იყო დაკეტილი და, რატომღაც, ეს აღიქვეს წინააღმდეგობად. აუცილებლად გვექნება სამართლებრივი რეაგირება, საქმეს გავასაჩივრებთ. სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც იწყებს გამოძიებას აღსრულების თანამშრომლების მიმართ, ვინც ძალადობდა და ასე ვანდალურად ექცეოდა ოჯახს. ლაშას მამა - გივი გიგაური ომის ვეტერანია (ამჟამად შშმ პირია), ის აფხაზეთის ომში იბრძოდა და იცავდა სახელმწიფოს, რომელიც, სამწუხაროდ, ასე ვანდალურად მოექცა მის ოჯახს“, - გვეუბნება ადვოკატი.