საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკვე ოფიციალურად: ესპანეთში ქალებს ანაზღაურებადი "მენსტრუალური შვებულებით" სარგებლობის უფლება მიეცათ
უკვე ოფიციალურად: ესპანეთში ქალებს ანაზღაურებადი "მენსტრუალური შვებულებით" სარგებლობის უფლება მიეცათ

ეს­პა­ნეთ­მა ახ­ლა­ხან მი­ი­ღო კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ქა­ლე­ბის­თვის ერ­თგვა­რად შვე­ბის მომ­გვრე­ლიც შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს. იმ ქა­ლებს, ვი­საც მტკივ­ნე­უ­ლი მენსტრუ­ა­ცია აქვთ, უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ სამ­სა­ხუ­რი­დან ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი "მენსტრუ­ა­ლუ­რი შვე­ბუ­ლე­ბა" აი­ღონ.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტმა უკვე და­ამ­ტკი­ცა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს არის სექ­სუ­ა­ლუ­რი და რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი უფ­ლე­ბე­ბის უფრო ფარ­თო კა­ნონპ­რო­ექ­ტის პა­კე­ტის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს 16 წელ­ზე უფ­რო­სი ასა­კის ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის აბორ­ტის გა­კე­თე­ბის ან პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა­ში სქე­სის მარ­ტი­ვად შეც­ვლის უფ­ლე­ბას.

კა­ნო­ნი სამდღი­ა­ნი "მენსტრუ­ა­ლუ­რი შვე­ბუ­ლე­ბის" სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, ხუთ დღემ­დე გა­ხან­გრძლი­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბით. ეს შე­ე­ხე­ბა იმ ქა­ლებს, რომ­ლებ­საც აქვთ მენსტრუ­ა­ცი­ის დროს ძლი­ე­რი კრუნ­ჩხვა, გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბა, თავ­ბრუს­ხვე­ვა და ღე­ბი­ნე­ბაც კი.

შვე­ბუ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ქალს უნდა ჰქონ­დეს ექი­მის ცნო­ბა, რო­მელ­თან ვი­ზიტ­საც სა­ხელ­მწი­ფო სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მა აა­ნა­ზღა­უ­რებს.

კა­ნონ­ში ნათ­ქვა­მია, რომ ახა­ლი პო­ლი­ტი­კა ხელს შე­უ­წყობს სტე­რე­ო­ტი­პე­ბი­სა და მი­თე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ აფერ­ხებს ქალ­თა ცხოვ­რე­ბას.

თა­ნას­წო­რო­ბის მი­ნის­ტრი ირი­ნე მონ­ტე­რო, რო­მე­ლიც ღია ფე­მი­ნის­ტია მე­მარ­ცხე­ნე მთავ­რო­ბა­ში, კა­ნონს მი­ე­სალ­მა და ამ დღეს "ფე­მი­ნის­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის­თვის პროგ­რე­სის ის­ტო­რი­უ­ლი დღე" უწო­და.

მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, "მენსტრუ­ა­ლუ­რი შვე­ბუ­ლე­ბა" ამ­ჟა­მად სულ რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დებს. მათ შო­რის ია­პო­ნი­ა­ში, ტა­ი­ვან­ში, ინ­დო­ნე­ზი­ა­ში, სამ­ხრეთ კო­რე­ა­სა და ზამ­ბი­ა­ში.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:((
10

ეხლა კრუნჩხვებიც სანატრელი გაუხდება ამ ხალხს.

ნინი
20

იქნებ საქართველოც?!რა დააშავა ქართველმა ქალმა!რა თქმაუნდა ქართველი ქალი ოჯა0ხის მონაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

უკვე ოფიციალურად: ესპანეთში ქალებს ანაზღაურებადი "მენსტრუალური შვებულებით" სარგებლობის უფლება მიეცათ

უკვე ოფიციალურად: ესპანეთში ქალებს ანაზღაურებადი "მენსტრუალური შვებულებით" სარგებლობის უფლება მიეცათ

ესპანეთმა ახლახან მიიღო კანონი, რომელიც ქალებისთვის ერთგვარად შვების მომგვრელიც შეიძლება აღმოჩნდეს. იმ ქალებს, ვისაც მტკივნეული მენსტრუაცია აქვთ, უფლება ექნებათ სამსახურიდან ანაზღაურებადი "მენსტრუალური შვებულება" აიღონ.

კანონპროექტი პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. აღსანიშნავია, რომ ეს არის სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების უფრო ფართო კანონპროექტის პაკეტის ნაწილი, რომელიც მოიცავს 16 წელზე უფროსი ასაკის ნებისმიერი ადამიანისთვის აბორტის გაკეთების ან პირადობის მოწმობაში სქესის მარტივად შეცვლის უფლებას.

კანონი სამდღიანი "მენსტრუალური შვებულების" საშუალებას იძლევა, ხუთ დღემდე გახანგრძლივების შესაძლებლობით. ეს შეეხება იმ ქალებს, რომლებსაც აქვთ მენსტრუაციის დროს ძლიერი კრუნჩხვა, გულისრევის შეგრძნება, თავბრუსხვევა და ღებინებაც კი.

შვებულებით სარგებლობის შემთხვევაში ქალს უნდა ჰქონდეს ექიმის ცნობა, რომელთან ვიზიტსაც სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის სისტემა აანაზღაურებს.

კანონში ნათქვამია, რომ ახალი პოლიტიკა ხელს შეუწყობს სტერეოტიპებისა და მითების წინააღმდეგ ბრძოლას, რომლებიც ჯერ კიდევ აფერხებს ქალთა ცხოვრებას.

თანასწორობის მინისტრი ირინე მონტერო, რომელიც ღია ფემინისტია მემარცხენე მთავრობაში, კანონს მიესალმა და ამ დღეს "ფემინისტური უფლებებისთვის პროგრესის ისტორიული დღე" უწოდა.

მსოფლიო მასშტაბით, "მენსტრუალური შვებულება" ამჟამად სულ რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს. მათ შორის იაპონიაში, ტაივანში, ინდონეზიაში, სამხრეთ კორეასა და ზამბიაში.

წყარო