ავტორი:

პიკე და მისი ახალი შეყვარებული ესპანეთში, ერთ-ერთი რესტორნიდან გააძევეს - რა მოხდა ადგილზე: შაკირას ფანების შურისძიება

პიკე და მისი ახალი შეყვარებული ესპანეთში, ერთ-ერთი  რესტორნიდან გააძევეს - რა მოხდა ადგილზე: შაკირას ფანების შურისძიება

შაკირას ყოფილი მეუღლე ესპანელი ფეხბურთელი, ჟერარ პიკე თავის 22 წლის საყვარელ ქალ კლარა ჩიასთან ერთად, ბარსელონაში მდებარე იაპონური რესტორნიდან გააძევეს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პიკე და ჩია რესტორანს სწრაფად ტოვებენ.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, რესტორნის მფლობელი შაკირას ერთგული თაყვანისმცემელია და სწორედ მან სთხოვა, დაეტოვებინათ დაწესებულება. გარდა ამისა, მიმტანებმაც უარი თქვეს წყვილის მომსახურებაზე.

ესპანური არხის, XclusivasTV-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჟერარდი და კლარა ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად ჩასხდნენ მანქანაში და გაეცალონ იქაურობას.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, მედიაში გავრცელა ინფორმაცია, რომ კლარა ჩია ჟერარ პიკესგან შვილს ელოდება.

აღსანიშნავია, რომ შაკირამ ვალენტინობას "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ წმენდს იატაკს და მღერის SZA-ს Kill Bill, სადაც ასეთი შინაარსის ტექსტია - "მოვკლავ ჩემს ყოფილს."

შაკირა, ჟერარდ პიკეს ღალატს არ პატიობს და საჯაროდ დასცინის ყოფილ ქმარსა და მის ახალ შეყვარებულს, ჩიას. დაშორების შემდეგ ჩაწერილ სიმღერაში კი 46 წლის მომღერალმა ყოფილი შემდეგი სიტყვებით მოიხსენია: "მე ორ 22 წლის ქალად ვღირვარ.. შენ Ferrari-ს Twingo ამჯობინე, Rolex კი Casio-ში გაცვალე... ყოველთვის გჯობდი და ამიტომ ხარ ახლა შენნაირთან ერთად".

შეგახსენებთ, რომ შაკირა და ჟერარ პიკე ერთმანეთს 11 წელი ხვდებოდნენ. მათ ორი ვაჟი ჰყავთ - 10 წლის მილანი და რვა წლის საშა.