საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უცნაურად გაუჩინარებული ქალის ცხედარი იპოვეს, თუმცა მისი გარდაცვალების მიზეზი კვლავ ამოუხსნელია - ამბავი, რომელმაც დიდი ბრიტანეთი შეძრა
უცნაურად გაუჩინარებული ქალის ცხედარი იპოვეს, თუმცა მისი გარდაცვალების მიზეზი კვლავ ამოუხსნელია - ამბავი, რომელმაც დიდი ბრიტანეთი შეძრა

უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა ბრი­ტა­ნეთ­ში გან­ხილ­ვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი თე­მაა 45 წლის ნი­კო­ლა ბუ­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ამ­ბა­ვი. ქალი 27 იან­ვარს უც­ნა­ურ ვი­თა­რე­ბა­ში გაქ­რა.

მისი ცხე­და­რი მხო­ლოდ გა­სუ­ლი კვი­რის შა­ბათს იპო­ვეს, 21 თე­ბერ­ვალს კი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტურ­და, რომ გარ­დაც­ვლი­ლი ნამ­დვი­ლად და­კარ­გუ­ლი ქალი იყო. თუმ­ცა, ამ ამ­ბავ­ში ყვე­ლა­ფე­რი კვლავ ბუნ­დო­ვა­ნია.

ნი­კო­ლა ბული, პარტნი­ორ­თან და ექ­ვსი და ცხრა წლის ქა­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად, ინ­გლი­სის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით, პა­ტა­რა ქა­ლაქ სენტ მა­იკლს-ონ-ვა­ირ­ში ცხოვ­რობ­და და იპო­თე­კის კონ­სულ­ტან­ტად მუ­შა­ობ­და.

27 იან­ვარს ქალ­მა ბავ­შვე­ბი მან­ქა­ნით სკო­ლა­ში წა­იყ­ვა­ნა, შემ­დეგ სახ­ლში დაბ­რუნ­და და სა­სე­ირ­ნოდ წა­ვი­და სპა­ნი­ე­ლის ჯი­შის ძაღ­ლთან ერ­თად. ხელ­ში ტე­ლე­ფო­ნი ეჭი­რა: ჯერ ელ­ფოს­ტა­ზე წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა თა­ვის უფ­როსს, შემ­დეგ კი მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით კო­ლე­გებ­თან ონ­ლა­ინ­შეხ­ვედ­რა­ზე და­კავ­ში­რე­ბა სცა­და, რაც სტან­დარ­ტუ­ლი პრაქ­ტი­კაა პან­დე­მი­ის შემ­დეგ.

დი­ლის 8:43 სა­ათ­ზე ქალი ერ­თმა ადა­მი­ან­მა ნახა, რომ­ლის თქმი­თაც, ძაღ­ლთან ერ­თად მდი­ნა­რეს­თან სე­ირ­ნობ­და, 9:10 სა­ათ­ზე ის სხვა მოწ­მე­მაც შე­ნიშ­ნა.

უკვე 9:30 სა­ათ­ზე ნი­კო­ლა ბუ­ლის ტე­ლე­ფო­ნი მდი­ნა­რის პი­რას, სკამ­ზე გამ­ვლელ­მა მა­მა­კაც­მა იპო­ვა, შეხ­ვედ­რის აპ­ლი­კა­ცია ჯერ კი­დევ გახ­სნი­ლი იყო. მისი თქმით, ძაღლს სა­ბე­ლი მოხ­სნი­ლი ჰქონ­და და იქვე დარ­ბო­და.

  • "თუ ცხე­და­რი მდი­ნა­რე­შია, მას აუ­ცი­ლებ­ლად ვი­პო­ვით"

ახ­ლო­მახ­ლო და­პი­რის­პი­რე­ბის და შე­საძ­ლო ძა­ლა­დო­ბის აშ­კა­რა ნიშ­ნე­ბი არ ჩან­და, თავ­და­პირ­ვე­ლად პო­ლი­ცი­ამ არც კი გა­ნი­ხი­ლა ქა­ლის ძალ­მომ­რე­ო­ბის შე­დე­გად გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ვერ­სია. ცხე­და­რის ძებ­ნა მდი­ნა­რე­ში და­ი­წყეს, თუმ­ცა უშე­დე­გოდ.

ძებ­ნა­ში ჩა­ერ­თო კერ­ძო დე­ტექ­ტივ-კონ­ტრაქ­ტო­რი პი­ტერ ფოლ­დინ­გი, რომ­ლის კომ­პა­ნი­აც ცხედ­რე­ბის პოვ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით სპე­ცი­ა­ლი­ზირ­დე­ბა. მან კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­ნა­ცხა­და, - თუ ქა­ლის ცხე­და­რი მდი­ნა­რე­შია, ვი­პო­ვი­თო...

გა­ვი­და რამ­დე­ნი­მე დღე, ერთი კვი­რა, კი­დევ კვი­რა... ცხე­და­რი ვერ იპო­ვეს.

ნი­კო­ლა ბუ­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ის­ტო­რია მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იყო. პრო­ცეს­ში მოყ­ვა­რუ­ლი დე­ტექ­ტი­ვე­ბი და მო­ზარ­დე­ბი ჩა­ერ­თვნენ. ეს უკა­ნას­კნე­ლე­ბი მი­დი­ოდ­ნენ ქა­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ად­გი­ლას და თა­ვი­ან­თი ტიკ - ტოკ არ­ხის­თვის ვი­დე­ო­ებს იღებ­დნენ. რის შემ­დე­გაც, პო­ლი­ცი­ამ სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რათა მსგავ­სი რამ შე­წყვე­ტი­ლი­ყო.

მდი­ნა­რე უა­ირ­ზე მდე­ბა­რე ხი­დის მო­ა­ჯირ­ზე ასო­ბით ყვი­თე­ლი ლენ­ტი გა­მოჩ­ნდა, რაც ხალ­ხს აფრ­თხი­ლებ­და, რომ მდი­ნა­რის სა­ნა­პი­როს­თან არ მი­სუ­ლიყ­ვნენ...

  • რა გა­ნა­ცხა­და პო­ლი­ცი­ამ?

რად­გან ქა­ლის პოვ­ნა ვე­რაფ­რით ხერ­ხდე­ბო­და, პო­ლი­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბის კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში მო­ექ­ცა, მას თავს ეს­ხმო­და პრე­საც, რის მე­რეც პო­ლი­ცი­ამ გა­ა­კე­თა გან­მარ­ტე­ბა, რომ თით­ქოს ქალს მე­ნო­პა­უ­ზის გამო ალ­კოჰოლ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, რა­მაც მის ქცე­ვა­ზე იმოქ­მე­და და რომ 10 იან­ვარს, ნი­კო­ლას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე ორი კვი­რით ადრე, პო­ლი­ცია და სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი მის ოჯახ­ში გარ­კვე­უ­ლი ინ­ცი­დენ­ტის გამო მი­ვიდ­ნენ.

ამ გან­ცხა­დე­ბამ უკი­დუ­რე­სად გა­ა­ღი­ზი­ა­ნა და­კარ­გუ­ლი ქა­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ისი­ნი აცხა­დებ­დნენ, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სა­კუ­თა­რი უსუ­სუ­რო­ბის და­სა­ფა­რად, ქა­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა სა­ჯა­როდ გა­მო­ფი­ნეს.

თემ­თა პა­ლა­ტის ლი­დერ­მა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის ყო­ფილ­მა კან­დი­დატ­მა პენი მორ­დონტმა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას შო­კის­მომ­გვრე­ლი უწო­და.

"ჯან­მრთე­ლო­ბის მსგავ­სი დე­ტა­ლე­ბის სა­ჯა­როდ გა­მო­ფე­ნა, ნამ­დვი­ლად გა­ა­ღი­ზი­ა­ნებს ბევრ ქალს. ჩვენ უნდა შე­ვე­გუ­ოთ ყვე­ლა სა­ხის სექ­სის­ტურ ქცე­ვას ყვე­ლა­ნა­ირ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში?" - გა­ნა­ცხა­და მან. მისი აზ­რი­თაც, ამ გზით პო­ლი­ცია თა­ვის დაც­ვას ცდი­ლობ­და, რად­გან გა­მო­ძი­ე­ბა წინ ვერ მი­დი­ო­და.

პო­ლი­ცი­ამ ამ­ბობ­და, რომ საქ­მე­ზე ათო­ბით დე­ტექ­ტი­ვი მუ­შა­ობ­და, რომ­ლე­ბიც ასო­ბით სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შიფ­რავ­დნენ სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბი­დან ამო­ღე­ბულ კად­რებს. და­კი­თხეს მი­ნი­მუმ შვი­და­სი მძღო­ლი, რომ­ლე­ბიც 27 იან­ვარს სა­ვა­რა­უ­დო ინ­ცი­დენ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ. გა­ჩხრი­კეს ირ­გვლივ მდე­ბა­რე რამ­დე­ნი­მე ცა­რი­ე­ლი სახ­ლი, მაგ­რამ უშე­დე­გოდ.

პი­ტერ ფოლ­დინ­გის კერ­ძო კომ­პა­ნი­ამ გა­მო­ა­ცხა­და, რომ ას­რუ­ლებ­და ძებ­ნას, რად­გან ცხე­და­რი მდი­ნა­რე­ში არ იყო.

  • ცხე­და­რი მდი­ნა­რეს­თან

9 თე­ბერ­ვალს, დი­ლით, ნი­კო­ლა ბუ­ლის ცხე­და­რი და­ქორ­წი­ნე­ბულ­მა წყვილ­მა იპო­ვა მდი­ნა­რის სა­ნა­პი­რო­ზე.

ისი­ნი ძაღ­ლთან ერ­თად სე­ირ­ნობ­დნენ მდი­ნა­რე უა­ი­რის ნა­პირ­ზე, ქა­ლის სა­ვა­რა­უ­დო გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ად­გი­ლი­დან სულ რა­ღაც 1,5 კი­ლო­მეტრში.

ამის შემ­დეგ მე­დი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში პო­ლი­ცი­ი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით პი­ტერ ფოლ­დინ­გის კომ­პა­ნი­ის მი­სა­მარ­თით კრი­ტი­კუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი გა­მოჩ­ნდა. პო­ლი­ცია თავს იმარ­თლებ­და, თით­ქოს მათ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს და გა­მო­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ბევ­რი დე­ტექ­ტი­ვის­თვის ეს საქ­მე ყვე­ლა­ზე მძი­მე საქ­მე აღ­მოჩ­ნდა მათ ცხოვ­რე­ბა­ში.

პი­ტერ ფოლ­დინ­გმა აღი­ა­რა, რომ მისი გუნ­დი ნამ­დვი­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც სა­ბო­ლო­ოდ ცხე­და­რი იპო­ვეს. მაგ­რამ ისი­ნი მდი­ნა­რის ფსკერს მთელ სი­გა­ნე­ზე ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ, ქა­ლის სხე­უ­ლი კი თით­ქმის ზე­და­პირ­ზე ნა­ხეს, ის მცე­ნა­რე­ე­ბით იყო და­ფა­რუ­ლი.

  • "აუხ­სნე­ლი სიკ­ვდი­ლი"

რა გახ­და ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი? - ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი ჯერ­ჯე­რო­ბით არ ჩანს. პო­ლი­ცია ნი­კო­ლა ბუ­ლის სიკ­ვდილს "აუხ­სნელს“ უწო­დებს. ცხე­დარ­ზე არ აღ­მოჩ­ნდა ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი.

თუ ეს თვით­მკვლე­ლო­ბაა, მა­შინ ეს სრუ­ლი­ად სპონ­ტა­ნუ­რი იყო, წე­სით მას რა­ი­მე შო­კის­მომ­გვრე­ლი ინ­ფორ­მა­ცია უნდა მი­ე­ღო, მაგ­რამ მის ტე­ლე­ფონ­ში არც სა­ეჭ­ვო ზარი და არც შე­ტყო­ბი­ნე­ბა არ უნა­ხავთ. ამას­თა­ნა­ვე, 27 იან­ვრამ­დე მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბი არა­ნა­ი­რად არ მი­უ­თი­თებ­და ნი­კო­ლა ბუ­ლის თვით­მკვლე­ლო­ბის გან­ზრახ­ვა­ზე.

თუ ეს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვაა და ქალი უბ­რა­ლოდ, მდი­ნა­რე­ში ჩა­ვარ­და, მა­შინ გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ და­ტო­ვა ტე­ლე­ფო­ნი და გა­უშ­ვა ძაღ­ლი. გარ­და ამი­სა, ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდი­ნა­რეს არ აქვს ცი­ცა­ბო ნა­პი­რე­ბი, არც გა­ნი­ე­რია და არც ღრმა.

”ჩვენ ვე­რა­სო­დეს გა­ვი­გებთ, რა გა­ნი­ცა­და ნი­კიმ მისი სი­ცო­ცხლის ბოლო წუ­თებ­ში, ის არა­სო­დეს მიგ­ვა­ტო­ვებს. ჩვენ არა­სო­დეს და­ვი­ვი­წყებთ ნი­კის, სწო­რედ მან გა­ხა­და ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა ასე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი. გო­გო­ნე­ბი მი­ი­ღე­ბენ სა­ჭი­რო დახ­მა­რე­ბას იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, რომ­ლებ­საც ისი­ნი ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვართ”, - წე­რია ოჯა­ხის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
4

ჩვენ ჩვენი მკვდარი გვატირებინეთ,ზედმეტი სტრესი არავის სჭირდება.

დათო
33

ეჰ საწყალი რა ხაჭაპურებს აცხობდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

უცნაურად გაუჩინარებული ქალის ცხედარი იპოვეს, თუმცა მისი გარდაცვალების მიზეზი კვლავ ამოუხსნელია - ამბავი, რომელმაც დიდი ბრიტანეთი შეძრა

უცნაურად გაუჩინარებული ქალის ცხედარი იპოვეს, თუმცა მისი გარდაცვალების მიზეზი კვლავ ამოუხსნელია - ამბავი, რომელმაც დიდი ბრიტანეთი შეძრა

უკვე რამდენიმე კვირაა ბრიტანეთში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა 45 წლის ნიკოლა ბულის გაუჩინარების ამბავი. ქალი 27 იანვარს უცნაურ ვითარებაში გაქრა.

მისი ცხედარი მხოლოდ გასული კვირის შაბათს იპოვეს, 21 თებერვალს კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ გარდაცვლილი ნამდვილად დაკარგული ქალი იყო. თუმცა, ამ ამბავში ყველაფერი კვლავ ბუნდოვანია.

ნიკოლა ბული, პარტნიორთან და ექვსი და ცხრა წლის ქალიშვილებთან ერთად, ინგლისის ჩრდილო-დასავლეთით, პატარა ქალაქ სენტ მაიკლს-ონ-ვაირში ცხოვრობდა და იპოთეკის კონსულტანტად მუშაობდა.

27 იანვარს ქალმა ბავშვები მანქანით სკოლაში წაიყვანა, შემდეგ სახლში დაბრუნდა და სასეირნოდ წავიდა სპანიელის ჯიშის ძაღლთან ერთად. ხელში ტელეფონი ეჭირა: ჯერ ელფოსტაზე წერილი გაუგზავნა თავის უფროსს, შემდეგ კი მობილური აპლიკაციის მეშვეობით კოლეგებთან ონლაინშეხვედრაზე დაკავშირება სცადა, რაც სტანდარტული პრაქტიკაა პანდემიის შემდეგ.

დილის 8:43 საათზე ქალი ერთმა ადამიანმა ნახა, რომლის თქმითაც, ძაღლთან ერთად მდინარესთან სეირნობდა, 9:10 საათზე ის სხვა მოწმემაც შენიშნა.

უკვე 9:30 საათზე ნიკოლა ბულის ტელეფონი მდინარის პირას, სკამზე გამვლელმა მამაკაცმა იპოვა, შეხვედრის აპლიკაცია ჯერ კიდევ გახსნილი იყო. მისი თქმით, ძაღლს საბელი მოხსნილი ჰქონდა და იქვე დარბოდა.

  • "თუ ცხედარი მდინარეშია, მას აუცილებლად ვიპოვით"

ახლომახლო დაპირისპირების და შესაძლო ძალადობის აშკარა ნიშნები არ ჩანდა, თავდაპირველად პოლიციამ არც კი განიხილა ქალის ძალმომრეობის შედეგად გაუჩინარების ვერსია. ცხედარის ძებნა მდინარეში დაიწყეს, თუმცა უშედეგოდ.

ძებნაში ჩაერთო კერძო დეტექტივ-კონტრაქტორი პიტერ ფოლდინგი, რომლის კომპანიაც ცხედრების პოვნის მიმართულებით სპეციალიზირდება. მან კატეგორიულად განაცხადა, - თუ ქალის ცხედარი მდინარეშია, ვიპოვითო...

გავიდა რამდენიმე დღე, ერთი კვირა, კიდევ კვირა... ცხედარი ვერ იპოვეს.

ნიკოლა ბულის გაუჩინარების ისტორია მთელი ამ ხნის განმავლობაში მედიის ყურადღების ცენტრში იყო. პროცესში მოყვარული დეტექტივები და მოზარდები ჩაერთვნენ. ეს უკანასკნელები მიდიოდნენ ქალის გაუჩინარების ადგილას და თავიანთი ტიკ - ტოკ არხისთვის ვიდეოებს იღებდნენ. რის შემდეგაც, პოლიციამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რათა მსგავსი რამ შეწყვეტილიყო.

მდინარე უაირზე მდებარე ხიდის მოაჯირზე ასობით ყვითელი ლენტი გამოჩნდა, რაც ხალხს აფრთხილებდა, რომ მდინარის სანაპიროსთან არ მისულიყვნენ...

  • რა განაცხადა პოლიციამ?

რადგან ქალის პოვნა ვერაფრით ხერხდებოდა, პოლიცია საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, მას თავს ესხმოდა პრესაც, რის მერეც პოლიციამ გააკეთა განმარტება, რომ თითქოს ქალს მენოპაუზის გამო ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რამაც მის ქცევაზე იმოქმედა და რომ 10 იანვარს, ნიკოლას გაუჩინარებამდე ორი კვირით ადრე, პოლიცია და სოციალური მუშაკები მის ოჯახში გარკვეული ინციდენტის გამო მივიდნენ.

ამ განცხადებამ უკიდურესად გააღიზიანა დაკარგული ქალის ოჯახის წევრები, ისინი აცხადებდნენ, რომ სამართალდამცავებმა საკუთარი უსუსურობის დასაფარად, ქალის პირადი ცხოვრება საჯაროდ გამოფინეს.

თემთა პალატის ლიდერმა და პრემიერ-მინისტრობის ყოფილმა კანდიდატმა პენი მორდონტმა ამ ინფორმაციის გავრცელებას შოკისმომგვრელი უწოდა.

"ჯანმრთელობის მსგავსი დეტალების საჯაროდ გამოფენა, ნამდვილად გააღიზიანებს ბევრ ქალს. ჩვენ უნდა შევეგუოთ ყველა სახის სექსისტურ ქცევას ყველანაირ სიტუაციაში?" - განაცხადა მან. მისი აზრითაც, ამ გზით პოლიცია თავის დაცვას ცდილობდა, რადგან გამოძიება წინ ვერ მიდიოდა.

პოლიციამ ამბობდა, რომ საქმეზე ათობით დეტექტივი მუშაობდა, რომლებიც ასობით საათის განმავლობაში შიფრავდნენ სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ კადრებს. დაკითხეს მინიმუმ შვიდასი მძღოლი, რომლებიც 27 იანვარს სავარაუდო ინციდენტის ტერიტორიაზე მანქანით გადაადგილდებოდნენ. გაჩხრიკეს ირგვლივ მდებარე რამდენიმე ცარიელი სახლი, მაგრამ უშედეგოდ.

პიტერ ფოლდინგის კერძო კომპანიამ გამოაცხადა, რომ ასრულებდა ძებნას, რადგან ცხედარი მდინარეში არ იყო.

  • ცხედარი მდინარესთან

9 თებერვალს, დილით, ნიკოლა ბულის ცხედარი დაქორწინებულმა წყვილმა იპოვა მდინარის სანაპიროზე.

ისინი ძაღლთან ერთად სეირნობდნენ მდინარე უაირის ნაპირზე, ქალის სავარაუდო გაუჩინარების ადგილიდან სულ რაღაც 1,5 კილომეტრში.

ამის შემდეგ მედიასა და სოციალურ ქსელებში პოლიციისა და განსაკუთრებით პიტერ ფოლდინგის კომპანიის მისამართით კრიტიკული კომენტარები გამოჩნდა. პოლიცია თავს იმართლებდა, თითქოს მათ ყველაფერი გააკეთეს და გამოძიებაში მონაწილე ბევრი დეტექტივისთვის ეს საქმე ყველაზე მძიმე საქმე აღმოჩნდა მათ ცხოვრებაში.

პიტერ ფოლდინგმა აღიარა, რომ მისი გუნდი ნამდვილად იმყოფებოდა იმ ტერიტორიაზე, სადაც საბოლოოდ ცხედარი იპოვეს. მაგრამ ისინი მდინარის ფსკერს მთელ სიგანეზე ათვალიერებენ, ქალის სხეული კი თითქმის ზედაპირზე ნახეს, ის მცენარეებით იყო დაფარული.

  • "აუხსნელი სიკვდილი"

რა გახდა ქალის გარდაცვალების მიზეზი? - ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ ჩანს. პოლიცია ნიკოლა ბულის სიკვდილს "აუხსნელს“ უწოდებს. ცხედარზე არ აღმოჩნდა ძალადობის კვალი.

თუ ეს თვითმკვლელობაა, მაშინ ეს სრულიად სპონტანური იყო, წესით მას რაიმე შოკისმომგვრელი ინფორმაცია უნდა მიეღო, მაგრამ მის ტელეფონში არც საეჭვო ზარი და არც შეტყობინება არ უნახავთ. ამასთანავე, 27 იანვრამდე მომხდარი მოვლენები არანაირად არ მიუთითებდა ნიკოლა ბულის თვითმკვლელობის განზრახვაზე.

თუ ეს უბედური შემთხვევაა და ქალი უბრალოდ, მდინარეში ჩავარდა, მაშინ გაუგებარია, რატომ დატოვა ტელეფონი და გაუშვა ძაღლი. გარდა ამისა, ამ ტერიტორიაზე მდინარეს არ აქვს ციცაბო ნაპირები, არც განიერია და არც ღრმა.

”ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, რა განიცადა ნიკიმ მისი სიცოცხლის ბოლო წუთებში, ის არასოდეს მიგვატოვებს. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ნიკის, სწორედ მან გახადა ჩვენი ცხოვრება ასე განსაკუთრებული. გოგონები მიიღებენ საჭირო დახმარებას იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ისინი ყველაზე მეტად უყვართ”, - წერია ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.