ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლაში, რომელიც უკვე წლებია ახორციელებს მედიცინის ინგლისურენოვან პროგრამას, როგორც ქართველი ასევე საერთაშორისო სტუდენტებისთვის, 2023 წლიდან მედიცინის ქართულენოვანი პროგრამა ამოქმედდება.
ახალი პროგრამა გამოირჩევა ინოვაციური სასწავლო მეთოდებით, მაღალკვალიფიციური, პრაქტიკოსი აკადემიური პერსონალით, უნიკალური შესაძლებლობებით, პრაქტიკული სწავლებით, სწავლების შემდგომი დასაქმებისა და რეზიდენტურის გამოცდების წარმატებით ჩაბარების ხელშეწყობით. ალტე უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამის სტუდენტები პრაქტიკულ სწავლებას ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გაივლიან, რომელიც Evex ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰოსპიტალია.
„თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებიდან გამომდინარე, ალტე უნივერსიტეტმა პროგრამების ჩამონათვალს კიდევ ერთი აქტუალური მიმართულება შესძინა და მედიცინის საერთაშორისო სკოლის ბაზაზე, ინგლისურენოვანი პროგრამის შემდეგ, უკვე ახალი ქართულენოვანი პროგრამაც - მედიცინა (MD) შევქმენით. პროგრამის აკრედიტაციაზე განაცხადი უკვე შეტანილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.“ - აღნიშნავს ქეთევან ჩახნაშვილი, ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლის დეკანი.
რა უპირატესებობებს სთავაზობს აღნიშნული პროგრამა მედიცინით დაინტერესებულ აბიტურიენტებს?
- Evex ჰოსპიტლების გრანტის მიღების შესაძლებლობას - TOP 5 აბიტურიენტს, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალ ქულას მიიღებს, 100%-ით დაუფინანსდება სწავლების სრული პირველი წელი;
- Evex ჰოსპიტლებთან ექსკლუზიური თანამშრომლობის ფარგლებში, ივ. ბოკერიას საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ბაზაზე კლინიკური პრაქტიკის გავლის უნიკალურ შესაძლებლობას;
- უნივერსიტეტის ფონდის შიდასაუნივერსიტეტო გრანტის მიღების შესაძლებლობას;
- სწავლების ინტეგრირებულ მეთოდს - საბაზისო და კლინიკური დისციპლინების ჩართულობით ორგანოთა სისტემების ერთ სიბრტყეში განხილვასა და მედიცინის დარგში შესაბამისი ცოდნისა და უნარების განვითარებას (პროგრამა 4 ფაზად არის წარმოდგენილი: საბაზისო, პრეკლინიკური, კლინიკური, კლინიკური პრაქტიკისა და კვლევის ფაზა);
- პრაქტიკის გავლას როგორც Evex-ის ჰოსპიტლების ჯგუფში შემავალ კლინიკებში, ასევე სხვა პარტნიორ კლინიკებსა და სამედიცინო პროფილის დაწესებულებებში;
- სამეცნიერო კვლევებში ჩართულობას;
- პრაქტიკოსი ლექტორების მიერ ჩატარებულ საინტერესო ლექციებს, მასტერკლასებს, ვორქშოფებს;
- United State Medical Licensing Examination (USMLE) - ამერიკის შეერთებულ შტატებში რეზიდენტურის მსურველთათვის მოსამზადებელ კურსებს;
- ივ. ბოკერიას საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ბაზაზე რეზიდენტურის პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სწორედ ბოლო წლებში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულად აქტუალური გახდა მედიცინის, ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის მიმართულებების თანაკვეთა. კვლევები კი აჩვენებს, რომ დასაქმების საერთაშორისო ბაზარი ამ მიმართულებით პროფესიონალი კადრების ნაკლებობას განიცდის, რამაც საგრძნობლად გაზარდა მათზე მოთხოვნა.[1]
ამ მოცემულობით, აღნიშნული სფეროებიდან შესაბამისი კომპეტენციების შესწავლა ზრდის კონკურენტუნარიანობას და აფართოებს დასაქმების არეალს მსოფლიო მასშტაბით. მედიცინა, ტექნოლოგია და ბიზნესის ადმინისტრირება ალტე უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტული მიმართულებებია. შესაბამისად, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ,კონკრეტული პროგრამაზე სწავლის პარალელურად, განივითარონ საჭირო უნარები მომიჯნავე სფეროებში და გახდნენ კიდევ უფრო მოთხოვნადები თანამედროვე დასაქმების ბაზარზე.
მედიცინის საერთაშორისო სკოლის შესახებ
მედიცინის საერთაშორისო სკოლა 2017 წელს დაფუძნდა და აერთიანებს ქართველ და საერთაშორისო სტუდენტებს მსოფლიოს 17 ქვეყნიდან, ისეთი როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, იორდანია, ინდოეთი და სხვა. მედიცინის საერთაშორისო სკოლის პროგრამები შექმნილია სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) სამედიცინო სტანდარტების გათვალისწინებით. მედიცინის სკოლა არის ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციისა (AMEE) და მედიცინის საერთაშორისო კურსდამთავრებულთა საგანმანათლებლო კომისიის (ECFMG) წევრი. ალტე უნივერსიტეტის დიპლომი აღიარებულია ევროპის ყველა ქვეყანაში, აშშ-ში, თურქეთში, ინდოეთსა და სხვა არაერთ ქვეყანაში.
2023 წელს, ალტე უნივერსიტეტი აცხადებს აბიტურიენტების მიღებას როგორც ქართულენოვან, ისე ინგლისურენოვან მედიცინის პროგრამებზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://alte.edu.ge/ka/schools/meditsinis-saertashoriso-skola
კითხვების შემთხვევაში, მოგვწერე: https://www.facebook.com/alteuniversity
და მთავარი, თუ ჯერ კიდევ არ ხარ აბიტურიენტების კლუბის წევრი, შემოგვიერთდი და ჩვენთან ერთად შეიმსუბუქე აბიტურიენტობა.
R