მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მონიკა ბელუჩის ახალი რომანი - მსახიობი 64 წლის რეჟისორს ხვდება: წყვილის რა ფოტოს აქვეყნებს ფრანგული მედია?
მონიკა ბელუჩის ახალი რომანი - მსახიობი 64 წლის რეჟისორს ხვდება: წყვილის რა ფოტოს აქვეყნებს ფრანგული მედია?

ჰო­ლი­ვუ­დი ახა­ლი წყვი­ლის შე­სა­ხებ ალა­პა­რაკ­და. 58 წლის მსა­ხი­ო­ბი მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩი 64 წლის რე­ჟი­სორ ტიმ ბარ­ტონს ხვდე­ბა. ამის შე­სა­ხებ ფრან­გუ­ლი გა­ზე­თი Paris Match წერს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, წყვი­ლის რო­მა­ნი უკვე ოთხი თვეა გრძელ­დე­ბა. ფო­ტო­ზე ჩანს, რომ ბარ­ტო­ნი და ბე­ლუ­ჩი ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლე­ბი და­სე­ირ­ნო­ბენ პა­რი­ზის ქუ­ჩებ­ში.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა Lumiere Brothers-ის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის დროს და­ი­წყო, რო­მე­ლიც ლი­ონ­ში გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გა­ი­მარ­თა.

მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩიმ ფრანგ მხატ­ვარ ნი­კო­ლას ლე­ფევ­რს ოთხი წლის წინ და­შორ­და. მა­ნამ­დე მსა­ხი­ობს 17 წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბა აკავ­ში­რებ­და ვენ­სან კა­სელ­თან, რომ­ლის­გა­ნაც ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს. ისი­ნი 2013 წელს და­შორ­დნენ.

ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი ტიმ ბარ­ტო­ნი 2014 წელს და­შორ­და მსა­ხი­ობ ჰე­ლე­ნა ბო­ნემ კარ­ტერს, რო­მელ­ზეც 13 წელი იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. მათ ორი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ.

2021 წელს ბარ­ტო­ნის ახა­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი გა­მო­ვი­და ეკ­რან­ზე. ნე­ტფ­ლიქ­სის ახა­ლი სე­რი­ა­ლი უენსდი ადამ­სის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს. სე­რი­ალ­ში უენსდი ახ­ლა­დაღ­მო­ჩე­ნი­ლი ზე­ბუ­ნებ­რი­ვი ძა­ლის გა­კონ­ტრო­ლე­ბას, ურჩხუ­ლის და­მარ­ცხე­ბა­სა და იმ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის ამოხ­სნას ცდი­ლობს, რო­მე­ლიც მის მშობ­ლებს 25 წლის წინ გა­დახ­დათ თავს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
0

ტიმ ბარტონი ერთ-ერთი უმაგრესი რეჟისორია, ეს ისე, ვინც არ იცნობს

ნინო
0

საქართველოში 64 წლის კაცები დაშლილები არიან უკვე.

ავტორი:

მონიკა ბელუჩის ახალი რომანი - მსახიობი 64 წლის რეჟისორს ხვდება: წყვილის რა ფოტოს აქვეყნებს ფრანგული მედია?

მონიკა ბელუჩის ახალი რომანი - მსახიობი 64 წლის რეჟისორს ხვდება: წყვილის რა ფოტოს აქვეყნებს ფრანგული მედია?

ჰოლივუდი ახალი წყვილის შესახებ ალაპარაკდა. 58 წლის მსახიობი მონიკა ბელუჩი 64 წლის რეჟისორ ტიმ ბარტონს ხვდება. ამის შესახებ ფრანგული გაზეთი Paris Match წერს. გამოცემის ცნობით, წყვილის რომანი უკვე ოთხი თვეა გრძელდება. ფოტოზე ჩანს, რომ ბარტონი და ბელუჩი ხელჩაკიდებულები დასეირნობენ პარიზის ქუჩებში.

მედიის ინფორმაციით, წყვილის ურთიერთობა Lumiere Brothers-ის კინოფესტივალის დროს დაიწყო, რომელიც ლიონში გასული წლის ოქტომბერში გაიმართა.

მონიკა ბელუჩიმ ფრანგ მხატვარ ნიკოლას ლეფევრს ოთხი წლის წინ დაშორდა. მანამდე მსახიობს 17 წლიანი ქორწინება აკავშირებდა ვენსან კასელთან, რომლისგანაც ორი ქალიშვილი ჰყავს. ისინი 2013 წელს დაშორდნენ.

ცნობილი რეჟისორი ტიმ ბარტონი 2014 წელს დაშორდა მსახიობ ჰელენა ბონემ კარტერს, რომელზეც 13 წელი იყო დაქორწინებული. მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ.

2021 წელს ბარტონის ახალი ნამუშევარი გამოვიდა ეკრანზე. ნეტფლიქსის ახალი სერიალი უენსდი ადამსის შესახებ მოგვითხრობს. სერიალში უენსდი ახლადაღმოჩენილი ზებუნებრივი ძალის გაკონტროლებას, ურჩხულის დამარცხებასა და იმ საიდუმლოების ამოხსნას ცდილობს, რომელიც მის მშობლებს 25 წლის წინ გადახდათ თავს.