საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მანქანაში ჩასვეს, სცემეს და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ" - პროკურატურამ სამ პირს ბრალი წადუგინა
"მანქანაში ჩასვეს, სცემეს და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ" - პროკურატურამ სამ პირს ბრალი წადუგინა

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ დიდი ოდე­ნო­ბით ქო­ნე­ბის ჯგუ­ფუ­რად გა­მო­ძალ­ვის, ძა­ლა­დო­ბი­სა და მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე 3 პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ასე­ვე, აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის დროს გა­მოვ­ლე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის ფარ­გლებ­ში, ბრალ­დე­ბა კი­დევ ერთ პირს - დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე წა­რედ­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ცნო­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2023 წლის და­სა­წყის­ში, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი და­ზა­რა­ლე­ბულს ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მუ­ქა­რით ფუ­ლა­დი თან­ხის გა­დახ­დას სთხოვ­დნენ. 9 თე­ბერ­ვალს და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე პი­რებ­მა ეს უკა­ნას­კნე­ლი ჩას­ვეს ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის მარ­თვის ქვეშ მყოფ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში, რა დრო­საც სცე­მეს და თან­ხის გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მისი და ოჯა­ხის წევ­რე­ბის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით და­ე­მუქრნენ.

ორ პირს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 181-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ა“",გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბი­თა და 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი (პრი­მა) ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტით, ხოლო ერთ პირს - 376-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ასე­ვე, აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს გა­მოვ­ლე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნა პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყოფ პირს სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 273-ე (პრი­მა) მუხ­ლის მე­ხუ­თე ნა­წი­ლის "ბ“ და "გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით, რაც დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ოთხი­ვე ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­ე­ფარ­და.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბენდუქა
0

უვადო სასჯელი უფრო კარგი იქნება ესეთი კრიმინალებისთვის.

 

ესეთი ხალხი უნდა მოშორდეს ნორმალურ საზოგადოებას!

ეეეე
0

მართლაც, რა შეუსაბამო სასჯელია, მეტი ეკუთვნით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"მანქანაში ჩასვეს, სცემეს და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ" - პროკურატურამ სამ პირს ბრალი წადუგინა

"მანქანაში ჩასვეს, სცემეს და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ" - პროკურატურამ სამ პირს ბრალი წადუგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვის, ძალადობისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა. ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს გამოვლენილი დანაშაულის ფარგლებში, ბრალდება კიდევ ერთ პირს - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის დასაწყისში, ბრალდებულები დაზარალებულს ძალადობის გამოყენების მუქარით ფულადი თანხის გადახდას სთხოვდნენ. 9 თებერვალს დანაშაულში მონაწილე პირებმა ეს უკანასკნელი ჩასვეს ერთ-ერთი ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში, რა დროსაც სცემეს და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მისი და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

ორ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და 126-ე მუხლის პირველი (პრიმა) ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ერთ პირს - 376-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს გამოვლენილი დანაშაულის შედეგად, ბრალდება წარედგინა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ პირს საქართველოს სსკ-ის 273-ე (პრიმა) მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.