პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირადში დავუშვი მძიმე შეცდომა და დიდი ფასიც გადავიხადე" - ბესო კალანდაძე ოჯახსა და შვილზე, რომელიც დიპლომატიურ სამსახურში თანამდებობაზე დაინიშნა?
"პირადში დავუშვი მძიმე შეცდომა და დიდი ფასიც გადავიხადე" - ბესო კალანდაძე ოჯახსა და შვილზე, რომელიც დიპლომატიურ სამსახურში თანამდებობაზე დაინიშნა?

ცოტა ხნის წინ, მომ­ღე­რალ ბესო კა­ლან­და­ძის უფ­რო­სი შვი­ლი, მა­რი­ამ კა­ლან­და­ძე, ჩი­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში პირ­ველ მდივ­ნად და­ი­ნიშ­ნა. მუ­სი­კოსს ორი შვი­ლი ჰყავს, ბაჩი და მა­რი­ა­მი. წლე­ბის წინ კა­ლან­და­ძე სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა, მისი ქორ­წი­ნე­ბა რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე პლას­ტი­კურ ქი­რურგ ცი­ცი­ნო შურ­ღა­ი­ას­თან გან­ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი და ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბე­ბის სე­რია წლე­ბი გაგ­რძელ­და...

მომ­ღე­რა­ლი პირ­ველ მე­უღ­ლეს, მე­დეა კა­ლან­და­ძეს და­უბ­რუნ­და და წყვი­ლი წლე­ბია ისევ ერ­თად ცხოვ­რობს. ჟურ­ნალ „სარ­კეს­თან“ ბესო კა­ლან­და­ძემ თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­იხ­სე­ნა და მისი თქმით, ეს ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ბნელ და შავ ლა­ქად მი­აჩ­ნია. მუ­სი­კოს­მა ასე­ვე შვი­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბა­ზე ისა­უბ­რა...

ბესო კა­ლან­და­ძე:

- "თუ ან­სამ­ბლ „75“-ში ყოფ­ნის წლე­ბი ჩემ­თვის ნა­თე­ლი, ბედ­ნი­ე­რი დროა, მოს­კოვ­ში ყოფ­ნა და ის რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ბნე­ლი, შავი ლა­ქაა. ყვე­ლას მოს­დის შეც­დო­მე­ბი და არც მე ვი­ყა­ვი გა­მო­ნაკ­ლი­სი. არა­ვის ვაბ­რა­ლებ, არც იმ პი­როვ­ნე­ბა­ზე ვი­ლა­პა­რა­კებ. მე და­ვუშ­ვი საკ­მა­ოდ მძი­მე შეც­დო­მა და შე­სა­ბა­მი­სად, დიდი ფა­სიც გა­და­ვი­ხა­დე.

რო­გორ შე­ვი­კა­რით ისევ ოჯა­ხი? დავ­სხე­დით და ვი­სა­უბ­რეთ. სას­წო­რის მხა­რე­ზე იყო ჩვე­ნი გა­შო­რე­ბის მი­ზე­ზი, რო­მე­ლიც უსა­ფუძ­ვლო, თით­ქმის ბავ­შვუ­რი გა­უ­გებ­რო­ბა იყო, მე­ო­რე მხა­რეს კი – ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი, შვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ, სჭირ­დე­ბო­დათ მშობ­ლე­ბი, ოჯა­ხი, ყუ­რა­დღე­ბა, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, კვლავ ერთი ოჯა­ხი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ჩვენ ეს შევ­ძე­ლით! მად­ლო­ბა ჩემს მე­უღ­ლეს, სა­უ­კე­თე­სო შვი­ლე­ბი გა­მი­ზარ­და…

ბესო და მე­დეა კა­ლან­და­ძე­ე­ბი

- ახ­ლა­ხან თქვე­ნი გო­გო­ნა სე­რი­ო­ზულ დიპ­ლო­მა­ტი­ურ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ი­ნიშ­ნა. რა გზა გა­ი­ა­რა ამ წარ­მა­ტე­ბამ­დე?

- ვერ ვი­ტყვი, რომ მა­რი­ა­მი ვუნ­დერ­კინ­დი იყო. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვი გახ­ლდათ. უყ­ვარ­და ბავ­შვე­ბი, გარ­თო­ბა, მაგ­რამ სწავ­ლა­ზე არა­სო­დეს სჭირ­დე­ბო­და შეხ­სე­ნე­ბა, ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფერს ას­წრებ­და. თა­ვად აირ­ჩია, სად ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა. შემ­დეგ, როცა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, თა­ვი­სი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი შრო­მით გა­მო­ი­ჩი­ნა თავი.

ზო­გი­ერ­თე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მე და­ვეხ­მა­რე წინსვლა­ში, რაც აბ­სურ­დია. იქ არის კო­მი­სია და ის გა­ნი­ხი­ლავს თი­თო­ე­უ­ლი კან­დი­და­ტის სა­კითხს. მა­რი­ამ­საც დიდ­ხანს აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ, რის შემ­დე­გაც ან­დეს ასე­თი სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო მი­სია.

მა­რი­ამ კა­ლან­და­ძე

ჩი­ნე­თი დღეს ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ქვე­ყა­ნაა მსოფ­ლი­ო­ში, რო­გორც ეკო­ნო­მი­კით, ისე პო­ლი­ტი­კით. ჩვენ სა­ელ­ჩო­ში, ჩი­ნეთ­ში მა­რი­ა­მი პირ­ველ მდივ­ნად და­ი­ნიშ­ნა და იმე­დი მაქვს წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თმევს თავს.

ბიჭი მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში სწავ­ლობს, ეკო­ლო­გია აირ­ჩია და მალე ეკო­ლო­გი­ის მა­გის­ტრი გახ­დე­ბა. და­ო­ჯა­ხე­ბას არ ჩქა­რო­ბენ, ჩვენ კი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი გვინ­და უკვე.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიკალიკა
11

ძალიან დიდი დიდსულოვნება რომ შვილების გამო პირადი წყენა თუ შეცდომა დათმეთ და ოჯახი არ დაანგრიეთ..მივესალმები ასეთ ადამიანებს.გაიხარეთ.წარმატებები.

აი
24

იმდენად კარგი ხმა აქვს და ისეთი მომღერალი იყო ახალგაზრდობაში, რომ სიცუღლუტე მსმენელისთვის მეორეხარისხოვანია. გოგონას წარმატებები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან
ავტორი:

"პირადში დავუშვი მძიმე შეცდომა და დიდი ფასიც გადავიხადე" - ბესო კალანდაძე ოჯახსა და შვილზე, რომელიც დიპლომატიურ სამსახურში თანამდებობაზე დაინიშნა?

"პირადში დავუშვი მძიმე შეცდომა და დიდი ფასიც გადავიხადე" - ბესო კალანდაძე ოჯახსა და შვილზე, რომელიც დიპლომატიურ სამსახურში თანამდებობაზე დაინიშნა?

ცოტა ხნის წინ, მომღერალ ბესო კალანდაძის უფროსი შვილი, მარიამ კალანდაძე, ჩინეთში საქართველოს საელჩოში პირველ მდივნად დაინიშნა. მუსიკოსს ორი შვილი ჰყავს, ბაჩი და მარიამი. წლების წინ კალანდაძე სკანდალში გაეხვა, მისი ქორწინება რუსეთში მოღვაწე პლასტიკურ ქირურგ ციცინო შურღაიასთან განქორწინებით დასრულდა. სასამართლო პროცესი და ურთიერთბრალდებების სერია წლები გაგრძელდა...

მომღერალი პირველ მეუღლეს, მედეა კალანდაძეს დაუბრუნდა და წყვილი წლებია ისევ ერთად ცხოვრობს. ჟურნალ „სარკესთან“ ბესო კალანდაძემ თავისი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი გაიხსენა და მისი თქმით, ეს ცხოვრების ყველაზე ბნელ და შავ ლაქად მიაჩნია. მუსიკოსმა ასევე შვილების წარმატებაზე ისაუბრა...

ბესო კალანდაძე:

- "თუ ანსამბლ „75“-ში ყოფნის წლები ჩემთვის ნათელი, ბედნიერი დროა, მოსკოვში ყოფნა და ის რამდენიმეწლიანი ურთიერთობა ჩემი ცხოვრების ყველაზე ბნელი, შავი ლაქაა. ყველას მოსდის შეცდომები და არც მე ვიყავი გამონაკლისი. არავის ვაბრალებ, არც იმ პიროვნებაზე ვილაპარაკებ. მე დავუშვი საკმაოდ მძიმე შეცდომა და შესაბამისად, დიდი ფასიც გადავიხადე.

როგორ შევიკარით ისევ ოჯახი? დავსხედით და ვისაუბრეთ. სასწორის მხარეზე იყო ჩვენი გაშორების მიზეზი, რომელიც უსაფუძვლო, თითქმის ბავშვური გაუგებრობა იყო, მეორე მხარეს კი – ერთად გატარებული წლები, შვილები, რომლებიც ჯერ კიდევ პატარები იყვნენ, სჭირდებოდათ მშობლები, ოჯახი, ყურადღება, ამიტომ გადავწყვიტეთ, კვლავ ერთი ოჯახი ვყოფილიყავით. მადლობა ღმერთს, ჩვენ ეს შევძელით! მადლობა ჩემს მეუღლეს, საუკეთესო შვილები გამიზარდა…

ბესო და მედეა კალანდაძეები

- ახლახან თქვენი გოგონა სერიოზულ დიპლომატიურ თანამდებობაზე დაინიშნა. რა გზა გაიარა ამ წარმატებამდე?

- ვერ ვიტყვი, რომ მარიამი ვუნდერკინდი იყო. ჩვეულებრივი ბავშვი გახლდათ. უყვარდა ბავშვები, გართობა, მაგრამ სწავლაზე არასოდეს სჭირდებოდა შეხსენება, ყოველთვის ყველაფერს ასწრებდა. თავად აირჩია, სად ჩაებარებინა. შემდეგ, როცა საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა, თავისი კეთილსინდისიერი შრომით გამოიჩინა თავი.

ზოგიერთები ამბობენ, რომ მე დავეხმარე წინსვლაში, რაც აბსურდია. იქ არის კომისია და ის განიხილავს თითოეული კანდიდატის საკითხს. მარიამსაც დიდხანს აკვირდებოდნენ, რის შემდეგაც ანდეს ასეთი საპასუხისმგებლო მისია.

მარიამ კალანდაძე

ჩინეთი დღეს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში, როგორც ეკონომიკით, ისე პოლიტიკით. ჩვენ საელჩოში, ჩინეთში მარიამი პირველ მდივნად დაინიშნა და იმედი მაქვს წარმატებით გაართმევს თავს.

ბიჭი მაგისტრატურაში სწავლობს, ეკოლოგია აირჩია და მალე ეკოლოგიის მაგისტრი გახდება. დაოჯახებას არ ჩქარობენ, ჩვენ კი შვილიშვილები გვინდა უკვე.