სამართალი
პოლიტიკა

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვით, "ხალხის ძალისა" და "საქართველოსთვის" დეპუტატებს ე.წ. პოლიტიკური ჯგუფების შექმნა შეეძლებათ
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვით, "ხალხის ძალისა" და "საქართველოსთვის" დეპუტატებს ე.წ. პოლიტიკური ჯგუფების შექმნა შეეძლებათ

პარ­ლა­მენ­ტმა, პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით, მხა­რი და­უ­ჭი­რა “ხალ­ხის ძა­ლის“ დე­პუ­ტა­ტე­ბის კა­ნონპ­რო­ექტს, რომ­ლის მი­ხედ­ვით, თუკი ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის წარ­დგე­ნით არ­ჩე­უ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი ფრაქ­ცი­ას და პარ­ტი­ას და­ტო­ვე­ბენ, პარ­ლა­მენ­ტში პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის შექ­მნას შეს­ძლე­ბენ.

პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუფს შექ­მნი­ან რო­გორც “ხალ­ხის ძა­ლის“, ასე­ვე პარ­ტია “სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

2024 წლამ­დე პარ­ლა­მენ­ტში მოქ­მე­დებს წესი, რომ­ლის მი­ხედ­ვით, პარ­ლა­მენ­ტის არა­ნაკ­ლებ ორ წევ­რს პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის შექ­მნა შე­უძ­ლია, თუმ­ცა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ შე­მად­გენ­ლო­ბი­დან გა­სუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი პო­ლი­ტი­კურ ჯგუ­ფებს ვერ ქმნი­ან. ამის მი­ზე­ზი რეგ­ლა­მენ­ტის ჯერ კი­დევ მოქ­მე­დი ჩა­ნა­წე­რია, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ერთი პარ­ტი­ის სიით არ­ჩე­ულ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს უფ­ლე­ბა არა აქვთ პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფი შექ­მნან, თუკი იმა­ვე პარ­ტი­ის წარ­დგე­ნით არ­ჩე­ულ დე­პუ­ტა­ტებს ფრაქ­ცია აქვთ შექ­მნი­ლი. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ პარ­ლა­მენ­ტში ფრაქ­ცია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არ­სე­ბობს, მისი შე­მად­გენ­ლო­ბი­დან გა­სუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი პო­ლი­ტი­კურ ჯგუფს ვერ ქმნიდ­ნენ - მათ დღემ­დე უფ­რაქ­ციო პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის სტა­ტუ­სი აქვთ.

რეგ­ლა­მენ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფი იმა­ვე უფ­ლე­ბე­ბით სარ­გებ­ლობს, რაც სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცი­ას აქვს, მათ შო­რის და­ფი­ნან­სე­ბის მხრივ. პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის თავ­მჯდო­მა­რეს მი­ე­ცე­მა გა­სამ­რჯე­ლო - 5 540 ლა­რის ოდე­ნო­ბით. პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფი­სათ­ვის პარ­ლა­მენ­ტის სა­სახ­ლე­ში გა­მო­ი­ყო­ფა სა­მუ­შაო ფარ­თო­ბი.

ჯგუ­ფის საქ­მი­ა­ნო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა, ჯგუფ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ პარ­ლა­მენ­ტის წევრთა რა­ო­დე­ნო­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლად გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. ჯგუ­ფის აპა­რა­ტის თა­ნამ­შრო­მელ­თა სა­ხელ­ფა­სო ფონ­დი კი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლად და ფრაქ­ცი­ის ანა­ლო­გი­უ­რად.

ამ ეტაპ­ზე, თი­თო­ე­უ­ლი ფრაქ­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხის, მათ შო­რის ფრაქ­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­თა სა­ხელ­ფა­სო ფონ­დის ოდე­ნო­ბა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ი­ცავს 10 890 ლა­რის (სა­ბა­ზი­სო თან­ხის), ფრაქ­ცი­ის წევრთა რა­ო­დე­ნო­ბის 726 ლარ­ზე ნამ­რავ­ლის, აგ­რეთ­ვე ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვით, ტრან­სპორ­ტი­თა და მო­ბი­ლუ­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რის მომ­სა­ხუ­რე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის თან­ხე­ბის ჯამს.

ალექს
5

გაუჭირდებოდათ !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვით, "ხალხის ძალისა" და "საქართველოსთვის" დეპუტატებს ე.წ. პოლიტიკური ჯგუფების შექმნა შეეძლებათ

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვით, "ხალხის ძალისა" და "საქართველოსთვის" დეპუტატებს ე.წ. პოლიტიკური ჯგუფების შექმნა შეეძლებათ

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა “ხალხის ძალის“ დეპუტატების კანონპროექტს, რომლის მიხედვით, თუკი ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული დეპუტატები ფრაქციას და პარტიას დატოვებენ, პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შესძლებენ.

პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილების გათვალისწინებით, პოლიტიკური ჯგუფს შექმნიან როგორც “ხალხის ძალის“, ასევე პარტია “საქართველოსთვის“ წარმომადგენლები.

2024 წლამდე პარლამენტში მოქმედებს წესი, რომლის მიხედვით, პარლამენტის არანაკლებ ორ წევრს პოლიტიკური ჯგუფის შექმნა შეუძლია, თუმცა “ქართული ოცნების“ შემადგენლობიდან გასული დეპუტატები პოლიტიკურ ჯგუფებს ვერ ქმნიან. ამის მიზეზი რეგლამენტის ჯერ კიდევ მოქმედი ჩანაწერია, რომლის მიხედვით, ერთი პარტიის სიით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ პოლიტიკური ჯგუფი შექმნან, თუკი იმავე პარტიის წარდგენით არჩეულ დეპუტატებს ფრაქცია აქვთ შექმნილი. იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნება“ არსებობს, მისი შემადგენლობიდან გასული დეპუტატები პოლიტიკურ ჯგუფს ვერ ქმნიდნენ - მათ დღემდე უფრაქციო პარლამენტის წევრის სტატუსი აქვთ.

რეგლამენტის გათვალისწინებით, პოლიტიკური ჯგუფი იმავე უფლებებით სარგებლობს, რაც საპარლამენტო ფრაქციას აქვს, მათ შორის დაფინანსების მხრივ. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიეცემა გასამრჯელო - 5 540 ლარის ოდენობით. პოლიტიკური ჯგუფისათვის პარლამენტის სასახლეში გამოიყოფა სამუშაო ფართობი.

ჯგუფის საქმიანობის უზრუნველსაყოფად გამოყოფილი თანხა, ჯგუფში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად განისაზღვრება. ჯგუფის აპარატის თანამშრომელთა სახელფასო ფონდი კი განისაზღვრება ჯგუფის წარმომადგენლობის პროპორციულად და ფრაქციის ანალოგიურად.

ამ ეტაპზე, თითოეული ფრაქციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად გამოყოფილი თანხის, მათ შორის ფრაქციის თანამშრომელთა სახელფასო ფონდის ოდენობა თვის განმავლობაში მოიცავს 10 890 ლარის (საბაზისო თანხის), ფრაქციის წევრთა რაოდენობის 726 ლარზე ნამრავლის, აგრეთვე ჯანმრთელობის დაზღვევით, ტრანსპორტითა და მობილური სატელეფონო კავშირის მომსახურებით უზრუნველყოფის თანხების ჯამს.