ავტორი:

"ყველაზე რთული ის იყო, ჩემი უმცროსი შვილი ავად რომ გახდა და ცუდ დიაგნოზზე ფიქრობდნენ. კინაღამ მოვკვდი..." - მერაბ სეფაშვილი

"ყველაზე რთული ის იყო, ჩემი უმცროსი შვილი ავად რომ გახდა და ცუდ დიაგნოზზე ფიქრობდნენ. კინაღამ მოვკვდი..." - მერაბ სეფაშვილი

მერაბ სეფაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" გადაცემაში "ნამდვილი ამბავი“ თავისი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდი გაიხსენა, როდესაც მომღერლის უმცროს შვილს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და ოჯახი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრა...

მერაბ სეფაშვილი:

"ყველაზე რთული ის იყო, ჩემი უმცროსი შვილი ავად რომ გახდა და ცუდ დიაგნოზზე ფიქრობდნენ. კინაღამ მოვკვდი. ვიბრძოდი იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო. სხვა ქვეყანაში ვიყავით, როდესაც ყველაფერი კარგად დამთავრდა, მერე ვიგრძენი რა არის ცხოვრება და სიცოცხლე.

იმდენჯერ ვარ დალეწილი და თავიდან აწყობილი ფიზიკურად, მაგრამ ეს არ ყოფილა ყველაზე რთული. ყველაზე რთული ის იყო, როდესაც სული მტკიოდა. ადამიანი ცუდად რომ ხარ, აზრი აქვს, წამალს დალევ, იბრძვი, რომ უკეთესად იყო... აზრი ყოველთვის აქვს ბრძოლას. ბრძოლას თავისუფლებისთვის, მუსიკისთვის, სიყვარულისთვის. რომც არ გამოგივიდეს, მაინც აზრი აქვს, იმიტომ რომ, ცხოვრობ. ცხოვრებას აზრი აქვს, ნამდვილად..."