საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისინი არიან კოლექტიური "ქურქუმალ ვაითი“ და სხვას უმოწმებენ ინგლისური ენის ცოდნას, სირცხვილია" - ირაკლი კობახიძე ენმ-ზე
"ისინი არიან კოლექტიური "ქურქუმალ ვაითი“ და სხვას უმოწმებენ ინგლისური ენის ცოდნას, სირცხვილია" - ირაკლი კობახიძე ენმ-ზე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მმარ­თვე­ლი გუნ­დი უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა ამე­რი­კუ­ლი ანა­ლო­გის, არა­მედ "ხალ­ხის ძა­ლის“ მიერ და­წე­რი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის მხარ­და­ჭე­რის­კენ იხ­რე­ბა.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, "ხალ­ხის ძა­ლის“ მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­თან, ამე­რი­კუ­ლი კა­ნო­ნი კი არა.

"მე ვარ იუ­რის­ტი და შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რო­გორც იუ­რის­ტმა, რომ ამე­რი­კუ­ლი კა­ნო­ნი უმ­ძი­მე­სია. არ ვიცი, შეგ­ვიძ­ლია ვიმ­სჯე­ლოთ ორი­ვე კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას რო­მელს და­ვუ­ჭი­როთ მხა­რი. ამე­რი­კა­ში მოქ­მე­დებს ანა­ლო­გი­უ­რი კა­ნო­ნი და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად მკაც­რი კა­ნო­ნი. რაც შე­ე­ხე­ბა ევ­რო­პას, იქაც და­ი­წყეს მსჯე­ლო­ბა ასე­თი კა­ნო­ნის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ ყვე­ლა­ფერს ჰქონ­დეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას­თან და ა.შ.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვა ძლი­ე­რი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტით და ამის ერთ-ერთი სა­ფუძ­ვე­ლია, მათ შო­რის ეს "ფა­რას“ კა­ნო­ნი. აშშ თავს იცავს ნე­ბის­მი­ე­რი შე­საძ­ლო მცდე­ლო­ბის­გან, რომ ხელ­ყო­ფი­ლი­ყოს მისი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი და აქ არ არის და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლი არც მტრუ­ლი და არც არამ­ტრუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო. ის ეხე­ბა ნე­ბის­მი­ერ სა­გა­რეო ინ­ტერ­ვენ­ცი­ას. "ხალ­ხის ძა­ლის“ მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტში სა­უ­ბა­რია სუ­ბი­ექ­ტე­ბის გარ­კვე­ულ წრე­სა და მკა­ფიო კრი­ტე­რი­უ­მებ­ზე. არის ამე­რი­კუ­ლი კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც არის უმ­ძი­მე­სი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით და არის "ხალ­ხის ძა­ლის“ მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც არის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სტან­დარ­ტებ­თან.

ამ ორი კა­ნონპ­რო­ექ­ტი­დან ერთ-ერთი აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, დღე­ვან­დე­ლი გან­წყო­ბა ასე­თია. ჩვენ ვიხ­რე­ბით ქარ­თუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის­კენ, ის არის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­თან, არ ვიხ­რე­ბით რა თქმა უნდა, ამე­რი­კუ­ლი კა­ნო­ნის­კენ. ჩვე­ნი გან­წყო­ბაა ის, რომ ქარ­თუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი იმ­სა­ხუ­რებს მხარ­და­ჭე­რას. არ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნი არ იწო­დე­ბა ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტად. საქ­მე ეხე­ბა მხო­ლოდ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს. ვერ­ცერთ ადა­მი­ანს ამ კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე ვერ უწო­დებ აგენტს, გან­სხვა­ვე­ბით ამე­რი­კუ­ლი კა­ნო­ნის­გან. ამე­რი­კუ­ლი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებს ეწო­დე­ბათ უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბი, რაც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვა და სრუ­ლი კა­ტას­ტრო­ფაა“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ამას­თან, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის გან­ცხა­დე­ბით, ის, რომ ოპო­ზი­ცია "ხალ­ხის ძა­ლას“ ინ­გლი­სურს უწუ­ნებს, სირ­ცხვი­ლია.

"რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას რომ გა­და­ხე­დოთ, პარ­ლა­მენ­ტში ვინც არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი­ყო, სულ ორმა, სამ­მა კაც­მა იცის ინ­გლი­სუ­რი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ ვი­ღა­ცას უცხო ენე­ბის ცოდ­ნას უმოწ­მე­ბენ, ეს, თა­ვის­თა­ვად, ძა­ლი­ან დიდი სირ­ცხვი­ლია. ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის ან მისი მე­გობ­რე­ბის ინ­გლი­სუ­რი მო­ი­კი­თხონ, რომ­ლე­ბიც არი­ან წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში. მათი გა­და­სა­მოწ­მე­ბე­ლი სხვი­სი უცხო ენე­ბის ცოდ­ნა არ არის. ისი­ნი არი­ან კო­ლექ­ტი­უ­რი "ქურ­ქუ­მალ ვა­ი­თე­ბი“ და ისი­ნი სხვას უმოწ­მე­ბენ ინ­გლი­სუ­რი ენის ცოდ­ნას, ეს უბ­რა­ლოდ სირ­ცხვი­ლია“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ერი
7

აი კდე ერთი სირცხვილი საქართველოის რა დავაშავეთ ასეთ ჯერ ეს სექტა ახლა კოლექტიური იდიოტიზმი რატომ ღმერთ რატომ

ლევანი
14

გულისამრევი ადამიანი,.ალე მორჩება ამ არსების ბოგინი,წინ მოსკოვისკენ შე ქაჯო.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"ისინი არიან კოლექტიური "ქურქუმალ ვაითი“ და სხვას უმოწმებენ ინგლისური ენის ცოდნას, სირცხვილია" - ირაკლი კობახიძე ენმ-ზე

"ისინი არიან კოლექტიური "ქურქუმალ ვაითი“ და სხვას უმოწმებენ ინგლისური ენის ცოდნას, სირცხვილია" - ირაკლი კობახიძე ენმ-ზე

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი უცხოური გავლენის აგენტებთან დაკავშირებით არა ამერიკული ანალოგის, არამედ "ხალხის ძალის“ მიერ დაწერილი კანონპროექტის მხარდაჭერისკენ იხრება.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, "ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი შესაბამისობაშია ადამიანის უფლებებთან, ამერიკული კანონი კი არა.

"მე ვარ იურისტი და შემიძლია გითხრათ, როგორც იურისტმა, რომ ამერიკული კანონი უმძიმესია. არ ვიცი, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ორივე კანონპროექტთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, მივიღებთ გადაწყვეტილებას რომელს დავუჭიროთ მხარი. ამერიკაში მოქმედებს ანალოგიური კანონი და არაადეკვატურად მკაცრი კანონი. რაც შეეხება ევროპას, იქაც დაიწყეს მსჯელობა ასეთი კანონის მიღებასთან დაკავშირებით. როგორ შეიძლება ამ ყველაფერს ჰქონდეს წინააღმდეგობა ევროინტეგრაციასთან და ა.შ.

ამერიკის შეერთებული შტატები გამოირჩევა ძლიერი სუვერენიტეტით და ამის ერთ-ერთი საფუძველია, მათ შორის ეს "ფარას“ კანონი. აშშ თავს იცავს ნებისმიერი შესაძლო მცდელობისგან, რომ ხელყოფილიყოს მისი სუვერენიტეტი და აქ არ არის დაკონკრეტებული არც მტრული და არც არამტრული სახელმწიფო. ის ეხება ნებისმიერ საგარეო ინტერვენციას. "ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტში საუბარია სუბიექტების გარკვეულ წრესა და მკაფიო კრიტერიუმებზე. არის ამერიკული კანონი, რომელიც არის უმძიმესი ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და არის "ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც არის შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან.

ამ ორი კანონპროექტიდან ერთ-ერთი აუცილებლად იქნება მიღებული, დღევანდელი განწყობა ასეთია. ჩვენ ვიხრებით ქართული კანონპროექტისკენ, ის არის შესაბამისობაში ადამიანის უფლებებთან, არ ვიხრებით რა თქმა უნდა, ამერიკული კანონისკენ. ჩვენი განწყობაა ის, რომ ქართული კანონპროექტი იმსახურებს მხარდაჭერას. არცერთი ადამიანი არ იწოდება ამ კანონპროექტის საფუძველზე უცხოური გავლენის აგენტად. საქმე ეხება მხოლოდ ორგანიზაციებს. ვერცერთ ადამიანს ამ კანონის საფუძველზე ვერ უწოდებ აგენტს, განსხვავებით ამერიკული კანონისგან. ამერიკული კანონის მიხედვით კონკრეტულ ადამიანებს ეწოდებათ უცხოელი აგენტები, რაც ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და სრული კატასტროფაა“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, ის, რომ ოპოზიცია "ხალხის ძალას“ ინგლისურს უწუნებს, სირცხვილია.

"რადიკალურ ოპოზიციას რომ გადახედოთ, პარლამენტში ვინც არის წარმოდგენილიყო, სულ ორმა, სამმა კაცმა იცის ინგლისური. ეს ადამიანები, რომ ვიღაცას უცხო ენების ცოდნას უმოწმებენ, ეს, თავისთავად, ძალიან დიდი სირცხვილია. ლევან ხაბეიშვილის ან მისი მეგობრების ინგლისური მოიკითხონ, რომლებიც არიან წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. მათი გადასამოწმებელი სხვისი უცხო ენების ცოდნა არ არის. ისინი არიან კოლექტიური "ქურქუმალ ვაითები“ და ისინი სხვას უმოწმებენ ინგლისური ენის ცოდნას, ეს უბრალოდ სირცხვილია“, - განაცხადა კობახიძემ.