სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯაშუშური ბურთი თუ ობიექტი უცხო პლანეტიდან? - იაპონიაში წყალმა ამოუცნობი რკინის ბურთი გამორიყა
ჯაშუშური ბურთი თუ ობიექტი უცხო პლანეტიდან? - იაპონიაში წყალმა ამოუცნობი რკინის ბურთი გამორიყა

ია­პო­ნი­ის წყნა­რი ოკე­ა­ნის სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე ქა­ლაქ ჰა­მა­მა­ცუ­ში, წყალ­მა დიდი რკი­ნის ბურ­თი გა­მო­რი­ყა, რა­მაც პო­ლი­ცია და მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი და­ტო­ვა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თქმით, მათ წარ­მოდ­გე­ნაც არ აქვთ, თუ რას წარ­მო­ად­გენს ეს ობი­ექ­ტი და მხო­ლოდ ის იცი­ან, რომ ის ასა­ფეთ­ქე­ბელ მო­წყო­ბი­ლო­ბას არ წარ­მო­ად­გენს.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, სფე­რო, რომ­ლის დი­ა­მეტ­რი 1.5 მეტ­რია, ენ­შუს სა­ნა­პი­რო­ზე გა­მო­ი­რი­ყა. სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ის ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა იყო, მა­ლე­ვე გაქ­რა: ექ­სპერ­ტებ­მა რენტგე­ნის ტექ­ნო­ლო­გი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­მო­იკ­ვლი­ეს მისი შიდა სივ­რცე და აღ­მოჩ­ნდა, რომ ის ცა­რი­ე­ლი იყო.

მე­ო­რე ეჭვი, რომ ბურ­თი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ან ჩი­ნე­თის ჯა­შუ­შუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის ნა­წი­ლია, ნაკ­ლებ სარ­წმუ­ნოა, რად­გან ამა­ზე არა­ფე­რი მი­ა­ნიშ­ნებს.

პირ­ვე­ლად ბურ­თი ად­გი­ლობ­რივ­მა ქალ­ბა­ტონ­მა სა­ნა­პი­რო­ზე სე­ირ­ნო­ბი­სას შე­ამ­ჩნია და პო­ლი­ცი­ას აც­ნო­ბა. ამის შემ­დეგ ად­გი­ლობ­რივ­მა მა­მა­კაც­მა, რო­მე­ლიც სა­ნა­პი­როს რე­გუ­ლა­რუ­ლად სტუმ­რობს სა­ვარ­ჯი­შოდ, დაბ­ნე­ულ­მა იკი­თხა, თუ რა­ტომ მო­ექ­ცა ბურ­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლად ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში: "ის უკვე 1 თვეა სა­ნა­პი­რო­ზეა. ვცა­დე მისი გა­და­ად­გი­ლე­ბა, მაგ­რამ ვერ დავ­ძა­რი“, - გა­ნა­ცხა­და მან სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ NHK-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სწრა­ფად გავ­რცელ­და მის­ტი­კუ­რი ბურ­თის ფო­ტო­ე­ბი და ვი­დე­ო­ე­ბი. ზოგ ადა­მი­ანს ის პო­პუ­ლა­რულ ია­პო­ნურ კო­მიქსს, Dragon Ball-ს ახ­სე­ნებს, ზოგს კი სჯე­რა, რომ ეს უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ცი­დან ჩა­მო­ვარ­და.

ბურთს ორი­ვე მხა­რეს სა­ხე­ლუ­რე­ბის მსგავ­სი სა­მაგ­რე­ბი აქვს, რაც მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ის, სა­ვა­რა­უ­დოდ, რა­ი­მე სხვა ობი­ექ­ტზე იყო და­მაგ­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა მისი ფუნ­ქცია კვლავ გა­ურ­კვე­ვე­ლი რჩე­ბა.

რკი­ნის ბურ­თი, აშშ-ში ჩი­ნუ­რი ჯა­შუ­შუ­რი სა­ჰა­ე­რო ბურ­თის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ მო­ექ­ცა ია­პო­ნუ­რი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Bili
1

ერთი მაგის..... 😀

გია
10

ტივტივაა უბრალო პლიაჟებთან რომ გამოიყენება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ჯაშუშური ბურთი თუ ობიექტი უცხო პლანეტიდან? - იაპონიაში წყალმა ამოუცნობი რკინის ბურთი გამორიყა

ჯაშუშური ბურთი თუ ობიექტი უცხო პლანეტიდან? - იაპონიაში წყალმა ამოუცნობი რკინის ბურთი გამორიყა

იაპონიის წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჰამამაცუში, წყალმა დიდი რკინის ბურთი გამორიყა, რამაც პოლიცია და მაცხოვრებლები გაოგნებული დატოვა. ხელისუფლების თქმით, მათ წარმოდგენაც არ აქვთ, თუ რას წარმოადგენს ეს ობიექტი და მხოლოდ ის იციან, რომ ის ასაფეთქებელ მოწყობილობას არ წარმოადგენს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სფერო, რომლის დიამეტრი 1.5 მეტრია, ენშუს სანაპიროზე გამოირიყა. საშიშროება, რომ ის ასაფეთქებელი საშუალება იყო, მალევე გაქრა: ექსპერტებმა რენტგენის ტექნოლოგიის საშუალებით გამოიკვლიეს მისი შიდა სივრცე და აღმოჩნდა, რომ ის ცარიელი იყო.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">A mysterious metal ball spotted on a beach in Hamamatsu City this week prompted local police to scramble the bomb squad. A careful examination revealed it is not a threat -- but shed no light on what it actually is. <a href="https://t.co/ytClWsP0bw">pic.twitter.com/ytClWsP0bw</a></p>&mdash; NHK WORLD News (@NHKWORLD_News) <a href="https://twitter.com/NHKWORLD_News/status/1628008229832720384?ref_src=twsrc%5Etfw">February 21, 2023</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

მეორე ეჭვი, რომ ბურთი ჩრდილოეთ კორეის ან ჩინეთის ჯაშუშური საქმიანობის ნაწილია, ნაკლებ სარწმუნოა, რადგან ამაზე არაფერი მიანიშნებს.

პირველად ბურთი ადგილობრივმა ქალბატონმა სანაპიროზე სეირნობისას შეამჩნია და პოლიციას აცნობა. ამის შემდეგ ადგილობრივმა მამაკაცმა, რომელიც სანაპიროს რეგულარულად სტუმრობს სავარჯიშოდ, დაბნეულმა იკითხა, თუ რატომ მოექცა ბურთი მოულოდნელად ყურადღების ცენტრში: "ის უკვე 1 თვეა სანაპიროზეა. ვცადე მისი გადაადგილება, მაგრამ ვერ დავძარი“, - განაცხადა მან საზოგადოებრივ მაუწყებელ NHK-სთან ინტერვიუში.

სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა მისტიკური ბურთის ფოტოები და ვიდეოები. ზოგ ადამიანს ის პოპულარულ იაპონურ კომიქსს, Dragon Ball-ს ახსენებს, ზოგს კი სჯერა, რომ ეს უცხოპლანეტელებთანაა დაკავშირებული და ციდან ჩამოვარდა.

ბურთს ორივე მხარეს სახელურების მსგავსი სამაგრები აქვს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ის, სავარაუდოდ, რაიმე სხვა ობიექტზე იყო დამაგრებული, თუმცა მისი ფუნქცია კვლავ გაურკვეველი რჩება.

რკინის ბურთი, აშშ-ში ჩინური ჯაშუშური საჰაერო ბურთის აღმოჩენის შემდეგ მოექცა იაპონური მედიის ყურადღების ცენტრში.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა