პოლიტიკა
სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალგაზრდა ადამიანს უნდა გიხაროდეს, ელემენტარულად, იარაღის მოხმარება ისწავლო" - გომელაური მეგრელიშვილს
"ახალგაზრდა ადამიანს უნდა გიხაროდეს, ელემენტარულად, იარაღის მოხმარება ისწავლო" - გომელაური მეგრელიშვილს

ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ანს უნდა გი­ხა­რო­დეს, ელე­მენ­ტა­რუ­ლად, ია­რა­ღის მოხ­მა­რე­ბა ის­წავ­ლო, რა­ღაც ის­წავ­ლო. პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა ვართ, სულ საფრ­თხის ქვეშ ვართ და რა­ტომ არ უნდა იცო­დეს? ვთქვათ, ომი და­ი­წყოს და უცებ მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­ცხად­დეს, გე­ყო­ლე­ბა ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლებ­საც ია­რა­ღი თვა­ლით არ უნა­ხავთ, - ამის შე­სა­ხებ შს მი­ნის­ტრმა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა პარ­ლა­მენ­ტში გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც უპა­სუ­ხა „გირ­ჩის“ დე­პუ­ტა­ტის ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის შე­კი­თხვას „სამ­ხედ­რო კო­დექსთან“ და­კავ­ში­რე­ბით, კერ­ძოდ, სა­ვალ­დე­ბუ­ლო ჯარ­ზე.

რო­გორც გო­მე­ლა­ურ­მა პარ­ლა­მენ­ტში „მი­ნის­ტრის სა­ა­თის“ ფორ­მატ­ში ყოფ­ნი­სას გან­მარ­ტა, იზი­ა­რებს იმ პო­ზი­ცი­ას, რომ ჯა­რის­კაცს ხელ­ფა­სი 120 ლარ­ზე მეტი უნდა ჰქონ­დეს.

„მეს­მის, რომ 120 ლარი ძა­ლი­ან ცო­ტაა. თუმ­ცა, ხაზს გა­ვუს­ვამ, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს 1 წელი უწევთ ყოფ­ნა. წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 4 თვე მუ­შა­ო­ბენ, რომ­ლებ­საც აქვთ კვე­ბა, რა თქმა უნდა, ფორ­მა, ჯან­დაც­ვის და­ზღვე­ვა და ა.შ.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას რო­გორც მი­ი­ღებს სა­ხელ­მწი­ფო და რო­გორც იქ­ნე­ბა, გა­სა­გე­ბია. 2025 წლი­დან ჩვენ­თან აღარ იქ­ნე­ბა ჯარი და მხო­ლოდ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, მე ხაზს გა­ვუს­ვამ­დი, რომ შენს ქვე­ყა­ნას ემ­სა­ხუ­რო 1 და 2 წელი, მე მგო­ნი, პრობ­ლე­მა რა უნდა იყოს. თუნ­დაც ის­რა­ე­ლის მა­გა­ლი­თი ავი­ღოთ, რა­ტომ არ მოგ­წონთ? მე ძა­ლი­ან მომ­წონს, თუნ­დაც სამ­სა­ხუ­რე­ბის, ძა­ლოვ­ნე­ბის, უსაფრ­თხო­ე­ბის, „მო­სა­დის“, “შა­ბა­კის“ მუ­შა­ო­ბა. ძა­ლი­ან მაგ­რე­ბი ხომ არი­ან, ხომ მოგ­ვწონს, რომ მაგ­რად იცა­ვენ თავს, ჩვენც ხომ გვინ­და, რომ მაგ­რე­ბი ვი­ყოთ, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლამ გა­ი­ა­როს სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რი? ბო­დიშს მო­ვიხ­დი, დიდი პა­ტი­ვის­ცე­მის მი­უ­ხე­და­ვად, ვერ და­გე­თან­ხმე­ბით, სამ­წუ­ხა­როდ.

მეს­მის, შე­იძ­ლე­ბა 120 ლარ­ზე მეტი უნდა ჰქონ­დეს ჯა­რის­კაცს, შე­იძ­ლე­ბა ამა­ში და­გე­თან­ხმოთ, თუმც ის, რომ ჯარ­ში არ წა­იყ­ვა­ნო ადა­მი­ა­ნი, მა­შინ ვინ უნდა იმ­სა­ხუ­როს ჯარ­ში, ჩემი აზ­რით, უნდა იმ­სა­ხუ­რონ“, - გა­ნა­ცხა­და გო­მე­ლა­ურ­მა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
1

მეგრელიშვილის და მისთანების იარაღი ცნობილია. მიეცით მოსაწევი და შარვალჩახდილი დააბრუნებენ დაკარგულ ტერიტორიებს. ღვინოზეც კი უარს ამბობს მოსაწევის სასარგებლოდ. ისრაელს აე უნდა შევედაროთო. აბა ვის უნდა შევედაროთ? გასულ საუკუნეში შექმნილი სახელმწიფო, რომელიც ჩამოყალიბებისთანავე 6 სახელმწიფოს ებრძოდა, ვერანაირად ვერ გაიმარჯვებდა, ჯარი და დისციპლინა რომ არ ჰქონოდა. ეს ახლა იღებენ ებრაელი ჯარისკაცები კარგ ხელფასს, სულ ასე არ ყოფილა.

ხოოოო......
6

ჯარი არ უნდა იყოს სავალდებულო. საჯარო სამსახურში ნუ დაასაქმებთ ჯარგაუვლეკებს და მორჩა! მაგრამ....თქვენ გინდათ სხვის ხარჯზე გრიალი? არ გამოვა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ახალგაზრდა ადამიანს უნდა გიხაროდეს, ელემენტარულად, იარაღის მოხმარება ისწავლო" - გომელაური მეგრელიშვილს

"ახალგაზრდა ადამიანს უნდა გიხაროდეს, ელემენტარულად, იარაღის მოხმარება ისწავლო" - გომელაური მეგრელიშვილს

ახალგაზრდა ადამიანს უნდა გიხაროდეს, ელემენტარულად, იარაღის მოხმარება ისწავლო, რაღაც ისწავლო. პატარა ქვეყანა ვართ, სულ საფრთხის ქვეშ ვართ და რატომ არ უნდა იცოდეს? ვთქვათ, ომი დაიწყოს და უცებ მობილიზაცია გამოცხადდეს, გეყოლება ახალგაზრდები, რომლებსაც იარაღი თვალით არ უნახავთ, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა, როდესაც უპასუხა „გირჩის“ დეპუტატის ვახტანგ მეგრელიშვილის შეკითხვას „სამხედრო კოდექსთან“ დაკავშირებით, კერძოდ, სავალდებულო ჯარზე.

როგორც გომელაურმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ყოფნისას განმარტა, იზიარებს იმ პოზიციას, რომ ჯარისკაცს ხელფასი 120 ლარზე მეტი უნდა ჰქონდეს.

„მესმის, რომ 120 ლარი ძალიან ცოტაა. თუმცა, ხაზს გავუსვამ, რომ ამ ადამიანებს 1 წელი უწევთ ყოფნა. წელიწადში დაახლოებით 4 თვე მუშაობენ, რომლებსაც აქვთ კვება, რა თქმა უნდა, ფორმა, ჯანდაცვის დაზღვევა და ა.შ.

გადაწყვეტილებას როგორც მიიღებს სახელმწიფო და როგორც იქნება, გასაგებია. 2025 წლიდან ჩვენთან აღარ იქნება ჯარი და მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში იქნება. თუმცა, მე ხაზს გავუსვამდი, რომ შენს ქვეყანას ემსახურო 1 და 2 წელი, მე მგონი, პრობლემა რა უნდა იყოს. თუნდაც ისრაელის მაგალითი ავიღოთ, რატომ არ მოგწონთ? მე ძალიან მომწონს, თუნდაც სამსახურების, ძალოვნების, უსაფრთხოების, „მოსადის“, “შაბაკის“ მუშაობა. ძალიან მაგრები ხომ არიან, ხომ მოგვწონს, რომ მაგრად იცავენ თავს, ჩვენც ხომ გვინდა, რომ მაგრები ვიყოთ, რატომ არ შეიძლება ყველამ გაიაროს სამხედრო სავალდებულო სამსახური? ბოდიშს მოვიხდი, დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვერ დაგეთანხმებით, სამწუხაროდ.

მესმის, შეიძლება 120 ლარზე მეტი უნდა ჰქონდეს ჯარისკაცს, შეიძლება ამაში დაგეთანხმოთ, თუმც ის, რომ ჯარში არ წაიყვანო ადამიანი, მაშინ ვინ უნდა იმსახუროს ჯარში, ჩემი აზრით, უნდა იმსახურონ“, - განაცხადა გომელაურმა.