"გურიის მოამბის" ინფორმაციით, ოზურგეთის მერიის “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების” მწვრთნელის პოზიციიდან, 64 წლის ხარიტონ ჩატარაშვილი, შრომის კოდექსის, საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დაითხოვეს, რაც ორსულობას გულისხმობს.
ხარიტონ ჩხატარაშვილი ამბობს, რომ ის სამსახურიდან ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის ბრძანებით გაუშვეს.
"იცინის მთელი ოზურგეთი, ორსულობის მუხლით გამათავისუფლეს..." - ამბობ ის.
მისი თქმით, სამსახურიდან გაუშვეს, რადგან მხარს არ უჭერდა არჩევნებში ავთანდილ თალაკვაძეს.
"მერმა მითხრა, ხმა კოტე შარაშენიძეს მიეცი და “ნაციონალურ მოძრაობას”, რის გამოც ჩვენთან ვერ იმუშავებო" - ამბობს ის "გურიის მოამბესთან"
აღნიშნულ თემაზე ოზურგეთის მერიის სპორტულ - გამაჯანსაღებელ გაერთიანებაში უკვე გააკეთეს პირველი კომენტარი და განაცხადეს, რომ ყველაფერი ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდება.
”ეს იყო ტექნიკური ხარვეზი, გაგვეპარა შეცდომა, რომელიც დღეს გამოვასწორეთ” - აცხადებენ ოზურგეთის მერიის სპორტულ - გამაჯანსაღებელ გაერთიანებაში.